Meds.ge » ყველა წამალი » ევიკა / evika / Evica

ევიკა / evika / Evica

149

შემადგებლობა :

თითოეული კაფსულა შეიცავს შემდეგი სამკურნალო მცენარეების ექსტრაქებს:

Saraca Indica – 150 მგ

Symplocos paniculata – 50 მგ

ნარდი - 50 მგ

გვირილა - 50 მგ

ხეპილპილი - 50 მგ

ფუფალა - 50 მგ

დამხმარე ნივთიერებები: კალციუმის ორფუძიანი ფოსფატი, ჟელატინიზირებული სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა.

ეციკა - საშვილოსნოს მატონიზირებული საშუალებაა, ეს არის ოპტიმალურად დაბალანსებული სამკურნალო პრეპარატი, რომელის შემადგენლობაშიც შედიან სპეციალურად შერჩეული სამკურნალო საშუალებები, ცნობილი თავისი ეფექტურობით საუკუნეების მანძილზე.

Saraca indica

ეფექტურია საშვილოსნოს დაავადებების დროს, განსაკუთრებით ჰემორაგიების შემთხვევაში, რომლის მიზეზი არის საშვილოსნოს ფობრომა. აძლირებს საშვილოსნოს შეკუმშვას, ახდენს საშვილოსნოს სისხლჩაქცევის კუპირებას.

Symplocos paniculata

ასტიმულირებს ენდომეტრიუმის მუსკულატურას.

ნარდი

სუსტი დამამშვიდებელი, ამსუბუქებს ნევრასტენიას.

გვირილა

ამცირებს ანთებას და ტკივილს  მცირე მენჯის ორგანოებში.

ხელპილპილა

ეფექტურად ეხმარება წინამენსტრუალური სინდრომის დროს ჰორმონალური დონეების გათანაბრების მეშვეობით, ასევე არეგულირებს მენსტრუალურ ციკლს.

ფუფალა

ეფექტურია საშოდან წყლიანი გამონადენისას.

 

ფარმაკოლოფიური თვისებები:
ევიკა აწესრიგებს მენსტრუალურ ციკლს და პოსტკლიმაქსურ სისხლდენებს ენდომეტრიუმის მუსკულატურის და საკვერცხეების ქსოვილის სტიმულირების და გაძლიერების მეშვეობით. თავისი ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო თვისებების წყალობით ევიკა ამცირებს მცირე მენჯის ჰიპერემიას, ამცირებს ტრანსუდაციას ვაგინალური ეპითელიუმიდან და ხელს უწყობს ლეიკორეის რეგულირებას.

ევიკა ხელს უწყობს გამოჯანმრთელებას ჰიპერმენორეის და ანომალური საშვილოსნოს ხისხლდენის დროს საშვილოსნოს ღრუს ზედაპირის და საშვილოსნოს მენორაგიის შემცირების გზით. ევიკას გამოყენება ეფექტურად შველის წინამენსტრუალური სინდრომების დროს, რადგანაც პრეპარატი აკონტროლებს და ათანაბრებს ჰორმონალურ დონეებს.

გამოყენების ჩვენებები:
- ანომალური ვაგინალური გამონადენები
- ლეიკორეა
- მენორაგია
- მეტრორაგია
- არარეგულარული მენსტრუალური ციკლი
- წიანმენსტრუალური ციკლი
- პოსტკლიმაქტერული სისხლდენა

გამოყენების წესები და დოზირება:
თითო კაფსულა 3 ჯერ დღეში, მენსტრუალური ციკლის მე-3 დღიდან დაწყებული მეტრორაგიის და მეტროპათიის შემთხვევაში. ყველა სხვა დაავადებების დროს მუდმივი ან ხანგრძლივი ხიხსლდენით მიღება დაიწყეთ მაშინათვე. დოზირება შეიძლება უსაფრთხოდ გაიზარდოს 6 კაფსულამდე დღეში დანაწილებულის დოზებით მდგომარეობის სერიოზულობის შესაბამისად.

უკუჩვენება:
ორსულობა და ლაქტაცია

გვერდითი ეფექტები:
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.


გამოშვების ფორმა:
ფლაკონებში 20/60 კაფსულა.

შენახვის პირობები:
ინახება არაუმეტეს 25˚C ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი (на русском не написано)
ნუ გამოიყენებთ პრეპარატს შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

 

აფთიაქიდან გაცემის პირობები: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

კომენტარის დამატება