Meds.ge » ყველა წამალი » მიკროდაცინი ვაგინალური ხსნარი ოყნით / mikrodacini vaginaluri xsnari oynit / Microdacyn Wound Care

მიკროდაცინი ვაგინალური ხსნარი ოყნით / mikrodacini vaginaluri xsnari oynit / Microdacyn Wound Care

145

მიკროდაცინი ვაგინალური ხსნარს  გააჩნია სამმაგი მოქმედება:
ანტიმიკრობული
ანთებისსაწინააღმდეგო
რეგენერატორული

მიკროდაცინი ვაგინალური ხსნარი განკუთვნილია სხვადასხვა ბაქტერიებით, სოკოებითა და საფუარებით, პროტოზოებითა და ვირუსებით გამოწვეული ვაგინალური ინფექციების მკურნალობისათვის.

მიკროდაცინის ვაგინალურ ხსნარს გააჩნია:

ანტიმიკრობული  მოქმედების ფართო სპექტრი (კლინიკურად დადასტურებულია მიკრობების 100%-ით ინაქტივაცია 30წმ-ში).
ანტიბაქტერიული მოქმედება  როგორც გრამ+, ისე გრამ- ბაქტერიებზე, ანაერობებზე და რეზისტენტულ შტამებზე

 

მათ შორის:
- MRSA - მეტიცილინ რესიზტენტული Staphylococcus aureus
- VRE - ვანკომიცინ რეზისტენტული Enterococcus faecalis
- ფსევდომონას მიმართ Pseudomonas Aeruginosa
- მულტირეზისტენტული Acinetobacter baumannii მიმართ

 

 ასევე, გააჩნია:

-ანტიპროტოზოული

- ანტიფუნგალური

- ანტივირუსული მოქმედება 

- პათოგენურ მიკროორგანიზმებს ანადგურებს ჯანსაღ ქოვილებზე ტოქსიური და სხვა დამაზიანებელი ეფექტის გარეშე

- გააჩნია ძლიერიანთების და ალერგიის  საწინააღმდეგო მოქმედება(გამოყენებიდან მე-3 დღეს 85%-ით იხსნება ქავილი და ტკივილი)
-  მნიშვნელოვნად აჩქარებს რეგენერაციას ჰიპერტროფიის გარეშე
-  გააჩნია უსაფრთხოების მაღალი პროფილი, გამოიყენებს ორსულებშიც და მეძუძურებშიც

 

მიკროდაცინის ვაგინალური ხსნარის ანთების საწინააღმდეგო მოქმედება:
იწვევს პოხიერი უჯრედების მემბრანის სტაბილიზაციას
in vitro ტესტებით 15 წუთის შემდეგ 90%-ით მცირდება ჰისტამინის გამოყოფა
მცირდება ანთების მედიატორების, ინტერლეიკინების, IFN-γ-ს და TNF-α-ს გამოყოფა
ხსნის  ქავილს, ტკივილს, სუნს, ამცირებს გამონადენი


ჩვენებები:

სპეციფიური და არასპეციფიური ვაგინალური ინფექციები
ვაგინალური და ტრანსვაგინალური გამოკვლევების (IUP-ის ჩადგმამდე)
პოსტოპერაციული პერიოდში: კონიზაციის, ამპუტაციის, ელექტროკოაგულაციის, კოლპოპლასტიკის, პერინეოპლასტიკის, საშვილოსნოს ყელის და საშოს კრიოპლასტიკის შემდეგ
საშოს მიკროტრამვები, მცირე ლოკალური ამბულატორიული პროცედურების შემდგომ

გამოყენების წესი:
შეავსეთ 50 მლ მოცულობის მიკროოყნა მიკროდაცინის ვაგინალური ხსნარით და მოახდინეთ საშოს სანაცია დღეში ერთხელ. მიკროოყნა არის მრავალჯერადი გამოყენების და ყოველი გამოყენების შემდეგ ირეცხება გამდინარე წყლით.

სამკურნალო კურსი შეადგენს 7-10 დღეს. სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების საპრევენციოდ შეიძლება გამოყენებული იქნას ერთჯერადად.

 

გააჩნია უსაფრთხოების მაღალი პროფილი, გამოიყენება ორსულებშიც და მეძუძურებშიც!

ვარგისია გახსნიდან  2 თვის განმავლობაში

კომენტარის დამატება