Meds.ge » ყველა წამალი » სილაუტი / silauti / Silaut

სილაუტი / silauti / Silaut

248

შემადგენლობა:

აქტიური ნივთიერებები: დოკოზანოლი (Docosanol 3.00%), ალოე ვერა (Aloe Vera gel) 2.50%, სამკურნალო ემბლიკის ნაყოფების ექტრაქტი (Emblica officinalis extract) 2.50%, კურკუმას ექსტრაქტი (Curcuma extract) 0.36% 

დამხმარე ნივთიერებები: პოლიდოკანოლი, გლიცერილის ლაურატი, C12-20(8)OE-ცხიმოვანი მჟავები, იმიდაზოლიდინილ შარდოვანა, ნატრიუმის დეჰიდროაცეტატი,  CM-ბეტა გლუკანი, დინატრიუმის ედეტატი, რძემჟავა, მეთილ-, ეთილ-, პროპილ- და ბუტილპარაჰიდროქსიბენზოატი, ვაზელინის ზეთი, წყალი.

ბიოლოგიური თვისებები: 

ადამიანის პაპილომავირუსი სქესობრივი გზით გადამდები ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვირუსული ინფექციის გამომწვევს წარმოადგენს. ინფექციის გადაცემა ხდება დაინფიცირებული პირის გენიტალიებთან მარტივი კონტაქტის გზით. ცნობილია პაპილომავირუსის 200-ზე მეტი სახეობა, რომელიც იწვევს ადამიანის დაინფიცირებას. დაავადება, სხვადასხვა მიზეზით, შეიძლება რეგრესირდეს, პერსისტირდეს ან პროგრესირდეს. სექსუალურად აქტიური პირების 50-80% ინფიცირდებიან პაპილომავირუსით, მათ შორის 50% შეიძლება დაინფიცირდეს ონკოგენური შტამებით. 

დამცავი კრემ-გელი სილაუტი გამოიყენება, როგორც დამხმარე საშუალება ადამიანის პაპილომავირუსით გამოწვეული ინტრაეპითელური დაზიანებების დროს. საშვილონოს ყელის ეპითელიუმზე დამცავი ბარიერის წარმოქმნის ხარჯზე კრემ-გელი სილაუტი ხელს უწყობს ლორწოვანი გარსის დაზიანებების სწრაფ შეხორცებას. კრემ-გელი სილაუტი ხელს უწყობს ტრანსფორმაციის ზონაში ცერვიკალური ეპითელიუმის „მკვდარი“ უჯრედების მოშორებას და რეეპითელიზაციის პროცესებს (სავარაუდოდ, ეპითელიუმის მიკროდაზიანებების დასუფთავების ხარჯზე).

კრემ-გელი სილაუტი ეპითელის ზედაპირზე წარმოქმნის დამცავ აპკს, რომელიც ხელს უშლის ტკივილის უეცარ გაძლიერებას, განსაკუთრებით ისეთი დაზიანებების დროს, რომლისთვისაც დამახასისათებელია წვა და/ან ქავილი. შედეგად ქმნის დაზიანებული ეპითელიუმის სწრაფი შეხორცებისთვის ხელსაყრელ გარემოს. 

ჩატარებულ კვლევებში, პაციენტებში, რომლებიც იყენებდნენ სილაუტს გამოვლინდა ადამიანის პაპილომავირუსის დნმ-ის ნეგატივიზაცია (50%-ზე მეტ შემთხვევაში), რეეპითელიზაციის მაღალი კოეფიციენტი და ცერვიკო-ვაგინალური ეპითელიუმის შეხორცება (ეპითელიუმის მთლიანობის სრულ აღდგენამდე), ლაზერული თერაპიის შემდეგ ინტრაეპითელური დაზიანებების რეციდივების მნიშვნელოვანი შემცირება, ლორწოვანი გარსის ინფექციური დაზიანების ზონის შემოფარგვლა, ასევე ცერვიკო-ვაგინალური ზონის ტკივილის, წვის შეგრძნების და ქავილის შემცირება. 

კრემ-გელ სილაუტის ვიროსტატული, ჭრილობების შემახორცებელი და დამცველობითი თვისებების ხარჯზე გამოვლინდა მისი ეფექტურობა დაბალი ხარისხის ბრტყელუჯრედოვანი (სქვამოზური) ინტრაეპითელური დაზიანებების (ინგლ. LSIL) კომპლექსური მკურნალობის დროს და ასევე, მაღალი ხარისხის ინტრაეპითელური დაზიანებების რეციდივების საპროფილაქტიკოდ.

ჩვენებები:

კრემ-გელი სილაუტი  დამხმარე საშუალებების სახით ნაჩვენებია:

 * ცერვიკალური ეპითელიუმის  ნორმალური ტრანსფორმაციის  ზონის კონტროლი და პროფილაქტიკა.

*ცერვიკო-ვაგინალური ანთებითი და დისტროფიული პათოლოგიების სამკურნალოდ, ასევე ინტრაეპითელური ბრტყელუჯრედოვანი დაზიანებების დროს.

* დიათერმოკოაგულაციის და კოლპოსკოპიის შემდეგ ნორმალური ფიზიოლოგიური მდგომარეობის აღსადგენად.

* ეპითელის სიმშრალით გამოწვეული ვაგინალური და ვულვალური ლორწოვანი გარსის დაზიანებების სამკურნალოდ.

* ვულვარული კონდილომების ფიზიკური მეთოდებით მკურნალობის (თერმული ან ტალღოვანი კოაგულაცია) შემდეგ, ნორმალური ფიზიოლოგიური მდგომარეობის აღსადგენად.

განსაკუთრებული მითითებები:

ანამნეზის შეკრების პროცესში გამოვლენილი, პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს, კრემ-გელი სილაუტის გამოყენება რეკომენდებული არ არის.

კრემ-გელი სილაუტი ნაჩვენებია მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისთვის; თავი უნდა ავარიდოთ პრეპარატის გადაყლაპვას.

კრემ-გელი სილაუტი უნდა გამოვიყენოთ ფრთხილად, რომ არ დავსვაროთ ტანსაცმელი, რადგანაც მის შემადგენლობაში შემავალი ნატურალურად აქტიური კომპონენტები ხასიათდებიან ბუნებრივი მღებავი მახასიათებლებით.

კრემ-გელი სილაუტის გამოყენებამდე და მის შემდეგ აუცილებელია ხელების დაბანა.

კრემის ინტრავაგინალური გამოყენებისთვის შეფუთვაში არსებული აპლიკატორი ერთჯერადია, გამოყენების შემდეგ აუცილებელია მისი უტილიზაცია. 

პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება შეფუთვის მთლიანობის დარღვევის ან დაზიანების შემთხვევაში.  

პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული  ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ; პრეპარატის შეფუთვაზე მითითებული  ვარგისიანობის ვადა ძალაშია დაუზიანებელი შეფუთვისთვის, მისი სწორი შენახვის წესის პირობებში.

მიღების წესი და დოზირების რეჟიმი:

თუ არ არის ექიმის განსაკუთრებული მითითებები, კრემ-გელი სილაუტი გამოიყენება ინტრავაგინალურად 1-ჯერ დღეში (პრეპარატი ინტრავაგინალურად შეიყვანება სპეციალური ერთჯერადი ვაგინალური აპლიკატორის საშუალებით), ან გარეგანად ვულვარულად 1-ჯერ დღეში (ვაგინალური აპლიკატორის გამოყენების გარეშე). 

ადამიანის პაპლომავირუსით გამოწვეული ბრტყელუჯრედოვანი ინტრაეპითელური დაზიანებების კომპლექსური მკურნალობის დროს, კრემ-გელი სილაუტი გამოიყენება ექიმის მიერ მითითებული რეკომენდაციის მიხედვით, ან შემდეგი რეჟიმით:

* პირველი კვირის განმავლობაში: გელი შეიყვანება ინტრავაგინალურად,  1-ჯერ დღეში, ყოველდღიურად, 6 დღის მანძილზე.

* შემდგომი კვირების განმავლობაში: გელი შეიყვანება ინტრავაგინალურად,  2-ჯერ კვირაში, 3-6 თვის მანძილზე.

წვის ან ქავილის არსებობის შემთხვევაში კრემ-გელი სილაუტი გამოიყენება ექიმის მიერ მითითებული რეკომენდაციის მიხედვით, ან შემდეგი რეჟიმით:

* ცერვიკო-ვაგინალურ არეში: გელი შეიყვანება ინტრავაგინალურად,  1-ჯერ დღეში, ყოველდღიურად, 6 დღის მანძილზე.

* ვულვალურ არეში: გელი გამოიყენება გარეგანად 1-ჯერ დღეში.

ვულვარული კონდილომების მკურნალობის შემდეგ პერიოდში კრემ-გელი სილაუტი გამოიყენება ექიმის მიერ მითითებული რეკომენდაციის მიხედვით, ან გარეგანად 2-ჯერ დღეში, ყოველდღიურად, 6 დღის მანძილზე. 

გამოყენების წესი:

* გავხსნათ ტუბი თავსახურზე არსებული პერფორატორის დახმარებით;

* ტუბის ყელზე მოვახრახნოთ ერთჯერადი აპლიკატორი;

* ტუბზე ხელის დაჭერით, აპლიკატორი მთლიანად შევავსოთ გელით;

* აპლიკატორი მოვხსნათ ტუბს, მოვათავსოთ ვაგინალურად საჭირო სიღრმეზე და მასზე ხელის მოჭერით გელი მთლიანად შევიყვანოთ ვაგინალურად.

* გამოვიღოთ ერთჯერადი აპლიკატორი საშოდან და მაშინვე, გამოყენების შემდეგ, გადავაგდოთ.

შენახვის წესი:

ინახება მშრალ, ბნელ, გრილ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა:

სილაუტი, ვაგინალური კრემ-გელი 30 მლ ალუმინის ტუბში, დახურული თავსახურით; კომპლექტში 6 ერთჯერად აპლიკატორთან და გამოყენების ინსტრუქციათან ერთად, მუყაოს ყუთში

კომენტარის დამატება