Meds.ge » კლინიკები » კოსმეტოლოგიის ცენტრი და შოურუმი ნილუ
ინგლისურის მასწავლებელი თქვენთვის!

კოსმეტოლოგიის ცენტრი და შოურუმი ნილუ

მდებარეობა
map pin თბილისი, ჯანსულ კახიძის ქ. 9
$ENTRY_TITLE$
კოსმეტოლოგიის ცენტრი და შოურუმი ნილუ
გახსნა/დახურვა გაიგე მეტი კლინიკის შესახებ

ჩვენი კლინიკა მოღვაწეობს 2007 წლიდან. ჩვენთვის საამაყოა ის ფაქტი, რომ ვართ ინოვაციურები როგორც კოსმეტოლოგიური მასალით მომარაგების კუთხით, ასევე მკურნალობის ისეთი საშუალებების ძიების მხრივაც, რომლებიც უზრუნველყოფს მდგრად და ხანგრძლივ შედეგს. ჩვენი თანამშრომლები გამოირჩევიან მაღალი კვალიფიკაციით, მათ აქვთ უნარი გაუმკლავდნენ თქვენს პრობლემებს პატიოსნებითა და პროფესიონალიზმით გაჯერებული მზრუნველი და თბილი მოპყრობით.

ჩვენ გთავაზობთ როგორც გასალამაზებელ პროცედურებს, ისე სამედიცინო ესთეტიკურ და არაქირურგიულ კოსმეტიკურ მკურნალობას კოსმეტოლოგებსა და ექიმებთან ერთად.

გთავაზობთ არაქირურგიული კოსმეტიკური საშუალებების უახლეს ასორტიმენტს, რომლებიც განკუთვნილია სტრიების, ნაწიბურების, ნაოჭებისა და აკნეს სამკურნალოდ.

ჩვენი მიზანია ყურადღების გამახვილება უახლესი ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების ფართო სპექტრზე, რომლებიც უფროდაუფრო მეტად ხელმისაწვდომი ხდება და იქცევა თანამედროვე საზოგადოების ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად

კომენტარები

user avatar servisebi.ge