Meds.ge » კლინიკები » ჯეოქორდი-ჭიპლარის სისხლის ბანკი
ინგლისურის მასწავლებელი თქვენთვის!

ჯეოქორდი-ჭიპლარის სისხლის ბანკი

მდებარეობა
map pin თბილისი, თამარაშვილის 4
$ENTRY_TITLE$
ჯეოქორდი-ჭიპლარის სისხლის ბანკი
გახსნა/დახურვა გაიგე მეტი კლინიკის შესახებ
“ჯეოქორდი” დაარსდა 2006 წელს ქართულ-გერმანული სპეციალიზებული ონკოლოგიური კლინიკის ბაზაზე, როდესაც ჩვენმა კლინიკამ მოიპოვა ქალაქ თბილისის მერიის გრანტი ონკოჰემატოლოგიური პაციენტების ოჯახებში ჭიპლარის სისხლის შესაგროვებლად. პროგრამის წარმატებით დასრულების შემდგომ 2007 წლის იანვრიდან “ჯეოქორდმა” დაიწყო კომერციულად ჭიპლარის სისხლის შენახვა.
ჭიპლარის სისხლის ბანკის ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით, რაც საშუალებას იძლევა მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად იქნას აღებული, დამუშავებული, გამოკვლეული და შენახული ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედები და საჭიროების დროს უზრუნველყოფილი იქნას მისი დროული და შესაბამისი ტრანსპორტირება ტრანსპლანტაციის იმ ცენტრში მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, სადაც ჩვენს კლიენტს ჩაუტარდება გადანერგვა.

კომენტარები

user avatar servisebi.ge