Meds.ge » კლინიკები » სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ცენტრი ანტროპოსი
ინგლისურის მასწავლებელი თქვენთვის!

სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ცენტრი ანტროპოსი

მდებარეობა
map pin თბილისი, ნავთლუღის ჩიხი N.9
$ENTRY_TITLE$
სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ცენტრი ანტროპოსი
გახსნა/დახურვა გაიგე მეტი კლინიკის შესახებ
სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ცენტრი გთავაზობთ მაღალხარისხიან სამედიცინო მომსახურებას.
სამკურნალო გამაჯანსაღებელი ცენტრი - „ანტროპოსი“ ფუნქციონირებს 2009 წლიდან. ცენტრი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური ექიმებით. ჩვენს კოლექტივს გააჩნია პაციენტებთან ურთიერთობის უდიდესი გამოცდილება და წარმატებული გუნდური მუშაობის ხანგრძლივი ტრადიცია, რომლის განმავლობაშიც ათასობით ადამიანს გავუწიეთ ხარისხიანი დახმარება.
ცენტრი პასუხობს თანამედროვე მედიცინის ყველა მოთხოვნას და მომსახურების ყველა ეტაპზე ხარისხიანი დახმარებით უზრუნველყოფს პაციენტს: პირველადი კონსულტაციიდან და დიაგნოსტიკიდან, მკურნალობამდე და მკურნალობის შემდგომ დაკვირვებამდე. „ანტროპოსი“ - არის თავაზიანი პესონალით დაკომპლექტებული, მყუდრო და მოწესრიგებული დაწესებულება. ჩვენთან ვერ შეხვდებით რიგებს კაბინეტებთან, ხმაურს და უყურადღებობას.
ცენტრში წარმოდგენილია მედიცინის ფართო სპექტრი: თერაპევტი, ოჯახის ექიმი, კარდიოლოგი, პედიატრი, ენდოკრინოლოგი, ნევროლოგი, მანუალური თერაპევტი, ნემსრეფლექსოთერაპევტი, დერმატოლოგი, ფიზიოთერაპევტი, ოტოლარინგოლოგი, ოკულისტი, სტომატოლოგი, უროლოგი, ქირურგი, ანგიოლოგი, ტრავმატოლოგი, ფიზიოთერაპევტი, რევმატოლოგი და ჰირუდოთერაპევტი.
თანამედროვე აღჭურვილობა საშუალებას გვაძლევს ჩავატაროთ კომპლექსური სადიაგნოსტიკო გამოკვლევები, სამკურნალო პროცედურები და ყველანაირი ლაბორატორიული ანალიზი.
ჯანმრთელობა - ადამიანის კეთილდღეობის სიმბოლოა, ხოლო ჩვენი მუშაობის მიზანი - ადამიანებისათვის ჯანსაღ და სრულფასოვან ცხოვრებაში ხელის შეწყობაა

კომენტარები

user avatar servisebi.ge