Meds.ge » კლინიკები » მედლაბი
ინგლისურის მასწავლებელი თქვენთვის!

მედლაბი

მდებარეობა
map pin თბილისი, ნინოშვილის ქ. #60
$ENTRY_TITLE$
მედლაბი
გახსნა/დახურვა გაიგე მეტი კლინიკის შესახებ

მრავალპროფილიანი კლინიკა”მედლაბ”-ის შენობა, რომელიც ძველი თბილისის ისტორიულ უბანში მდებარეობს, აშენდა 1965 წელს. პროფესორმა ხათრიძემ ამ შენობაში დაარსა ქ.თბილისის კანისა და ვენსნეულებათა დისპანსერთან არსებული ცენტრალური ლაბორატორია. 70-იან წლებში იგი გადაკეთდა, როგორც N მე-2 საავადმყოფოსთან არსებული ცენტრალური კლინიკური-ლაბორატორია. 2011 წლის ნოემბერში კი მოხდა შენობის გასხვისება-კერძო საკუთრებაში გადაცემა. შპს „ნიკა+2009“ -ის (დამფუძნებლები: გიორგი ნოზაძე, მარინა ბეჟუაშვილი, ედიშერ კვესიტაძე) მიერ მოხდა შენობის შესყიდვა და ევროპული სტანდარტების შესაბამისად მისი ამბოლატორიულ მრავალპროფილიან კლინიკად გადაკეთება. მრავალპროფილიან კლინიკა”მედლაბ”-ში მუშაობს 38 მაღალკვალიფიციური სპეციალისტი, რომლებიც ემსახურებიან პაციენტებს საქართველოს მაშტაბით.
კლინიკა ”მედლაბ”-მა არაერთხელ მიიღო მონაწილეობა ისეთ საქველმოქმედო აქციებში როგორიცაა: კათარზისის ბენეფიციარებისათვის უფასო კარდიო-ნევროლოგიური და ლაბორატორიული კვლევები, სასჯელთაღსრულების სამინისტროსთან ერთად პატიმარი ქალეbის უფასო ლაბორატორიული კვლევები, ქალთა დღესთან დაკავშირებით ნებისმიერ ექიმთან უფასო კონსულტაცია. ერთი წლის განმავლობაში კლინიკა ”მედლაბ”-ში მკურნალობა გაიარა 8000 -მდე პაციენტმა.
ცენტრი დაკომპლექტებულია მედიცინის სხვადასხვა დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით: დერმატოლოგებით, ვენეროლოგებით, ნევროლოგით, კარდიოლოგით, გინეკოლოგით, უროლოგით, ჰომეოპათით. კლინიკა „მედლაბი“ გთავაზობთ როგორც თანამედროვე აპარატურით აღჭურვილ ულტრაბგერით დიაგნოსტიკას ასევე ევროპული სტანდარტების შესაბამისი უახლესი აპარატურით უზუსტეს ლაბორტორიულ კვლევებს: კლინიკა, ბიოქიმია, კუაგულაცია, იმუნოლოგია, სეროლოგია. კვლევა წარმოებს ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტების დაცვით

კომენტარები

user avatar servisebi.ge