Meds.ge » კლინიკები » სამედიცინო კორპორაცია ევექსი
ინგლისურის მასწავლებელი თქვენთვის!

სამედიცინო კორპორაცია ევექსი

მდებარეობა
map pin თბილისი, ვაჟა–ფშაველას გამზირი 40
$ENTRY_TITLE$
სამედიცინო კორპორაცია ევექსი
გახსნა/დახურვა გაიგე მეტი კლინიკის შესახებ

"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" ქვეყნის მასშტაბით ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია, რომელიც დღეისათვის საქართველოს 6 რეგიონში 78 კლინიკით არის წარმოდგენილი. ჰოსპიტალურ ქსელში დანერგილია საერთაშორისო სამედიცინო სტანდარტებთან (JCI) მიახლოებული, პაციენტზე მორგებული სამედიცინო მომსახურება, რაც ხელს უწყობს საქართველოს სამედიცინო სექტორში მნიშვნელოვანი გარდატეხის განხორციელებას და იმ შესაძლებლობის გაჩენას, რომლითაც თითოეული რეგიონის მოსახლეობას საშუალება ექნება მიიღოს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება ქსელში შემავალ კლინიკებში ვიზიტისას.

სამედიცინო ქსელში არსებული თანამედროვე აპარატურა, კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი და ეფექტური მუშაობის პრინციპი,უზრუნველყოფს გეგმიური და გადაუდებელი შემთხვევებისას შეუფერხებელი და დროული სამედიცინო ინტერვენციის შესაძლებლობას.

პირველად საქართველოში ქართველი და უცხოელი ექიმების გუნდის მიერ წარმატებით დაინერგა და ვითარდება ღვიძლის ტრანსპლანტაციის სერვისი, რომელიც დაფარავს როგორც საქართველოს, ასევე ამიერკავკასიის რეგიონის მოსახლეობის მოთხოვნას. კომპანიის მიერ შეთავაზებული ფასი 3–ჯერ ნაკლებია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში არსებულ ფასთან შედარებით. დღეისათვის ჩატარებული ტრანსპლანტაციის ყველა ოპერაცია 100% წარმატებით დასრულდა.

საერთაშორისო კვალიფიკაციის მქონე ექიმების გუნდი უზრუნველყოფს მკურნალობის საუკეთესო მეთოდებს მედიცინის ყველა დარგში, ქსელში შემავალი კლინიკების გაერთიანება მოიცავს 55–ზე მეტ სამედიცინო სპეციალობას. პაციენტებს კი ევექსში ვიზიტისას შეუძლიათ მიიღონ ისეთი სახის სამედიცინო მომსახურებები, როგორიცაა:
 

ტრანსპლანტაცია                                     
ზრდასრულთა  ღვიძლის  ტრანსპლანტაცია
ზრდასრულთა  და  ბავშვთა  თირკმლის  ტრანსპლანტაცია
ზრდასრულთა  ძვლის  ტვინის  ტრანსპლანტაცია
 

ორთოპედია
ორთოპედიული  მენჯ-ბარძაყის  სახსრის  პროთეზირება
ორთოპედიული  მუხლის  სახსრის   პროთეზირება
 

რეპროდუქტოლოგია                         
ინვიტრო  ( ხელოვნური ) განაყოფიერება
 

ქირურგია                                                     
ბარიატრიული  ქირურგია ( სლივ-გასტრექტომია, გასტროპლიკაცია )
 

ონკოლოგია
ონკოლოგიური  რადიოთერაპია
ონკოლოგიური   ქირურგია
 

პლასტიკური  და  ესთეტიკური  ქირურგია
მკერდის  პლასტიკა
ცხიმების   შემცირება
სახისა  და  კისრის  პლასტიკა
რინოპლასტიკა
 

ოფთალმოლოგია
მაკორექტირებელი  ოპერაცია
კატარაქტას   ოპერაცია ( ულტრაბგერითი ფაკოემიფიკაცია, კატარაქტის  ექსტრაკაფსულური  და  ინტრაკაფსულური  ოპერაციები )
გლაუკომის  ოპერაცია
ქუთუთოების  პლასტიკა
ორბიტის  პლასტიკა ( ოკულოპლასტიკა )

კომენტარები

user avatar servisebi.ge