Meds.ge » კლინიკები » ი.ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკა
ინგლისურის მასწავლებელი თქვენთვის!

ი.ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკა

მდებარეობა
map pin თბილისი, ლუბლიანას 21
$ENTRY_TITLE$
ი.ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკა
გახსნა/დახურვა გაიგე მეტი კლინიკის შესახებ

მრავალპროფილური ბავშვთა საავადმყოფო გაშლილია 185 საწოლზე. კლინიკა  0-დან 18 წლამდე ასაკის პაციენტებისთვის  თანამედროვე სტანდარტების ამბულატორიულ და სტაციონარულ სერვისს უზრუნველყოფს.

 

მკურნალობის პროცესი  მიმდინარეობს  მსოფლიოში აღიარებულ პროტოკოლებსა და გაიდლაინებზე დაყრდნობით. კლინიკაში ფუნქციონირებს:  

  • 24 საათიანი გადაუდებელი დახმარება (14 საწოლი) და ფსიქო-სოციალური სამსახური.
  • 24 საათიანი ანტირაბიული მომსახურება
  • 24საათიანი ლაბორატორიული სერვისი
  • 24საათიანი რადიოლოგიური მომსახურება(რენტგენოგრაფია, ულტრასონოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია - ანესთეზიით)
  • 24საათიანი ყბა-სახის ქირურგია, ტრავმატოლოგია, ნევროლოგია, ნეიროქირურგია, გინეკოლოგია (ბავშვთა).

კლინიკაში ფუნქციონირებს ენურეზის ცენტრი (თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი) და ეპილეფსიის ცენტრი(ეეგ 24საათიანი მონიტორინგის შესაძლებლობით), აგრეთვე პოდიატრია (ტერფის დიაგნოსტიკა), გენეტიკური სამსახური, იშვიათი დაავადებების ამბულატორიული და  სტაციონარული  სერვისი .(დიაბეტი, ცისტური ფობროზი, დაუსრულებელი ოსტეოგენეზი , ბრუტონის დაავადება,თალასემია და სხვა)

 

სტაციონარული სერვისები: გადაუდებელი დახმარება, ბავშვთა ქირურგია (უროლოგია, ყბა-სახის ქირურგია, ნეიროქირურგია, თორაკოქირურგია, ტრავმატოლოგია), პედიატრია და ბავშვთა მრავალპროფილური და იშვიათი დაავადებების განყოფილება,რეანიმაციისა  და ანესთეზიოლოგიის განყოფილება, ნეონატოლოგია.

 

რეანიმაციის განყოფილება გაშლილია 61 საწოლზე , სადაც მწვავე პაციენტებთან ერთად  ჰოსპიტალიზირებული არიან ქრონიკულ კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტები.

კომენტარები

user avatar servisebi.ge