Meds.ge » კლინიკები / klinikebi » მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი -ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკა
ინგლისურის მასწავლებელი თქვენთვის!

მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი -ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკა

მდებარეობა
map pin თბილისი, წინანდლის ქ. 9
$ENTRY_TITLE$
მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი -ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკა
გახსნა/დახურვა გაიგე მეტი კლინიკის შესახებ

ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკა  („მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკა“) ფუნქციონირებს 2009 წლიდან. კლინიკის სტრატეგიას წარმოადგენს მეცნიერების განვითარება და პაციენტებზე ორიენტირებული სწავლება. აქვე ფუნქციონირებს ამბულატორიული და მულტიპროფილური სამედიცინო ცენტრი, სადაც ნებისმიერ პაციენტს შეუძლია მიიღოს სრული მომსახრება. კლინიკას აქვს სადიაგნოსტიკო-სამკურნალო აპარატურა და ჰყავს კვალიფიციური ექიმებისგან შემდგარი გუნდი. აქ მომუშავე ნეიროქირურგები ატარებენ ურთულეს ქირურგიულ ოპერაციებს.

 

კლინიკის მთავარი სამედიცინო განყოფილებებია:

  • ამბულატორია
  • ემერჯენსი
  • სტაციონარი

 

კლინიკის მთავარი სამედიცინო მიმართულებებია:

  • ხერხემალი
  • ნეიროონკოლოგია
  • ენდოვასკულური ქირურგია
  • თავის ტრავმა
  • ჰიდროცეფალიები
  • პერიფერიული ნერვული სისტემა
  • ინსულტი

 

პაციენტებისთვის ხელმისაწვდიმია სამედიცინო სერვისები ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა:

  • ანალიზები
  • რენტგენოლოგიური დიაგნოსტირება
  • კომპიუტერული ტომოგრაფია
  • მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია
  • პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფია
  • ელექტროენციფალოგრამა
  • კიბერ დანა
  • ქირურგიული მკურნალობა
  • არაქირურგიული მკურნალობა

 

ასევე, ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში ხდება თავის ტვინისა და ხერხემლის დაავადებების კონსერვატიული (არაოპერაციული, მედიკამენტოზური) მართვა, როგორც სტაციონალურ, ისე ამბულატორიულ რეჟიმში. განყოფილებაში პაციენტები მუდმივად არიან ნევროლოგისა და ნეიროქირურგის მეთვალყურეობის ქვეშ, საჭიროების შემთხვევაში ტარდება კონსულტაციები სხვადასხვა სპეციალისტების მიერ (ეპილეპტოლოგი, თერაპევტი, კარდიოლოგი, ტრავმატოლოგი, ენდოკრინლოგი, ოტორინოლარინგოლოგი და ა.შ.).

კომენტარები 0

კომენტარის დამატება
user avatar servisebi.ge