Meds.ge » კლინიკები » სინევო
ინგლისურის მასწავლებელი თქვენთვის!

სინევო

მდებარეობა
map pin თბილისი, წინანდლის ქ.N9 (N1 კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორია)
$ENTRY_TITLE$
სინევო
გახსნა/დახურვა გაიგე მეტი კლინიკის შესახებ
„სინევო საქართველო” ევროპული სამედიცინო ლაბარატორიების ქსელი
 
სინევო – დიაგნოსტიკური მომსახურების ფართო სპექტრის პროვაიდერია, რომელიც გთავაზობთ 3000-ზე მეტ რუტინული და რთულ/სპეციფიურ დიაგნოსტიკურ ტესტებს კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში. 2019 წლის ბოლოს ,,სინევო საქართველო-ს’’ ქსელი მოიცავს ერთ ცენტრალურ ლაბორატორიას, 2 რეგიონალურ ლაბორატორიას და სისხლის ასაღებ 30 პუნქტს, რომელიც ჯამში 260,000-ზე მეტ ტესტს ასრულებს.
 
სინევო საქართველო, ჯანდაცვის და დიაგნოსტიკური მომსახურების წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციის Medicover – ის ნაწილია.
Medicover-ი“, პოლონეთში, ჯანდაცვის ხარისხიან მომსახურებაზე მოთხოვნის გაზრდის შედეგად დაფუძნდა 1995 წელს. შემდეგ, იგივე მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით, გაფართოვდა და დაარსდა სხვა ქვეყნებშიც. დღეს, „მედიქავერის“ უმსხვილესი წარმომადგენლობებია  პოლონეთში, გერმანიაში, რუმინეთსა და უკრაინში. „მედიქავერი“ უზრუნველყოფს ჯანდაცვის სერვისების ფართო სპექტრს, ამბულატორიული კლინიკების, საავადმყოფოების, სპეციალიზირებული დაწესებულებების და ლაბორატორების დიდი ქსელის საშუალებით, ორი მიმართულებით – ჯანდაცვის სერვისები და დიაგნოსტიკური სერვისები.
 
 
დიაგნოსტიკური სერვისები – სინევოდიაგნოსტიკური მომსახურების ფართო სპექტრის პროვაიდერია, სადაც შესაძლებელია 3000-ზე მეტ რუტინული და რთული/სპეციფიური დიაგნოსტიკური ტესტის ჩატარება ისეთ სფეროებში, როგორიცაა:  ჰემატოლოგია, ბიოქიმია, მოლეკულური ბიოლოგია, იმუნოლოგია, მიკრობიოლოგია, ალერგოლოგია, გენეტიკა, რომელთაგან ზოგიერთი უნიკალურია საქართველოს სამედიცინო მომსახურებისთვის.
 
ჯანდაცვის სერვისები – მოიცავს მაღალი ხარისხის მომსახურებას მისი ინტეგრირებული ჯანდაცვის მოდელის საფუძველზე, რომელიც უზრუნველყოფს საშეღავათო პროგრამებს დაწყებული პირველადი და დამთავრებული სპეციალიზირებული მკურნალობით სტაციონარში. მომსახურება ხელმისაწვდომია 120 სამედიცინო, 21 ინვიტრო, 41 სტომატოლოგიურ კლინიკასა და 20 საავადმყოფოში. მთავარი ბაზრებია პოლონეთი და რუმინეთი.

კომენტარები

user avatar servisebi.ge