Meds.ge » კლინიკები » კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი (კონსტანტინე მადიჩის სახ.მამოლოგიის ცენტრი)
ინგლისურის მასწავლებელი თქვენთვის!

კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი (კონსტანტინე მადიჩის სახ.მამოლოგიის ცენტრი)

მდებარეობა
map pin თბილისი, ლუბლიანას ქ. N 5
$ENTRY_TITLE$
კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი (კონსტანტინე მადიჩის სახ.მამოლოგიის ცენტრი)
გახსნა/დახურვა გაიგე მეტი კლინიკის შესახებ

კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი სამკურნალო-დიაგნოსტიკური დაწესებულებაა, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე დიაგნოსტიკური და სამკურნალო ტექნოლოგიებით.

 

პაციენტების ჯანმრთელობას ემსახურება სხვადასხვა პროფილის მაღალკვალიფიციური ექიმი და საშუალო სამედიცინო პერსონალი.


ინსტიტუტი დაარსდა 2012 წელს პროფესორ გია ნემსაძის მიერ და მას კუთვნილი ადგილი უჭირავს ქართულ სამედიცინო სფეროში, რაც პროფესიული კადრებისა  და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უწყვეტი განვითარების შედეგია.კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტს აქვს ამბიცია იყოს ლიდერი ონკოლოგიური დაავადებების პრევენციის, დიაგნოსტიკის და მკურნალობის დარგში, ასევე შესთავაზოს პაციენტებს ონკოლოგიურ დაავადებათა მკურნალობის მოწინავე სერვისები.

 

ყოველწლიურად კლინიკა საშუალოდ 30000 პაციენტს უწევს სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურეობას. სრულდება დაახლოვებით 1500-1700 სხვადასხვა სირთულის ქირურგიული ოპერაცია, მათ შორის თავისა და კისრის, გულმკერდისა და მუცლის ღრუს, მამოლოგიური, გინეკოლოგიური, უროლოგიური, კანის, რბილი ქსოვილებისა და ძვლების სიმსივნეების დროს. კლინიკაში შემუშავებულია და ფართოდ ინერგება არასტანდარტული ოპერაციები გავრცელებული და რეციდიული სიმსივნეების დროს.

 

კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი საქართველოს ჯანდაცვის სფეროში მოღვაწე კომპანიების ფინანსურ ეკონომიკური რეიტინგების მიხედვით საქართველოს 100 საუკეტესო კლინიკას შორის დასახელებულია მე-19 ადგილზე რაც მხოლოდ 4 წლიანი განვითარების შედეგია

კომენტარები

user avatar servisebi.ge