Meds.ge » კლინიკები » ხოზრევანიძის კლინიკა
ინგლისურის მასწავლებელი თქვენთვის!

ხოზრევანიძის კლინიკა

მდებარეობა
map pin ბათუმი, გიორგი ბრწყინვალეს ქ. N81
$ENTRY_TITLE$
ხოზრევანიძის კლინიკა
გახსნა/დახურვა გაიგე მეტი კლინიკის შესახებ

“ხოზრევანიძის კლინიკა” 2015 წელს დაფუძნდა. თავდაპირველად,   კლინიკის ძირითადი მიმართულება ოტორინოლარინგოლოგია   გახლდათ, აღნიშნული სპეციალიზაციით, პირველად საქართველოში, ჩვენს კლინიკაში დაინერგა თანამედროვე, ე.წ ცივი პლაზმის (კობლაცია) მეთოდით ფართო სპექტრის ოპერაციები.

 

2018 წლის ნოემბერში, კლინიკა გაფართოვდა, ახლა უკვე მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი გახლავთ, რომელიც 40 საწოლზეა გათვლილი.

 

კლინიკაში  ფუნქციონირებს ბავშთა და მოზრდილთა სტაციონარი, სადაც   ხორციელდება გეგმიური ქირურგიული  ოპერაციები, შემდეგი მიმართულებებით :

  • ოტორინოლარინგოლოგია;
  • ყბა-სახის ქირურგია;
  • ზოგადი ქირურგია;
  • ტრავმატოლოგია (ბავშვთა);
  • გინეკოლოგია.
     

კლინიკაში აგრეთვე ფუნქციონირებს  ამბულატორიული მომსახურეობის სერვისი, სადაც ამბულატორიული სერვისის მომხმარებელთ აქვთ შესაძლებლობა, ისარგებლონ მაღალკვალიფიკაციური  ექიმ-სპეციალისტების კონსულტაციის ფართო სპექტრით,  შემდეგი მიმართულებით:

  • ოტორინოლარინგოლოგია;
  • ოჯახის ექიმი;
  • პედიატრია;
  • თერაპია;
  • კარდიოლოგია;
  • ალერგოლოგია;
  • რადიოლოგია;
  • გინეკოლოგია;
  • ბავშვათა ნევროლოგია;
  • ყბა-სახის ქირურგია;
  • დიეტოლოგია;
  • გასტროენტეროლოგია;
  • სტომატოლოგია;
  • ტრავმატოლოგია;
  • ლაბორატორიული დიაგნოსტიკა.
     

კლინიკაში  ფუნქციონირებს თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორიულ-დიაგნოსტიკური და რენდგენოგრაფიული  სერვისი, სადაც შესაძლებელია მაღალი სიზუსტის  ლაბორატორიულ-დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარება.

კომენტარები

user avatar servisebi.ge