Meds.ge » კლინიკები / klinikebi » ნიუ ჰოსპიტალსი (კრწანისი)
ინგლისურის მასწავლებელი თქვენთვის!

ნიუ ჰოსპიტალსი (კრწანისი)

მდებარეობა
map pin თბილისი, კრწანისის ქუჩა №12
$ENTRY_TITLE$
ნიუ ჰოსპიტალსი (კრწანისი)
გახსნა/დახურვა გაიგე მეტი კლინიკის შესახებ

„ნიუ ჰოსპიტალსი“ ევროპული სტანდარტების დაცვით აშენებული, 150 საწოლიანი, მრავალპროფილური კლინიკაა, რომელიც 2011 წლიდან უმაღლესი ხარისხის სტაციონარულ და ამბულატორიულ სერვისებს სთავაზობს პაციენტებს. გამორჩეული ინფრასტრუქტურითა და ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ჰოსპიტალი ყოველდღიურად ასეულობით პაციენტს ემსახურება.

 

ჰოსპიტალი ორიენტირებულია უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურებაზე, ამიტომაც ჰოსპიტალში დანერგილია უახლესი ევროპული სტანდარტები პაციენტებზე ზრუნვისა და მათი მომსახურების პროცესებში. ჰოსპიტალის ინფრასტრუქტურა შექმნილია გერმანული სტანდარტების მიხედვით, რომლის ანალოგი საქართველოს მასშტაბით არ არსებობს. ვენტილაციის უმაღლესი ხარისხის სისტემა უზრუნველყოფს ჰაერის ნაკადების მართვას და ფილტრაციას, ასევე ტენიანობისა და ტემპერატურის რეგულირებას, რაც უმნიშვნელოვანესია სადიაგნოსტიკო და სამკურნალო წარმატებული ოპერირებისთვის. ჰოსპიტალი ასევე აღჭურვილია სახანძრო და საგანგებო სიტუაციების უსაფრთხოების სისტემით, რაც მნიშვნელოვნად ზრდის პაციენტებისა და ჰოსპიტალის თანამშრომლების დაცულობას საგანგებო სიტუაციის არსებობის შემთხვევაში. სისტემა დანერგილია ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით და მუდმივად გამართულია პოტენციური საფრთხის აღმოსაფხვრელად.

 

სამედიცინო მიმართულებები: 

  • ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი
  • ნევროლოგია და ნეირორეაბილიტაცია
  • ნეიროქირურგია
  • ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრი
  • მუცლის ღრუს და გულმკერდის ქირურგია
  • ღვიძლისა და სანაღვლე გზების ქირურგია
  • ინტერვენციული რადილოგია
  • კარდიოლოგია და კარდიოქირურგია
  • არითმიების ცენტრი
  • ანგიოლოგია და ანგიოქირურგია
  • ონკო-ჰემატოლოგიისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრი
  • ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი
  • ოტო-რინო-ლარინგოლოგიის ცენტრი
  • მოზრდილთა და ბავშვთა ხერხემლის ცენტრი
  • მოზრდილთა და ბავშვთა რევმატოლოგიის ცენტრი
  • გინეკოლოგია
  • ენდოსკოპია
  • თერაპია
  • ნეფროლოგია
  • გასტროენტეროლოგია
  • დერმატოლოგია
  • ლაბორატორია
  • ალერგოლოგია
  • კრიტიკული მედიცინა
  • რადიოლოგია
  • გადაუდებელი დახმარება
  • პროფილაქტიკური კვლევები
  • ენდოკრინილოგია
  • პროქტოლოგია
  • ყბა-სახის ქირურგია
  • სისხლის ბანკი

კომენტარები 0

კომენტარის დამატება
user avatar servisebi.ge