Meds.ge » კლინიკები » კლინიკა ბეტა პლიუსი
ინგლისურის მასწავლებელი თქვენთვის!

კლინიკა ბეტა პლიუსი

მდებარეობა
map pin თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ
$ENTRY_TITLE$
კლინიკა ბეტა პლიუსი
გახსნა/დახურვა გაიგე მეტი კლინიკის შესახებ

რატომ ბეტა პლიუსი
წარმატების მაღალი მაჩვენებელი
ჩვენ ვაცნობიერებთ რარიგ მნიშვნელოვან როლს ვასრულებთ ათასობით მშობლის ცხოვრებაში და შესაბამისად დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით ჩვენს მოვალეობებს და ყოველდღიურად ვცდილობთ რაც შეიძლება მეტი გავაკეთოთ ჩვენგან დახმარების მოლოდინში მყოფი მომავალი მშობლებისთვის.

პროფესიონალური ეთიკის, თანაგრძნობის და თავდადების პრინციპებზე დაყრდნობით, ჩვენ მივაღწიეთ საქართველოში წარმატების ყველაზე მაღალ მაჩვენებლებს – 70%-დან – 80%-მდე. ჩვენი წარმატების მაღალი კოეფიციენტი და დადებითი რეკომენდაციები ჩვენს მიერ გაბედნიერებული მშობლებისგან, შესაძლებლობას აძლევს მრავალ წყვილს მიიღონ სწორი გადაწყვეტილება და უშფოთველად გადაჭრან საკუთარი პრობლემები


პროფესიონალთა გუნდი
ჩვენს გუნდში გაერთიანებული არიან მაღალკვალიფიციური ექიმები. ყველა მათგანმა მიიღო განათლება და გაიარა ტრენინგი აშშ-სა და ევროპაში. უკლებლივ ყველას გააჩნია ხელოვნური განაყოფიერების სფეროში მოღვაწეობის არანაკლებ ათწლიანი გამოცდილება. ასე რომ ჩვენს კლინიკაში მიმართვისას თქვენ საიმედო ხელში ხვდებით.

ევროპელი ექიმები
დადგენილ სტანდარტებთან შესატყვისობის და პაციენტებისთვის განსაკუთრებული სამედიცინო ზრუნვის მიწოდების უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით, ევროპელი ექიმები, რომელბმაც ჩვენს კლინიკაში ინვესტიცია ჩადეს, აწარმოებენ კლინიკის მონიტორინგს. მონიტორინგი ხელს უწყობს ზრუნვის და წარმატების მაჩვენებლის მაღალი დონის შენარჩუნებას.

უახლესი ტექნოლოგია
სამედიცინო ტექნოლოგიის განვითარება საექიმო პრაქტიკაში სამედიცინო ზრუნვის უფრო მაღალი სტანდარტების დანერგვის შესაძლებლობას იძლევა. ჩვენი კლინიკა მიზანმიმართულია პროგრამების განხორციელებისას ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიის გამოყენებაზე.

ხელმისაწვდომი პროგრამები
ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ უშვილობის მკურნალობა საკმაოდ დიდ ინვესტიციებს მოითხოვს, როგორც ემოციური, ასევე ფინანსური თვალსაზრისით. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მშობლებმა შეძლონ უშვილობის პრობლემის გადაჭრა მინიმალური ფინანსური დანახარჯებით. თუ თქვენ ებრძვით უშვილობას და ეძებთ პრობლემის მოგვარების თქვენთვის შესაფერის გზას, ჩვენ შეგვიძლია გაგიწიოთ დახმარება

კომენტარები

user avatar servisebi.ge