Meds.ge » კლინიკები / klinikebi » ბავშვთა ნევროლოგიისა და ნეირორეაბილიტაციის სამკურნალო ცენტრი
ინგლისურის მასწავლებელი თქვენთვის!

ბავშვთა ნევროლოგიისა და ნეირორეაბილიტაციის სამკურნალო ცენტრი

მდებარეობა
map pin თბილისი, ლუბლიანას ქ.2/6
$ENTRY_TITLE$
ბავშვთა ნევროლოგიისა და ნეირორეაბილიტაციის სამკურნალო ცენტრი
გახსნა/დახურვა გაიგე მეტი კლინიკის შესახებ

ბავშვთა ნევროლოგიისა და ნეირორეაბილიტაციის ცენტრის სამოქმედო არეალს წარმოადგენს ე.წ. ნეირომოტორული განვითარების დარღვევები, მათ შორის ცერებრული დამბლა, ნერვ-კუნთოვანი დაავადებები, ნეიროინფექციების, ნეიროტრავმების, სისხლის მიმოქცევის მოშლის, პერიფერიული ნერვების დაზიანების ნარჩენი მოვლენები, ეპილეფსია, აუტიზმი და აუტისტური სპექტრის დარღვევები, და სხვ,
ცენტრში წარმოდგენილია მართვის სრულყოფილი მოდელი ყველა აუცილებელი დისციპლინისა და გუნდური, ინტერდისციპლინური მიდგომის ჩათვლით. მათ შორის, ფიზიკური თერაპია, მეტყველებისა და კომუნიკაციის თერაპია, ოკუპაციური თერაპია, ფსიქოლოგიური დახმარება.
აქ, პირველად საქართველოში, დაინერგა უნარშეზღუდულობის მენეჯმენტის უმნიშვნელოვანესი დისციპლინები – ოკუპაციური თერაპია, ბოტულინის ტოქსინით თერაპია, ორთეზირება.
ცენტრში ასევე მოქმედებს ეპილეფსიის მართვის მაღალკვალიფიციური გუნდი და ტარდება თანამედროვე ელექტროენცეფალოგრაფიული კვლევა.
დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში აპრობირებული სპეციალური ტესტები და შკალები, რომლებიც აქ გამოიყენება, იძლევა ბავშვის ფიზიკური და გონებრივი ფუნქციის შეფასების საშუალებას როგორც ახალშობილობის პერიოდში, ასევე განვითარების ყველა მომდევნო ეტაპზე.
ცენტრის პროფესიონალთა გუნდის მთავარ სამოქმედო პრინციპს წარმოადგენს ინტერდისციპლინური, მიზანზე ორიენტირებული მიდგომა, მაქსიმალური ფუნქციური დამოუკიდებლობის, ინტეგრაციული და ინკლუზიური განათლებისთვის მომზადების უზრუნველსაყოფად, რაც, თავისთავად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა ცხოვრების ხარისხის ამაღლების, შესაძლებლობათა გათანაბრებისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის აუცილებელი წინაპირობაა.
ბავშვთა ნევროლოგიისა და ნეირორეაბილიტაციის ცენტრი წლების მანძილზე უწყვეტად ახორციელებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამას

კომენტარები 0

კომენტარის დამატება
user avatar servisebi.ge