Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » ჰალიტოზი

ჰალიტოზი

181

ჰალიტოზი, ანუ არასასიამოვნო სუნი პირის ღრუდან საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელიც შესაძლოა ნებისმიერ ადამიანს გამოუვლინდეს, ნებისმიერ ასაკში.

ეს პრობლემა რეგულარულად ემართება ყოველ მეოთხე ადამიანს.

რა იწვევს ჰალიტოზს?

ჰალიტოზის გამომწვევი მრავალი მიზეზი არსებობს, თუმცა, როგორც წესი, ვითარდება პირის ღრუს ჰიგიენური ნორმების დაუცველობის შედეგად. პირის ღრუში ბაქტერიების გამრავლებას თან სდევს არასასიამოვნო სუნის წარმოქმნა.

ბაქტერიები პირის ღრუში შლიან საკვების ნარჩენებს და შეიძლება გამოყონ უსიამოვნო სუნის აირები. საკვების მიღებისას საკვების ნარჩენები, რომლებიც იჭედება კბილებში, განსაკუთრებით კი კბილებს შორის იშლება ბაქტერიების ზემოქმედების შედეგად, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ცუდი სუნი.

მუდმივი ან ხანგრძლივი ცუდი სუნი შესაძლოა ღრძილების დაავადების ნიშანიც იყოს.

ძლიერი არომატის მქონე საკვების მიღება, როგორიცაა ხახვი და ნიორი, სიგარეტის მოწევა და ჭარბი ალკოჰოლის მოხმარება, ასევე იწვევს არასასიამოვნო სუნს.

იშვიათად, ჰალიტოზის გამოწვევა შეუძია ინფექციას ან დაავადებას, ან შეიძლება გამოწვეული იყოს კონკრეტული წამლების შედეგად.

არასასიამოვნო სუნის პრევენცია და მკურნალობა

პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა, როგორც წესი, საკმარისია მდგომარეობის მკურნალობისა და განმეორების პრევენციის მიზნით.

პირის ღრუს ჰიგიენის გასაუმჯობესებლად:

  • ყოველდღიურად გაიწმინდეთ კბილებსშორის სივრცე ფლოსით
  • რეგულარულად გაიხეხეთ კბილები და ღრძილები
  • რეგულარულად გაიწმინდეთ ენაც.

როდის უნდა მიმართოთ სამედიცინო დახმარებას?

იმ შემთხვევაში, თუ პირის ღრუს სისუფთავის გაუმჯობესების შემდეგ კვლავ შეგაწუხებთ არასასიამოვნო სუნი მიმართეთ ექიმ სტომატოლოგს.

ასევე შეიძლება საჭირო გახდეს მკურნალ ექიმთან მისვლაც, რადგან ეს შეიძლება სხვა დაავადების შედეგიც იყოს და საჭიროებდეს დამატებით გამოკვლევებს.

ნუ ეცდებით მდგომარეობის დამალვას სტომატოლოგთან ან ექიმთან ვიზიტის დროს, რადგან ეს უფრო გაართულებს პრობლემის მიზეზის გარკვევას.

როგორ გავიგო მაქვს თუ არა ცუდი სუნი პირის ღრუში?

ყოველთვის არ არის მარტივი იმის გაგება, რომ გაქვთ ცუდი სუნი პირში. ეს შესაძლოა შეამჩნიონ სხვა ადამიანებმა, თუმცა ვერ გითხრან, უხერხულობის გამო.

მარტივი ტესტი, იმის გასარკვევად, გაქვთ თუ არა ჰალიტოზი, არის მაჯის შიდა მხარეზე ენის უკანა ნაწილით ალოკვა, შემდეგ დაელოდეთ რამდენიმე წამი სანამ ნერწყვი შეშრება. ამის შემდეგ უსუნეთ ალოკილ ადგილს. თუ მაჯაზე სუნი უსიამოვნო იქნება, სავარაუდოდ, თქვენ გაქვთ არასასიამოვნო სუნი პირის ღრუში

კომენტარის დამატება