Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » ჰიპოთირეოზი (დაბალ-აქტიური ფარისებრი ჯირკვალი)

ჰიპოთირეოზი (დაბალ-აქტიური ფარისებრი ჯირკვალი)

248

ჰიპოთირეოზი ნიშნავს, რომ ფარისებრი ჯირკვალი ვერ გამოიმუშავებს ჰორმონების საკმარის რაოდენობას.

ჰიპოთირეოზის ხშირი ნიშნებია დაღლილობა, წონაში მატება და დეპრესიულობა.

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაზიანება ყოველთვის არ არის სერიოზული ზიანის მომტანი და მისი მკურნალობა ხდება ყოველდღიურად ჰორმონის მიღებით, რომლითაც ხდება ფარისებრის მიერ გამოყოფილი ჰორმონის ჩანაცვლება.

ჰიპოთირეოზის პრევენცია ვერ ხერხდება. მისი ძირითადი გამომწვევი მიზეზებია როცა, იმუნური სისტემა თავად უტევს ფარისებრ ჯირკვალს, ან ფარისებრი ზიანდება მედიკამენტოზური მკურნალობის დროს, მაგალითად ფარისებრის სიმსივნისა და ზედმეტად აქტიური ფარისებრის დროს.

როდის მივმართოთ ექიმს

ჰიპოთორეოზის სიმპტომები საკმაოდ დამაბნეველია და ძალიან ნელა ხდება მისი განვითარება, ამიტომ შესაძლებელია, წლების განმავლობაში, საერთოდ ვერ მოხდეს მისი შენიშვნა.

აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს და გაესინჯოთ ჰიპოთირეოზზე იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ შემდეგი სიმპტომები:

  • დაღლილობა
  • წონაში მატება
  • დეპრესია
  • სიცივისადმი გაზრდილი მგრძნობელობის
  • თმისა და კანის გამოშრობა
  • კუნთების ტკივილი.

ერთადერთი გზა, რომ დაადგინოთ გაქვთ თუ არა ფარისებრის პრობლემები, არის სისხლის ანალიზი, სადაც მოწმდება ჰორმონების დონე.

ვის ემართება?

ფარისებრის პრობლემები შეიძლება ჰქონდეს ქალებსაც და მამაკაცებსაც, მაგრამ უფრო ხშირად ქალებში გვხვდება. დიდ ბრიტანეთში ყოველი 1000 ქალიდან 15 ია დაავადებული, და მამაკაცებში ყოველი 1000 იდან 1. ასევე შესაძლებელია ეს განვითარდეს ბავშვებშიც.

დაახლოებით 3500-4000 ბავშვიდან 1 იბადება ფარისებრის პრობლემებით (თანდაყოლილი ჰიპოთირეოზი). დიდ ბრიტანეთში ყველა ბავშვი გადის შემოწმებას ჰიპოთირეოზზე, სისხლის ანალიზით, რომელსაც უკეთებენ დაბადებიდან 5 დღის შემდეგ.

ფარისებრი ჯირკვლის პრობლემების მკურნალობა

ფარისებრი ჯირკვლის მკურნალობა ხდება ყოველდღიური ჰორმონით, რომელსაც ლევოთიროქსინი (levothyroxine) ეწოდება, მას იყენებენ თიროქსინის დონის ასაწევად. მკურნალობა აუცილებელია მთელი ცხოვრების მანძილზე. სწორი მკურნალობის შემთხვევაში შეძლებთ განაგრძოთ ნორმალურად ცხოვრება.

თუ არ მოხდება მკურნალობა დაზიანებულმა ფარისებრმა შესაძლებელია გამოიწვიოს გართულებები, როგორიცაა გულის დაავადებები, ჩიყვი, ფეხმძიმობის პრობლემები და სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა - მიქსოედემა კომა (თუმცა, ეს უკანასკნელი ძალიან იშვიათია).

ფარისებრი ჯირკვალი

ფარისებრი ჯირკვალი პატარა პეპლის ფორმის ჯირკვალია, რომელიც კისრის არეში, ზუსტად სასულის (ტრაქეას) წინაა მოთავსებული. ფარისებრი ჯირკვალი ჰორმონებს წარმოქმნის, რაც ორგანიზმის მეტაბოლიზმს არეგულირებს (ქიმიური პროცესები, რომლებიც საკვებს ენერგიად გარდაქმნიან). ეს ჰორმონები ცნობილია, როგორც ტრიიოდოთირონინი (T3) და თიროქსინი (T4).

როდესაც ფარისებრი ჯირკვალი ვერ გამოყოფს საკმარისი რაოდენობის ჰორმონებს, ორგანიზმის მრავალი ფუნქცია ნელდება.
ჩვეულებრივ, ფარისებრი ჯირკვალის შემჩნევა შეუძლებელია. თუმცა, ფარისებრი ჯირკვლის შეშუპება ყელში მასას წარმოქმნის, რომელსაც ჩიყვი ეწოდება.

პაციენტებში ჩიყვის ზომა შეიძლება განსხვავებული იყოს. შემთხვევათა უმრავლესობაში გადიდებული ჯირკვალი მცირე ზომისაა და სიმტომებს არ იწვევს. თუმცა, უფრო მძიმე შემთხვევების დროს, ჯირკვალი ზომაში შეიძლება ისე გადიდდეს, რომ სუნთქვისა და ყლაპვის პროცესზე მოახდინოს გავლენა.

კომენტარის დამატება