Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » ჰიპოთერმია

ჰიპოთერმია

165

ჰიპოთერმია ხდება მაშინ, როდესაც ადამიანის სხეულის ტემპერატურა 35°C-ზე ქვემოთ ეცემა. ნორმალური სხეულის ტემპერატურა დაახლოებით 37°C-ია.

ჰიპოთერმია შესაძლოა სწრაფადვე გახდეს სიცოცლისთვის საშიში მდგომარეობა და ამიტომ საჭიროებს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას.

ეს ყველაზე ხშირად გამოწვეულია ცივ გარემოში ყოფნით და შესაძლოა გავლენა იქონიოს სხვადასხვა ფაქტორებმა, როგორიცაა-ცივ ამინდში დიდხანს გარეთ ყოფნა, ნაკლებად გამთბარ სახლში ცხოვრება, ცივ წყალში ჩავარდნა.

ვინ არის რისკის ქვეშ?

რისკ ჯგუფში შედიან შედარებით ასაკოვანი ხალხი ან ადამიანები ვინც ავად არიან და არ შეუძლიათ მოძრაობა სითბოს გამოსამუშავებლად.

ახალშობილებიც შედიან რისკ ჯგუფში, რადგან მათი სხეულის ტემპერატურის რეგულირების ფუნქცია სრულად არაა განვითარებული.

თუმცა, მხოლოდ ახალშობილებს და მოხუცებს არ უვითარდებათ ჰიპოთერმია. ყველა ვინც ძალიან დიდ დროს ატარებს ცივ ამინდებში გარეთ და არ აცვიათ შესაბამისი თბილი ტანსაცმელი, ასევე შედიან რისკ ჯგუფში, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღების შემდეგ.

მაგალითად, ჰიპოთერმიის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა ახალგაზრდებში, როდესაც ისინი ცივ ამინდში ნასვამები ბრუნდებოდნენ სახლში. მათ თხლად ეცვათ, აერიათ სახლისკენ მიმავალი გზა და ისინი იპოვეს მაშინ, როდესაც ან უკვე გარდაცვლილები იყვნენ ან სიკვდილის პირას იმყოფებოდნენ.

ადამიანები ვინც დიდ დროს ატარებენ გარეთ ცივ ამინდებში, მაგალითად მოთხილამურეები და ალპინისტები, ასევე მაღალი რისკის ქვეშ არიან, რომ განუვითარდეთ ჰიპოთერმია.

ჰიპოთერმიის ნიშნები

ჰიპოთერმიის ნიშნები განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რა ნიშნულამდე დაეცა ადამიანის ტემპერატურა.

თავდაპირველი სიმპტომებია: კანკალი, დაღლილობა, სწრაფი სუნთქვა, ცივი და მკრთალი კანი.

მას შემდეგ რაც ტემპერატურა ეცემა, კანკალი უფრო ძლიერდება (თუმცა თუ ჰიპოთერმია უფრო მძიმე ფორმებში წავიდა, კანკალი საერთოდ შეიძლება შეწყდეს), ადამიანი იწყებს ბოდვას, უჭირს სუნთქვა და შესაძლოა დაკარგოს გონება.

ჩვილებს შესაძლოა ჰქონდეთ ჰიპოთერმია და გამოიყურებოპდნენ ჯანმრთელად, თუმცა მათი კანი, ასეთ დროს ცივია. ისინი ასევე შესაძლოა იყვნენ ზედმეტად წყნარად და უარს ამბობდნენ ჭამაზე.

როდის უნდა მივმართოთ სამედიცინო დახმარებას

თუ ეჭვობთ ვინმეზე, რომ აქვს ჰიპოთერმია მაშინვე გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება.

თუ ვინმე თქვენს გარშემო დიდხანს იყო სიცივეში და არის დასტრესილი, დაბნეული და სუნთქავს ნელა და ზედაპირულად, შესაძლოა ჰქონდეს მძიმე ჰიპოთერმია. ამ დროს აუცილებლად უნდა დარეკოთ 112-ში და გამოიძახოთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

ჰიპოთერმიის მქონდე ადამიანის დახმარება.

სანამ ელოდებით სასწრაფო დახმარების მოსვლას, მნიშვნელოვანია რომ თავიდან აირიდოთ კიდევ უფრო მეტი სითბოს დანაკარგი და ფრთხილად გაათბოთ ეს ადამიანი. მიყევით შემდეგ ნაბიჯებს:

  • სწრაფად  შეიყვანოთ ეს ადამიანი სითბოში
  • თბილ გარემოში მოთავსების შემდეგ, ფრთხილად უნდა გახადოთ სველი ტანსაცმელი (თუ ტანსაცმელი დასველებულია) და გაამშრალოთ
  • ისინი უნდა გაახვიოთ პლედში, გადასაფარებელში, საბანში ან პირსახოცებში.

თუ ეს ადამიანი გონებაზე არაა, არ სუნთქავს და კისერზე  ვერც პულს უზომავთ 60 წამის განმავლობაში, უნდა ჩაატაროთ გულ-ფილტვის რეანიმაცია, თუ იცით ამის გაკეთება. გულ-ფილტვის რეანიმაციის დაწყების შემთხვევაში, არ შეჩერდეთ და გააგრძელეთ ის სასწრაფო დახმარების მოსვლამდე.

საავადმყოფოში ყოფნისას, ადამიანის გასათბობად, შეიძლება გამოიყენონ თანამედროვე სამედიცინო მეთოდი, როგორიცაა სისხლის ორგანიზმიდან გამოშვება, მისი ხელოვნურად გათბობა და შემდეგ გამთბარი სისხლის უკან დაბრუნება.

ჰიპოთერმიის თავიდან აცილება

ჰიპოთერმიის თავიდან აცილება შესაძლებელია ისეთი მარტივი რჩევის გათვალისწინებით, როგორიცაა თბილი ტანსაცმლის ჩაცმა  ცივ ამინდებში. ასევე დარწმუნდით, რომ ბავშვებსაც აცვიათ ამინდის შესაფერისად.

თუ გაქვთ შესაძლებლობა დააკვირდით ხოლმე თქვენს მოხუც მეზობლებს  და მოხუც ნათესავებს, რათა დარწმუნდეთ რომ სიცივეების დროს მათი სახლი თბილია

კომენტარის დამატება