Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » ჰიპერთირეოზი (ზედმეტად აქტიური ფარისებრი ჯირკვალი)

ჰიპერთირეოზი (ზედმეტად აქტიური ფარისებრი ჯირკვალი)

258

ზედმეტად აქტიური ფარისებრი ჯირკვალი (ასევე ცნობილია როგორც ჰიპერთირეოზ) არის შედარებით ხშირი ჰორმონული დაავადება, რომელიც ხდება მაშინ, როდესაც ფარისებრი ჯირკვალი დიდი რაოდენობით ჰორმონებს გამოყოფს.

ფარისებრის ჰორმონების დიდმა რაოდენობამ, შესაძლოა დააჩქაროს სხეულის მეტაბოლიზმი და გამოიწვიოს შემდეგი სიმპტომები:

  • ნერვოზულობა და გაღიზიანებადობა (anxiety)
  • ჰიპერქატიურობა - როდესაც ადამიანი ერთ ადგილას ვერ ჩერდება და მოზღვავებული ენერგია აქვს
  • აუხსნელი მიზეზით წონაშიკლება
  • ფარისებრი ჯირკვლის გადიდება, რაც იწვევს ყელის რეგიონში ჩიყვის წარმოქმნას.

სიმპტომების სიმძიმე და სიხშირე განსხვავებულია ადამიანებში.

რა იწვევს ფარისებრის ზედმეტ აქტიურობას?

ფარისებრი ჯირკვალი არის ყელის რეგიონში. ის წარმოქმნის ჰორმონს, რომელიც გამოთავისუფლდება სისხლში და აკონტროლებს სხეულის ზრდასა და მეტაბოლიზმს. ამ ჰორმონებს ეწოდება თიროქსინი და ტრიიოდოთირონინი.

ეს ჰორმონები გავლენას ახდენს გულის რითმის სიხშირესა და სხეულის ტემპერატურაზე და ეხმარება საკვების გარდაქმნას ენერგიად.

ჰიპერთირეოზის დროს ფარისებრი წარმოქმნის ზედმეტი რაოდენობის თიროქსინს ან ტრიიოდოთირონინს, რომლებიც აჩქარებენ სხეულის მეტაბოლიზმს.

არის რამდენიმე გამომწვევი დაავადება, რომელიც იწვევს ამ მდგომარეობას. ყველაზე ხშირია გრეივსის დაავადება (Graves’ disease), რომლის დროსაც ორგანიზმის იმუნური სიტემა მიმართულია ფარისებრი ჯირკვლის საწინააღმდეგოდ და იწვევს გადაჭარბებული რაოდენობით ჰორმონების წარმოქმნას.

მკურნალობა

ზედმეტი აქტიურობის ფარისებრი კარგად პასუხობს მკურნალობას და ადამიანთა უმეტესობა ახერხებს სიმპტომების კონტროლს.

ჰიპერთირეოზის სამკურნალოდ ყველაზე ხშირად გამოიყენება სამი ძირითადი მეთოდი:

  • თიონამიდები -  წამლების ჯგუფი, რომლებიც ფარისებრს ხელს უშლიან წარმოქმნას ჭარბი რაოდენობის ჰორმონები.
  • რადიოიოდინური მკურნალობა - რადიოაქტიური ნივთიერება, რომელსაც იოდინი ეწოდება, აკეთებს ფარისებრი ჯირკვლის ზომაში შემცირებას და მისი აქტივობის დაქვეითებას (იოდინი რადიაციის მცირე რაოდენობას გამოყოფს და არ წარმოადგენს სიცოცხლისთვის საფრთხეს)
  • ქირურგიული ოპერაცია -იშვიათ შემთხვევებში, შეიძლება საჭირო გახდეს ქირურგიული ოპერაცია ფარისებრი ჯირკვლის ან მისი ნაწილის ამოსაკვეთად. ეს განსაკუთრებითიმ შემთხვევაშია აუცილებელი, თუ ჩიყვი ძალიან დიდი ზომისაა.

ზოგჯერ შეიძლება გამოყენებული იყოს ბეტა ბლოკერებიც, რაც დროებით შეამსუბუქებს სიმპტომებს, თუმცა ისინი არ კურნავენ ფარისებრს.

ხშირია, როდესაც მკურნალობის შემდეგ ხდება  ფარისებრი ჰორმონის არასაკმარისი რაოდენობით გამოყოფა (ეს ცნობილია როგორც ნაკლებად აქტიური ფარისებრი ჯირკვალი ანუ ჰიპოთირეოდიზმი. თუმცა ეს, როგორც წესი არაა სერიოზული პრობლემა და ადვილად ინკურნება.

გართულებები

გრეივსის დაავადების მქონე 20 ადამიანიდან ერთში ზიანდება თვალები და ვითარდება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა:

  • მხედველობის გაორება
  • სინათლისადმი მომატებული მგრძნობელობა (ფოტოფოობია)
  • ცრემლიანობა (ცრემლის მომარებული რაოდენობა).

ეს ცნობილია, როგორც გრეივსის ოფთალმოპლეგია და აუცილებელია თვალის ექიმთან (ოფთალმოლოგთან) მისვლა გამოკვლევისთვის.

იშვიათი და უფრო მძიმე შემთხვევებია, როდესაც ხდება სიმპტომების უეცარი, სწრაფი გამოვლენა, რასაც თიროიდული შტორმი ეწოდება. თიროიდული შტორმი შესაძლოა იყოს სიცოცხლისთვის სახიფათო და გამოიწვიოს ძლიერი დეჰიდრატაცია და გულის პრობლემები.

ვის ემართება?

ქალებს 10-ჯერ უფრო მაღალი შანსი აქვთ, რომ დაემართოთ ჰიპერთირეოზი, ვიდრე მამაკაცებს.

გამოთვლილია, რომ ინგლისში დაახლოებით 50 ქალიდან ერთს აქვს ჰიპერთირეოზი.

უმეტეს შემთხვევაში სიმპტომები იწყება 20-40 წლისასაკში, თუმცა ნებისმიერ ასაკში შესაძლოა დაიწყოს, მათ შორის ბავშვობაშიც.

ჰიპერთიროიდიზმი უფრო ხშირია თეთრკანიანებში და აზიელებში და ნაკლებად ხშირია აფრიკელებში

კომენტარის დამატება