Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » ასტიგმატიზმი / astigmatizmi

ასტიგმატიზმი / astigmatizmi

220

ასტიგმატიზმი საკმაოდ გავრცელებული თვალის უმნიშვნელო დაავადებაა, რომელიც მხედველობის დაბინდვას და გამრუდებას გაუარესებას იწვევს.

ეს ხდება მაშინ, როდესაც თვალის ლინზა ან რქოვანა არ არის სრულყოფილი სიმრუდის მქონე. მრავალ ადამიანს, რომლებიც ხმარობენ სათვალეს აქვთ ასტიგმატიზმის გარკვეული ხარისხი.

ასტიგმატიზმი იმ დაავადებათა ჯგუფს მიეკუთვნება, რომლებიც ცნობილია, როგორც გარდატეხვის/რეფრაქციის ცდომილების მდგომარეობებად. ამ მდგომარეობების სხვა სახეობებია:

  • ახლომხედველობა (short-sightedness მიოპია)
  • შორსმეხდველობა (ჰიპერმეტროპია).

თუ ასტიგმატიზმი გაწუხებთ, სავარაუდოდ თქვენ ამ მდგომარეობებიდან ერთ-ერთიც გექნებათ.

მკურნალობის გარეშე ასტიგმატიზმმა შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილები, თვალის დაძაბულობა და გადაღლილობა, განსაკუთრებით ისეთი აქტივობების დროს, რომლებიც მოითხოვენ მხედველობის ფოკუსირებას დიდი ხნის განმავლობაშ, როგორებიცაა ხანგძლივი პერიოდით კითხვა ან კომპიუტერთან მუშაობა.

რა იწვევს ასტიგმატიზმს?

ასტიგმატიზმი ძირითადად არასწორი ფორმის რქოვანით ან ლინზითაა გამოწვეული.

რქოვანა თვალის წინ არსებული ქსოვილების გამჭვირვალე შრეა. რქოვანა უნდა იყოს სრულყოფილი სიმრუდის, ფეხბურთის ბურთის მსგავსად, მაგრამ ასტიგმატიზმის დროს, ის ფორმით უფრო რაგბის ბურთს ემსგავსება. ეს ნიშნავს, რომ სინათლის სხივები, რომლებიც გაივლის რქოვანას არ ფოკუსირდება სწორად და იწვევს ბუნდოვან გამოსახულებას.

უმეტეს შემთხვევებში ასტიგმატიზმი თანდაყოლილი პათოლოგიაა, ანუ ის დაბადებისთანავე ახლავს ადამიანს, თუმცა ის შესაძლოა თვალის დაზიანების ან თვალზე ჩატარებული ოპერაციის გართულების შედეგად განვითარდეს.

გაიგეთ მეტი ასტიგმატიზმის გამომწვევი მიზეზების შესახებ.

ასტიგმატიზმის სახეობები

ასტიგმატიზმის ორი სახეობა არსებობს: ჩვეულებრივი და უჩვეულო.

ჩვეულებრივი (რეგულარული) ასტიგმატიზმი არის მაშინ, როდესაც რქოვანა ერთ მხარეს უფრო მოხუნულია, ვიდრე მეორე მხარეს. ეს უფრო ხშირია ვიდრე უჩვეულო (არარეგულარული) ასტიგმატიზმი და შეიძლება გამოსწორდეს სათვალით ან კონტაქტური ლინზებით.

უჩვეულო (არარეგულარული) ასტიგმატიზმი არის მაშინ, როდესაც რქოვანა არ არის თანაბრად მოხრილი მთლიანი თვალის ზედაპირზე, რაც ნიშნავს, რომ თვალის ერთი ნაწილისკენ გადახრის ნაცვლადის შეიძლება იყოს გადახრილი რამდენიმე ადგილას, ან რკალი შეიძლება იყოს უფრო მკვეთრად მიმართული სიღრმისკენ.

უჩვეულო (არარეგულარული) ასტიგმატიზმი ხშირად თვალის დაზიანების შედეგია, რომელიც იწვევს რქოვანაზე ნაწიბურის გაჩენას. ასეთი სახის ასტიგმატიზმის სათვალით გამოსწორება შეუძლებელია, მაგრამ შეიძლება გასწორდეს კონტაქტური ლინზებით.

როგორ ხდება ასტიგმატიზმის დიაგნოზირება

ასტიგმატიზმის დიაგნოზირება მხედველობის რუტინული გამოკვლევითაც შესაძლებელია. ეს გამოკვლევა თვალების ფოკუსირების უნარს ამოწმებს და ძალიან მნიშვნელოვანია ყველასთვის, რადგან ზოგჯერ ასტიგმატიზმის დიაგნოზირება წლების განმავლობაში ვერ ხერხდება, რამაც შესაძლოა კითხვისა და კონცენტრაციის უნარზე უარყოფითად იმოქმედოს.

გაიგეთ მეტი ასტიგმატიზმის დიაგნოზირების შესახებ.

მკურნალობა

ხშირ შემთხვევაში ასტიგმატიზმის სიმპტომები იმდენად უმნიშვნელოა რომ მკურნალობას არც საჭიროებს. იმ შემთვევაში, თუ მხედველობა მნიშვნელოვნად გაუარესებულია ამ პათოლოგიის გამო, მხედველობის გამოსასწორებლად სათვალეს ან ლინზებს გამოგიწერენ.

ლაზერული მკურნალობა მოზრდილებში სამუდამოდ შეასწორებს ამ პათოლოგიას.

გაიგეთ მეტი ასტიგმატიზმის მკურნალობის შესახებ.

კომენტარის დამატება