Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » ბრტყელტერფიანობა

ბრტყელტერფიანობა

20

ადამიანს, რომელსაც ახასიათებს ბრტყელტერფიანობა, ან საერთოდ არ აღენიშნება, ან აქვს ფეხის დაბალი თაღი, რაც ნიშნავს, რომ ფეხს იატაკზე მთლიანად ბრტყლად აწვება.

თაღი არის ფეხის შიგნითა, ქვედა ნაწილი, რომელიც დგომისას იატაკიდან ჩვეულებრივ აწეული და დაშორებულია, სხვა ნაწილები კი ეხება მიწას.

პატარა ბავშვებში ეს თაღი ყოველთვის არ არის შესამჩნევი, რადგან მათ ფეხზე აქვთ ცხიმები და რბილი ქსოვილი. ის ხილული ხდება უფრო მოგვიანებით, მათ ზრდასთან ერთად.

თუმცა, ზოგიერთ ადამიანს საერთოდ არ უვითარდება ეს თაღი. ზოგჯერ ეს მემკვიდრეული მიზეზითაცაა გამოწვეული.

ბრტყელტერფიანობა პრობლემაა?

შემთხვევათა უმეტესობა ჩვეულებრივ არ იწვევს პრობლემებს და არ საჭიროებს მკურნალობას.

თუმცა, ბრტყელტერფიანობა ზოგჯერ შეიძლება დაკავშირებული იყოს:

  • ტერფის, მუხლების, ფეხის ქვედა ნაწილის, კოჭების, ბარძაყების ან წელის ქვედა ნაწილის ტკივილთან
  • ტერფები მიმართულია შიდა მხარეს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ფეხსაცმლების ნაადრევად გაცვეთა და ფეხის დაზიანებები
  • ძვლების, კუნთების, ან მათი დამაკავშირებელი ქსოვილების პრობლემები

 

ასეთი პრობლემების შემთხვევაში შეიძლება რეკომენდირებული იყოს მკურნალობა.

როდისაა საჭირო ექიმთან მისვლა

მიმართეთ ექიმს თუ თქვენ ან თქვენს შვილს აქვს ბრტყელტერფიანობა და:

  • ფეხში ტკივილს გრძნობთ, მაშინაც კი როდესაც კარგად მორგებულ ფეხსაცმელებს იყენებთ
  • ფეხსაცმელები მალე გიცვდებათ
  • თუ ამჩნევთ, რომ ტერფი უფრო და უფრო ბრტყელდება
  • თუ ტერფი სუსტი, გაშეშებული ან დაჭიმულია

 

ექიმი გაგსინჯავთ და გირჩევთ მკურნალობის მეთოდს, ან შესაძლოა გაგაგზავნოთ პოდიატრთან (ფეხის სპეციალისტთან).

ბრტყელტერფიანობის გამომწვევი მიზეზები

ბრტყელტერფიანობის მრავალი შემთხვევა გამოწვეულია მემკვიდრეობით.

თუმცა ზოგჯერ შეიძლება გამოწვეული იყოს:

  • საშვილოსნოში ფეხის ძვლების არასწორი ჩამოყალიბებით
  • შემაერთებელი ქსოვილების პრობლემებით, როგორიცაა ეილერს-დანლოსის სინდრომი ან სახსრების ჰიპერმობილობის სინდრომი
  • მდგომარეობა, რომელიც მოქმედებს კუნთებზე და ნერვებზე, როგორიცაა მაგალითად ცერებრალური დამბლა, „სპინა ბიფიდა “ ან კუნთოვანი დისტროფია
  • ტერფის შემაერთებელი ქსოვილების დაჭიმულობა და ანთება - რომელიც შესაძლებელია გამოწვეული იყოს ცუდი ფეხსაცმლით, დაზიანებით, ასაკის მატებით,  სიმსუქნით, ან რევმატიული ართრიტით.

ბრტყელტერფიანობის მკურნალობა

ჩვეულებრივ ბრტყელტერფიანობა არ საჭიროებს მკურნალობას, თუ არ იწვევს რაიმე მნიშვნელოვან პრობლემას, როგორიცაა ტკივილი, ტერფის შიგნით მოხრა, ან ჯამრთელობის სხვა მდგომარეობებს.

ასეთ შემთხვევებში, პირველ რიგში რეკომენდირებულია არა-ქირურგიული მკურნალობის მეთოდები, თუმცა ზოგჯერ შესაძლოა საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევაც.

მკურნალობის არა-ქირურგიული მეთოდები

ექიმმა ან პოდიატრმა შეიძლება რეკომენდაცია მოგცეთ:

  • რომ ატაროთ სპეციალური დამხმარე ფეხსაცმელები, რომლებიც კარგად არის ტერფზე მომჯდარი
  • რომ ატაროთ სპეციალური სუპინატორები, რაც დაეხმარება ტერფს სწორად დგომაში
  • ტკივილის ან დისკომფორტის შემთხვევაში მიიღოთ ტკივილგამაყუჩებლები
  • ჭარბწონიანობის შემთხვევაში, დაიკლოთ წონაში
  • ფეხის ქვედა ნაწილის კუნთების და შემაერთებელი ქსოვილების გაჭიმვა, რომ ტერფი სწორად დადგეს. ამ დროს შეიძლება გადაგამისამართონ ფიზიოთერაპევტთანაც, ვინც მოგცემთ რეკომენდაციებს ამ მეთოდის შესახებ.

 

ეს მეთოდები არ გაასწორებს ტერფის ფორმას, მაგრამ შეიძლება დაგეხმაროთ ბრტყელტერფიანობასთან დაკავშირებული ზოგიერთი პრობლემის მოგვარებაში.

თუ ეს მეთოდები არ გაამართლებს, შეიძლება საჭირო გახდეს ორთოპედიული ქირურგია.

ქირურგიული ოპერაცია

ქირურგიული ოპერაცია განიხილება მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ ზემოთ აღნიშნულმა მეთოდებმა ვერ გამოიღეს შედეგი, ან თუ გაქვთ ისეთი მდგომარეობა, რომელიც საჭიროებს ოპერაციას, მაგალითად ძვლების ანომალიური განვითარება.

რეკომენდირებული ქირურგიული ოპერაციის ტიპი დამოკიდებული იქნება ბრტყელტეფიანობის გამომწვევ მიზეზზე.

მაგალითად, თუ ბრტყელტერფიანობა გამოწვეულია ძვლების ანომალიური ფორმით, ან ძველბის ერთმანეთზე შეერთებით, შესაძებელია საჭირო გახდეს მათი დაშორება ან გასწორება. თუ მდგომარეობა გამოწვეულია შემაერთებელი ქსოვილების პრობლემით, მისი მკურნალობა შეიძლება ქსოვილის დაგრძლებით, ან შეკეთებით.

კომენტარები 0

კომენტარის დამატება