Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » ბარძაყის ტკივილი ბავშვებში / bardzayis tkivili bavshvebshi

ბარძაყის ტკივილი ბავშვებში / bardzayis tkivili bavshvebshi

445

გაღიზიანებული ბარძაყი ბავშვებში ხშირი პათოლოგიაა, რომელიც ბარძაყის ტკივილის და კოჭლობის სიმპტომებს იწვევს.

ზოგჯერ ექიმები გაღიზინებულ ბარძაყს გარდამავალ ან ტოქსიურ სინოვიტსაც უწოდებენ.

ტკვილი ძირითადად მძიმე არაა, მაგრამ ბავშვი შეიძლება დაზიანებულ ფეხზე დაყრდნობას ერიდებოდეს.

ზოგჯერ, გაღიზიანებულმა ბარძაყმა შეიძლება ასევე გამოიწვიოს:

  • ბარძაყის ან მუხლის ტკივილი
  • ერთი ბარძაყის სახსრის მოძრაობის შეზღდვა
  • ნორმაზე მცირედით გაზრდილ ტემპერატურას-ნორმალური ტემპერატურაა 37ºC

პატარა ბავშვებში, რომლებიც ვერ ლაპარაკობენ, ერთადერთი შესამჩნევი სიმპტომი შეიძლება ღამით ტირილი იყოს.

როდის უნდა მიმართოთ ექიმს

ჩვეულებრივ, ბარძაყის სახსრის გაღიზიანება მსუბუქი პათოლოგიაა, მაგრამ თუ ეს გაშინებთ, შეგიძლიათ დიაგნოზის დასადასტურებლად ბავშვი ექიმთან მიიყვანოთ.

ეს იმიტომ არის საჭირო, რომ გაღიზიანებული ბარძაყის სახსრის სიმპტომები გავს ბევრად უფრო მძიმე დაავადებების სიმპტომებს, როგორიცაა მაგალითად სეპტიური ართრიტი (ინფექცია თეძოს შიგნით) ან პერთესის დაავადება.

ექიმი პაციენტს გასინჯავს და სხვა გამომწვევი მიზეზების გამოსარიცხად დამატებით ტესტებს დაუნიშნავს, ესენია:

  • რენტგენი ძვლის პრობლემების შესამოწმებლად
  • სისხლის ანალიზი ძვლის ან სახსრის ინფექციის დასადგენად
  • ულტრაბგერითი გამოკვლევა,რითაც პათოლოგიის შემთხვევაში, სახსარში არსებული სითხე გამოჩნდება

თუ სახსარში სითხე აღმოჩნდა, შესაძლებელია საჭირო გახდეს ამ სითხის ნიმუშის აღება და ინფექციაზე შემოწმება. სითხის ამოღებამ შესაძლოა სიმპტომების შემსუბუქებაც გამოიწვიოს.

რა იწვევს ბარძაყის გაღიზიანებას?

ეს მდგომარება მაშინ ვითარდება, როცა მენჯ-ბარძაყის სახსრის გარეთა შრე (სინოვირუ მემბრანა) ღიზიანდება ან ანთებითი ხდება, თუმცა ანთების გამომწვევი მიზეზი უცნობია.

ზოგ შემთხვევაში პათოლოგია გულ-მკერდის, ყელის ან საჭმლის მომნელებელი სისტემის ვირუსული ინფექციის შემდეგ ვითარდება. მრავალი ექსპერტი თვლის, რომ სინოვიური მემბრანის ანთება ვირუსული ინფექციის გართულებას წარმოადგენს. მაგრამ, ამ თეორიის დამადასტურებელი მყარი მტკიცებულებები არ არსებობს. სხვა თეორიის თანახმად, თეძოს დაზიანება შეიძლევა ტრავმის შედეგად იყოს გამოწვეული, მაგრამ მრავალი შემთხვევის დროს ბავშვს ტრავმის ისტორია არ აღენიშნება.

ვის ემართება?

გიღიზიანებული თეძო შესაძლოა ნებისმიერი ასაკის ბიჭებსა და გოგონებში განვითარდეს, თუმცა, ეს პათოლოგია ყველაზე ხშირად 4-10 წლის ასაკში ვლინდება. პათოლოგია ბიჭებში გაორმაგებული სიხშირით გვხვდება.

სერიოზულია თუ არა ბარძაყის გაღიზიანება?

თუ ამ დიაგნოზის მქონე ბავშვის მშობელი ხართ, შესაძლოა ძალიან შეშინდეთ თუ თქვენს შვილს სიარული უჭირს. თუმცა, ჩვეულებრივ ეს მდგომარეობა დიდხანს არ გრძელდება.

შემთხვევათა უმრავლესობა კონკრეტულ მკურნალობას არ საჭიროებს, რადგან ჩვეულებრივ ტკივილი 2 კვირის განმავლობაში გაივლის.

ტკივილის გასაყუჩებლად და ანთების შესამცირებლად შეგიძლიათ აფთიაქიდან ურეცეპტოდ გაცემული მედიკამენტი - იბუპროფენი გამოიყენოთ. ბავშვმა სიმპტომების ალაგებამდე დაზიანებული ფეხი უნდა დაასვენოს.

ბავშვების მცირე რაოდენობას შესაძლოა დამატებითი ეპიზოდები შემდგომშიც განუვითარდეს. თუმცა, ჩვეულებრივ ეს ეპიზოდები უფრო იშვიათია და საბოლოოდ ბავშვის ასაკის მატებასთან ერთად ქრება.

კომენტარის დამატება