Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » გრიპი / gripi

გრიპი / gripi

125

გრიპი არის საკმაოდ ხშირი, ინფექციური, ვირუსული დაავადება, რომელიც ვრცელდება ხველით და ცემინებით. სრიპის სიმპტომები შეიძება იყოს ძალიან არასასიამოვნო, მაგრამ ჩვეულებრივ გამოკეთება იწყება დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში.

გრიპი წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს შეიძლება დაგვემართოს, მაგრამ ყველაზე ხშირია ზამთარში, როს გამოც მას “სეზონურ გრიპსაც” უწოდებენ.

გრიპი არ არის იგივე, რაც ჩვეულებრივი გაციება. ის გამოწვეულია განსხვავებული ჯგუფის ვირუსებით და მისი სიმპტომები იწყება უფრო სწრაფად, არის უფრო მძიმე და უფრო დიდხანს გრძელდება.

გრიპის ზიგიერთი ძირითადი სიმპტომებია:

  • სიცხე (მაღალი ტემპერატურა), 38C ან მეტი
  • გადაღლილობას და სისუსტეს
  • თავის ტკივილს
  • ზოგატი ტკივილები
  • მშრალი, მკერდიდან ამოსული ხველა.

გრიპმა შეიძლება გამოიწვიოს გაციების მსგავსი სიმპტომებიც, როგორებიცაა მაგალითად გაჭედილი ცხვირი, ან სურდო, ცემინება და ყელის ტკივილი, მაგრამ ესენი სხვა სიმპტომებთან შედარებით, უფრო სუსტად იქნება გამოვლენილი.

გრიპს შეუძლია თავი ისე სუსტად და ავად გაგრძნობინოთ, რომ გამოჯანმრთელებამდე დაგჭირდეთ ლოგინში წოლა და დასვენება.

რა უნდა მოიმოქმედოთ?

თუ ზოგადად ხართ ჯანმრთელი და არ გაწუხებთ რაიმე სხვა დაავადება, გრიპის სიმტომების განვითარების შემთხვევაში, ჩვეულებრივ, ექიმთან ვიზიტი არ დაგჭირდებათ.

ამ დროს საუკეთესო მკურნალობის მეთოდი, სახლში დარჩენა, თბილად ყოფნა და დეჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად, დიდი რაოდენობის სითხეების მიღებაა. საჭიროების შემთხვევაში, სიცხის დასაწევად და ტკივილის გასაყუჩებლად შეგიძლილათ პარაცეტამოლის, ან იბუპროფენის მიღებაც.

საბოლოოდ გამოჯანმრთელებამდე დარჩით სახლში და არ წახვიდეთ სამსახურში, ან სკოლაში. ადამიანთა უმეტესობისთვის ამას დაახლოებით ერთი კვირა სჭირდება.

როდისაა საჭირო ექიმთან ვიზიტი

გრიპის სიმპტომების განვითარებისას, უნდა მიხვიდეთ ექიმთან თუ თქვენ:

  • ხართ 65 წელზე მეტი ასაკის
  • ხართ ორსულად
  • გაქვთ ხანგრძლივი ტიპის დაავადება როგორიცაა დიაბეტი, გულის, ფილტვისა და თირკმლის დაავადებები, ან ნევროლოგიური პრობლემები
  • გაქვთ სუსტი იმუნური სისტემა, მაგალითად ქიმიოთერაპიით მკურნალობის, ან აივ ინფექციის შედეგად
  • გაგივითარდათ მკერდის ტკივილი, სუნთქვის უკმარისობა ან სუნთქვის გაძნელება, ან დაგეწყოთ სისხლიანი ნახველის ამოხველება
  • სიმპტომები უარესდება დროთა განმავლობაში, ან არ შემსუბუქდა ერთი კვირის შემდეგ.

ამ შემთხვევებში, შესაძლებელია საჭირო გახდეს წამლების დანიშვნა, რომ ტავიდან აიცილოთ გრიპის გართულებები. ექიმმა შეიძლება გამოგიწეროთ ანტივირუსული წამლები, სიმპტომების შესამსუბუქებლად და გამოჯანმრთელების დროის შესამცირებლად.

რამდენი ხნის განმავლობაშ გრძელდება გრიპი?

თუ შეგეყარათ გრიპი, ზოგადად თავს ავად იგრძნობთ, ინფიცირებიდან რამდენიმე დღის შემდეგ. სიმპტომები პიკს აღწევს ორი სამი დღის შემდეგ და გაუმჯობესებას გრძნობთ ერთი კვირის შემდეგ, თუმცა დაღლილობის შეგრძნება შეიძლება გაცილებით მეტ ხანს გაგრძელდეს.

გრიპით დაავადებული ადამიანი, ყველაზე გადამდები ხდება სიმპტომების განვითარების დღიდან მომდევნო 3-7 დღის განმავლობაში. თუმცა, ბავშვები და შესუსტებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანები, შეიძლება დარჩნენ გადამდებები უფრო მეტ ხანს.

გრიპით დაავადებული ადამიანების უმეტესობა მთლიანად გამოჯანმრთელდება და არ რჩებათ დამატებითი პრობლემები, მაგრამ მოხუცებს და ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ჯანმრთელობის ქრონიკული მდგომარეობები, უფრო დიდი ალბათობით შეიძლება განუვითარდეთ გრიპის ცუდი შემთხვევები ან სერიოზული გართულებები, როგორიცაა მკერდის ინფექციები.

როგორ შეიძლება გადაგედოთ გრიპი?

გრიპის ვირუსს შეიცავს დაავადებული ადამიანის დაცემინებით ან დახველებით გადმოფრქვეული, მილიონობით მცირე ზომის წვეთები, რომლებიც გამოდის ცხვირიდან და პირიდან.

ეს წვეთები, ჩვეულებრივ ვრცელდება დაახლოებით ერთი მეტრის დაშორებით და წვეთების მცირე ზომის გამო, გარკვეული დროის განმავლობაში რჩებიან ჰაერში, შემდეგ კი ეშვებიან სხვადასხვა ზედაპირებზე, სადაც ცოცხლობენ დაახლოებით 24 საათი.

ნებისმიერი ადამიანი, რომელიც შეისუნთქავს ამ წვეთებს, შეიძლება დაავადდეს გრიპით. გრიპის ვირუსის შეყრა, ასევე შესაძლებელია არაპირდაპირი გზით, ანუ თუ შეეხებით იმ ზედაპირს (მაგალითად მაგიდის ზედაპირს, ან კარის სახელურს), რომელიც დაბინძურდა ვირუსის შემცველი წვეთებით და შემდეგ ამ ხელს მოისვამთ ცხვირზე, ან პირზე.

ყოველდღიური მოხმარების ნივთები და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, ასევე საკვები, კარის სახელურები, მაგიდის ზედაპირი, დისტანციური მართვის პულტი, ტელეფონები და კომპიუტერის კლავიატურა, ძალიან ადვილად ბინძურდება გრიპის ვირუსით. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ხელების ხშირად დაბანა.

გრიპი შეიძლება მრავალჯერ შეგეყაროთ, რადგან გრიპის ვირუსი განიცდის მუტაციას და იცვლება რეგულარულად, ამიტომ ვირუსის ახალ ვერსიებზე, ორგანიზმს იმუნური სისტემა ვერ ექნება.

გრიპის გავრცელების თავიდან აცილება

თქვენ შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ გრიპის ვირუსის შეყრა და ასევე შეუშალოთ ხელი მის გავრცელებას ჰიგიენის ნორმების დაცვით. ყოველთვის დაიბანეთ ხელი საპნითა და წყლით, ასევე:

  • რეგულარულად გაწმინდეთ ისეთი ზედაპირები, როგორიცაა თქვენი კლავიატურა, ტელეფონი, და კარის სახელურები, რომ მოერიდოთ მიკრობებს
  • გამოიყენეთ ერთჯერადი ხელსახოცი თქვენი პირის ღრუსა და ცხვირის დასაფარად ცემინებისას და ხველებისას
  • გადააგდეთ გამოყენებული ხელსახოცი, რაც შეიძლება მალე.

თქვენ ასევე შეგიძლიათ ხელი შეუშალოთ გრიპის ვირუსის გავრცელებას, სხვა ხალხთან ნაკლები კონტაქტით როდესაც ინფიცირებული ხართ. ამ დროს არ უნდა წახვიდეთ სამსახურში სანამ თავს უკეთ არ იგრძნობთ.

ზოგიერთი ადამიანისთვის, ვინც არის გრიპის გართულებების რისკ ჯგუფში, დაინფიცირების რისკების შესამცირებლად, შეიძლება რეკომენდირებული იყოს ყოველწლიური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ან გრიპის საწინააღმდეგო ანტივირუსული წამლები.

გრიპის ვაქცინა

ვაქცინაციის გასაკეთებლად საუკეთესო დრო არის შემოდგომა, სექტემბრიდან ადრეული ნოემბრის შუალედში. მიმართეთ ექიმს და ჰკითხეთ, თუ არის მიზანშეწონილი თქვენთვის ამ ვაქცინის გაკეთება.

ვირუსისგან ტავის დასაცავად, გრიპის ვაქცინაცია საჭიროა ყოველწლიურად გაკეთდეს, რაგდან ვირუსები ფორმას იცვლიან ყოველწლიურად.

მეტი ინფორმაციისთვის, თუ ვის შეუძლია გრიპის ვაქცინის მიღება და როგორ, წაიკითხეთ შემდეგი სტატიები - გრიპის ვაქცინა (jab) ზრდასრულთათვის, გრიპის ვაქცინა (jab) ორსულთათვის და ბავშვთა გრიპის ვაქცინა (jab).

გრიპის სხვა სახეობები

სეზონური გრიპის მსგავსად, არსებობს გრიპის სხვა სახეობებიც. ესენი მოიცავს:

  • ფრინველის გრიპს - გრიპის სახეობა, რომელიც გავრცელებულია ფრინველებში, მაგრამ იშვიათ შემთხვევებში მოქმედებს ადამიანებზეც
  • ღორის გრიპი - გრიპის ტიპი, რომელიც იყო გრიპის ეპიდემიის მიზეზი 2009-2010 წლებში
  • გასტრო გრიპი, ე.წ. გასტროენტერიტი - საჭმლის მომნელებელი სისტემის ინფექცია, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს ბაქტერიამ, ან ვირუსებმა, როგორიცაა ნოროვირუსი.

კომენტარის დამატება