Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » ჰიპერაქტიურობა და საკვების ფერები

ჰიპერაქტიურობა და საკვების ფერები

148

თუ თქვენს შვილს ახასიათებს ჰიპერაქტიურობის ან ყურადღება-დეფიციტური ჰიპერაქტიურობის ნიშნები, მაშინ მისი საკვების რაციონიდან ზოგიერთი ფერის საკვების ამოღებას შეიძლება ჰქონდეს კარგი ეფექტი მის ქცევაზე.

ამ ფერებში შედის:

  • მზის ჩასვლისმსგავსი ყვითელი (ფერის კოდი E110)
  • ქვინოლინის მსგავსი ყვითელი (ფერის კოდი E104)
  • კარმოიზინი (ფერის კოდი E122)
  • ალურას წითელი (ფერის კოდი E129)
  • ტარტაზინი (ფერის კოდი E102)
  • პონსოს 4R (ფერის კოდი E124)

ეს ფერები ხშირად გამოიყენება სხვადასხვა საკვებში და სასმელებში, ტკბილეულობაში, ნამცხვრებში და ნაყინში.

ევროკავშირის რეგულაციების მიხედვით, 2010 წლის 20 ივლისიდან, როდესაც რაიმე ფერი გამოიყენება საკვებში, მათი სია უნდა ჩამოიწეროს ინგრედიენტების დამატებით სექციაში, წარწერით „ფერები“ და უნდა მიენიშნოს მათი სახელები ან „E“ ნომერი. თუ ჩამოთვლილი ექვსი ფერი არის საჭმლის ან სასმლის შემადგენლობაში, მაშინ სპეციფიკური გაფრთხილებაც უნდა ჰქონდეს პროდუქტს, რომ შესაძლოა უარყოფითი ეფექტები მივიღოთ ბავშვთა აქტიურობასა და ყურადღებაზე.

თქვენ შეგიძლიათ ეს დანამატები თავიდან აიცილოთ ბროშურის შემოწმებით. თუ თქვენ ყიდულობთ შეუფუთავ პროდუქტს, მაშინ საჭიროა მისი ინგრედიენტების დაზუსტება მის მომწოდებელ კომპანიასთან ან პიროვნებასთან.

საკვების სტანდარტების სააგენტო (FSA) სტიმულს აძლევს მწარმოებლებს, რომ ამ ფერების ალტერნატივა აღმოაჩინონ.

ზოგიერთმა მწარმოებელმა და წვრილმანებით მოვაჭრემ (გადამყიდველმა) მიიღო ზომები ამ ფერების არ გამოსაყენებლად. წაიკითხეთ მეტი FSA-ს ვებ გვერდზე სადაც ნახავთ ინფორმაციას, თუ სად შეგიძლიათ მოიძიოთ პროდუქტები, რომლებშიც არაა ჰიპერაქტიურობასთან დაკავშირებული ფერები.

კონკრეტული დანამატები, სულფიტები და ბენზოატები, შესაძლოა ასევე იყოს ალერგიული რეაქციების გამომწვევი მიზეზი. წაიკითხეთ მეტი ინფორმაცია საკვებისმიერი ალერგიის გამომწვევ მიზეზებზე.

რა განსხვავებაა ჰიპერაქტიურობასა და ყურადღება-დეფიციტურ ჰიპერაქტიურობას შორის?

კონტექსტის მიხედვით, ჰიპერაქტიურობა ის მდგომარეობაა, როდესაც ბავშვი არის ზედმეტად აქტიური, ვერ ახდენს კონცენტრირებას და კონკრეტული სურვილის დასაკმაყოფილებლად ალტერნატივების მოძებნის გარეშე მოქმედებს.

ჰიპერაქტიურობის დასადგენად არ არსებობს კონკრეტული ტესტი. ექსპერტთა მოსაზრებით დიდ ბრიტანეთში ის გამოხატულია ბავშვთა 2-5 %-ში.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ჰიპერაქტიურობა ასევე დამოკიდებულია სხვა ფაქტორებზეც, რაც მოიცავს ნაადრევ დაბადებას, გენეტიკასა და აღზრდას.

ყურადღება-დეფიციტური ჰიპერაქტიური ცვლილებაუფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ძლიერ აქტიური ქცევა. ის დაკავშირებულია ქცევის მანერასთან, შემცირებულ ყირადღებასთან და კონცენტრაციის პრობლემებთან, რაც ხშირად გავლენას ახდენს ბავშვთა სწავლის უნარზე და შესაძლებლობებზე სახლსა და სკოლაში. ამ პრობლემისმქონე ბავშვებში ძალიან ხშირია დასწავლისა და ქცევითი პრობლემები.

წაიკითხეთ მეტი ინფორმაცია ADHD-ის შესახებ.

როგორ შეთანხმდნენ ფერებთან დაკავშირებით რჩევაზე?

რჩევა სავებ დანამატებსა და ჰიპერაქტიურობაზე წამოიჭრა დამოუკიდებელ ტოქსიკურობის შემსწავლელი კომიტეტისა და ევროპული კვების უსაფრთხოების ხელისუფლების (EFSA)მიერ, FSA-ს კომისიით.

ყოველი საკვები დანამატი პირველ რიგში გაივლის სხვადასხვა უსაფრთხოებისა და დაშვების პროცედურებს, ასევე უნდა დააკმაყოფილოს ევროკავშირის (EU) კანონმდებლობა. EFSAკი გულისხმობს ევროკავშირში გამოყენებული სხვადასხვა საკვები დანამატების (მათ შორის ფერების) უსაფრთხოების გადახედვას.

კომენტარის დამატება