Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » გველის ნაკბენი / gvelis nakbeni

გველის ნაკბენი / gvelis nakbeni

206

გველი ხანდახან თავს ესხმის და კბენს ადამიანს თავის დასაცავად თუ მოხდა მისი შეწუხება ან გაღიზიანება.

ზოგი გველი შხამიანია და შესაძლებელია კბენისას შეუშვას შხამი (ტოქსინი). შხამიანი გველის ნაკბენი არის სასწრაფო სამედიცინო შემთხვევა და შესაძლებელია იყოს მომაკვდინებელიც თუ არ მოხდა სწრაფი მკურნალობა.

არსებობს კბენის რისკი საღვარგარეთ, განსაკუთრებით კი ტროპიკულ ქვეყნებში მოგზაურობისას.

გველის ნაკბენის სიმპტომები

თუ გველი შეუშვებს შხამს კბენისას, შესაძლოა განვითარდეს სერიოზული სიმპტომები როგორიცაა:

  • ნაკბენი ადგილის გაწითლება და შეშუპება
  • გულისრევის შეგრძნება და ღებინება
  • თავბრუსხვევა და გონების დაკარგვა
  • ნაკბენი ადგილის მნიშვნელოვანი შესიება, დაჩირქება და შესაძლებელია ძალიან სწრაფად განვითარებადი განგრენაც
  • შოკი
  • კუნთების პარალიზი (ერთი ან რამდენიმე კუნთის მოძრაობის უუნარობა), რაც იწვევს ყლაპვის და სუნთქვის გაძნელებას
  • სისხლდენა.

ზოგჯერ შხამიანი გველი იკბინება შხამის შეშვების გარეშე. ამას ეწოდება ‘მშრალი კბენა’ და იწვევს მხოლოდ:

  • მსუბუქ ტკივილს (იმით რომ გველის კბილები დააზიანებს კანს)
  • შფოთვა.

წაიკითხეთ უფრო ვრცლად გველის ნაკბენის სიმპტომების შესახებ.

რა უნდა გააკეთოთ გველის ნაკბენის შემდეგ

გველის ნაკბენის შეთხვევაში, ყველაზე მთავარი არის სიმშვიდის შენარჩუნება.

  • არ ჩავარდეთ პანიკაში.
  • ეცადეთ დაიმახსოვროთ გველის ფორმა, ზომა და ფერი.
  • მაქსიმალურად ეცადეთ ნაკბენი ადგილი შეინარჩუნოთ უმოძრაოდ რათა მოახდინოთ შხამის სხეულში გავრცელების პრევენცია.
  • მოიშორეთ ძვირფასეულობა და საათები ნაკბენი კიდურიდან, იმიტომ რომ მათ შეუძლიათ გაჭრან კანი თუ კიდური გასივდა.
  • არ ეცადოთ გაიხადოთ ტანსაცმელი, მაგალითად შარვალი, მაგრამ მოადუნეთ ტანსაცმელი შეძლებისდაგვარად.

სასწრაფოდ დარეკეთ 112-ზე და გამოიძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, ან ეწვიეთ უახლოეს სასწრაფო სამედიცინო დაწესებულებას.

თქვენ უნდა აღუწეროთ ექიმს გველის შესახედაობა, რომ დაეხმაროთ გველის ტიპის დადგენაში.

თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ საავადმყოფოში გადასვლა რათა მოხდეს ნაკენის შეფასება და მდგომარეობის მონიტორინგი.

წაიკითხეთ უფრო ვრცლად რა უნდა გააკეთოთ თუ გველი გიკბენთ და როგორ ხდება ნაკბენის შეფასება.

გველის ნაკბენის მკურნალობა

შხამის საწინააღმდეგო წამალი არის გველის შხამის ეფექტური ანტიდოტი და შეიძლება გამოიყენონ გველის ნაკბენის სამკურნალოდ.

წაიკითხეთ უფრო ვრცლად თუ როგორ მკურნალობენ გველის ნაკბენს.

რატომ იკბინებიან გველები

როდესაც გველი კბენს იგი უშვებს შხამს მისი მსხვერპლის პარალიზებისთვის. იქედან გამომდინარე რომ ადამიანი ძალიან დიდია იმისთვის რომ გველმა შეჭამოს, გვეელების უმრავლესობა იკბინება თავის დასაცავად.

გველის ნაკბენი ხშირად ხდება შემთხვევით როდესაც ადამიანი დააბიჯებს მას სიარულისას. თუმცა ზოგჯერ კბენა ხდება მაშინ როდესაც ადამიანი აღიზიანებს გველს ჯოხით ან ცდილობს მის აყვანას.

წაიკითხეთ უფრო ვრცლად გველის კბენის გამომწვევი მიზეზების შესახებ.

გველის ნაკბენის პრევენცია

შემდეგი რჩევები გასათვალისწინებელია თუ ხართ ისეთ ადგილას სადაც შხამიანი გველებია გავრცელებული:

  • გაითვალისწინეთ გამაფრთხილებელი ნიშნები
  • ატარეთ ჩექმები და გრძელი შარვლები
  • არასდროს აიყვანოთ გველი, მაშინაც კი თუ ფიქრობთ რომ ისინი ზიანს ვერ მოგაყენებთ, თუნდაც მკვდარი გეგონოთ
  • არასდროს დაადოთ ხელი ხვრელს ან ნაპრალს, მაგალითად ქვებს შორის. თუ რაღაც დაკარგულის ამოღება გინდათ გამოიყენეთ ჯოხი და დადექით უკან
  • თუ შენიშნეთ რომ ძალიან ახლოს ხართ გველთან, იდექით გაუნძრევლად. გველების უმრავლესობა კბენს მოძრავ სხეულს. თუ იქნებით მშვიდად და გაუნძრევლად გველი წავა თქვენთვის ზიანის მოყენების გარეშე.

კომენტარის დამატება