Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » გენიტალური ჰერპესი / genitaluri herhesi

გენიტალური ჰერპესი / genitaluri herhesi

178

გენიტალური ჰერპესი ხშირი ინფექციური დაავადებაა, რომელსაც მარტივი ჰერპესის ვირუსი (HSV) იწვევს. ეს ინფექცია გენიტალურ მიდამოში და მის გარშემო მტკივნეული ბუშტუკების წარმოქმნას იწვევს.

 

გენიტალური ჰერპესი სქესობრივი კონტაქტით გადადის, ამიტომ ხშირად მას სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციად (STI) მოიხსენებენ.

HSV-ს შეუძლია მოიცვას ნებისმიერი ლორწოვანი გარსი (ტენიანი საფარველი), როგორიცაა გამონაყარი პირის ღრუში (cold sores).

გენიტალური ჰერპესი ქრონიკული (ხანგრძლივი) მდგომარეობაა. ვირუსი ორგანიზმში რჩება და შეიძლება რეაქივაცია განიცადოს. საშუალოდ, განმეორების სიხშირე დაინფიცირებიდან პირველი 2 წლის განმავლობაში 4-5 ეპიზოდია. მიუხედავად ამისა, დროთა განმავლობაში რეციდივების რაოდენობა და სიმძიმე კლებულობს.

მარტივი ჰერპესის ვირუსი (HSV)

მარტივი ჰერპესის ვირუსის (HSV) ორი ტიპი, ტიპი 1 და ტიპი 2 არსებობს. ორივე ტიპი მაღალი გადამდებობით გამოირჩევა და ადამიანებს შორის პირდაპირი კონტაქტით მარტივად ვრცელდება. გენიტალური ჰერპესი ძირითადად დაინფიცირებულ ადამიანთან სექსის დროს გადადის (ვაგინალური, ორალური ან ანალური). მაშინაც კი, თუ გენიტალური ჰერპესის მქონე ადამიანს სიმპტომები არ უვლინდება, ინფექცია შესაძლოა სქესობრივი პარტნიორისთვის გადამდები იყოს.

10 დაავადებული ადამიანიდან მინიმუმ 8-მ არ იცის, რომ ვირუსის მატარებელია, რადგან საწყისი სიმპტომები მინიმალურია ან ჯერ არ არის გამოვლენილი. მიუხედავად ამისა, კონკრეტულ მაპროვოცირებელ ფაქტორებს ვირუსის გააქტიურება და გენიტალური ჰერპესის წამოწყება შეუძლიათ.

ვინ ავადდება?

გენიტალური ჰერპესი გავრცელებული მდგომარეობაა, განსაკუთრებით 20-24 წლამდე ადამიანებში. ინგლისში 2013 წელს, გენიტალური ჰერპესის პირველადი შეტევით სპეციალურ კლინიკას 32,279 ადამიანმა მიმართა.

გენიტალური ჰერპესის მკურნალობა

მიუხედავად იმისა, რომ გენიტალური ჰერპესი არ იკურნება, ჩვეულებრივ, სიმპტომების მართვა ანტივირუსული პრეპარტებით შეიძლება.

სიპტომების ალაგებამდე, მნიშვნელოვანია გენიტალური ჰერპესის გავრცელების პრევენცია სქესობრივი ურთიერთობისგან თავის შეკავებით. სიმპტომების ალაგების შემდეგ კი სქესობრივი ცხოვრება პრეზერვატივის გამოყენებით დასაშვებია.

ორსულობა

გენიტალურ ჰერპესს ორსულობის დროს პრობლემების გამოწვევა შეუძლია. ეს გართულებები შეიძლება მძიმე იყოს და დამოკიდებულია ამ დაავადების განვითარებაზე, კერძოდ ეს პირველი შემთხვევა იყო, თუ უკვე არსებული დაავადების გამოვლინება.

კომენტარის დამატება