Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » განგრენა / gangrena

განგრენა / gangrena

231

განგრენა არის სერიოზული დაავადება, რომლის დროსაც სისხლის მიწოდების შეწყვეტა იწვევს ქსოვილის სიკვდილს. განგრენა შესაძლოა მოხდეს სხეულის ნებისმიერ ნაწილზე, მაგრამ ძირითადად იწყება ფეხის თითებიდან, ფეხებიდან, ხელის თითებიდან და ხელებიდან.

განგრენა შესაძლოა გამოიწვიოს დაზიანებამ, ინფექციამ ან ხანგრძლივმა სისხლის მიმოქცევის პრობლემებმა.

განგრენის სიმპტომებია

  • დაზიანებული ადგილის სიწითლე და შეშუპება
  • ძლიერი ტკივილი ან მგრძნობელობის დაკარგვა დაზიანებულ ნაწილში
  • ჭრილობები ან წყლულები დაზიანებულ ადგილზე, რომლებიც დაჩირქებულია ან ხდება სისხლდენა.

თუ ფიქრობთ, რომ შეიძლება გქონდეთ განგრენა, აუცილებლად, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.

ვის ემართება?

ყველას შეიძლება გაუჩნდეს განგრენა, განსაკუთრებით მძიმე ტრავმის შემდეგ, მაგრამ ადამიანების გარკვეულ ჯგუფს ამ მდგომარეობის განვითარების უფრო მაღალი რისკი აქვთ. რისკ ჯგუფში ხვდებიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ ისეთი ქრონიკული მდგომარეობები, რომლებიც მოქმედებენ სისხლძარღვებზე, მაგალითად ადამიანები, რომლებსაც აქვთ

  • დიაბეტი - დაავადება, რომელიც იწვევს ადამიანის სისხლში შაქრის დონის გაზრდას
  • ათეროსკლეროზი (atherosclerosis) - როდესაც არტერიები იჭედება ცხიმოვანი ნივთიერებებით/ნადებით, რაც ავიწროვებს მათ და აფერხებს სისხლის დინებას
  • პერიფერიული არტერიული დაავადება (peripheral arterial disease) - რომლის დროსაც ცხიმოვანი ნადები არტერებში აფერხებს ფეხის კუნთებში სისხლის მიწოდებას
  • რეინოს ფენომენი - რომლის დროსაც სხეულის გარკვეულ ნაწილში, ძირითადად ფეხის და ხელის თითებში, სისხლძარღვები სიცივეზე ანომალიურად რეაგირებენ.

როგორ მკურნალობენ განგრენას

რაც უფრო მალე დავიწყებთ მკურნალობას, უფრო მეტია წარმატების მიღწევის შანსი.მკურნალობა მოიცავს ქირურგიულ ჩარევას რათა მოაშორონ დაზიანებული ქსოვილი (ცნობილი როგორც დებრიდემენტი)და ანტიბიოტიკებს თანმდევი ინფექციების სამკურნალოდ.

ზoგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა, რათა აღდგეს სისხლის მიმოქცევა სხეულის დაზიანებულ ნაწილში.

უფრო მძიმე შემთხვევების დროს, შესაძლოა საჭირო გახდეს ფეხის თითის, ტერფის ან ქვედა კიდუის მოკვეთა. ეს ცნობილია როგორც ამპუტაცია (amputation).

განგრენის თავიდან აცილება

განგრენის ბევრი შემთხვევის თავიდან არიდება შესაძლებელია.

თუ გჭირთ დაავადება, რომელიც ზრდის განგრენის რისკებს, მაგალითად დიაბეტი, აუცილებელია, რომ რეგულარულად შეამოწმოთ თქვენი ტერფის მდგომარეობა, ასევე, მიმართოთ ექიმს და სასწრაფოდშეატყობინოთ მას პრობლემების შესახებ.

მოწევისთვის თავის დანებებას, ჯანსაღ ცხოვრების წესთან ადაპტირებას, ნაკლებად ცხიმოვან დიეტასა და ვარჯიშს ასევე შეუძლია გააუმჯობესოს სისხლის მიმოქცევა და შეამციროს განგრენის განვითარების რისკები

კომენტარის დამატება