Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » დიაბეტი: ტიპი 2 / diabeti: tipi 2

დიაბეტი: ტიპი 2 / diabeti: tipi 2

276

დიაბეტი არის სამუდამო დაავადება, რომელიც იწვევს სისხლში შაქრის დონის ძალიან აწევას.

დიაბეტის ორი ძირითადი ტიპია, ტიპი 1 და ტიპი 2. ტიპი 2 დიაბეტი ვითარდება როდესაც ორგანიზმი ვერ წარმოქმნის საკმარის ინსულინს, რომ იფუნქციონიროს ნორმალურად, ან ორგნიზმის უჯრედები არ რეაგირებენ ინსულინზე. ეს ცნობილია, როგორც ინსულინ-რეზისტენტობა. ეს ნიშნავს, რომ გლუკოზა რჩება სისხლში და არ გარდაიქმნება ენერგიად.

სისხლში გლუკოზის მაღალი დონე იწვევს:

  • წყურვილის შეგრძნებას
  • ჩვეულებრივზე უფრო გახშირებული შარდვა, განსაკუთრებით ღამით
  • მუდმივი დაღლილობის შეგრძნება

მკურნალობის გარეშე დიაბეტს შეუძლია დააზიანოს სხვადასხვა ორგანოები, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მისი რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე დიაგნოზირება. აუცილებლად მიმართეთ ექიმს თუ შეამჩნევთ ზემოთ ჩამოთვლილ სიმპტომებს.

გავრცელებადი პრობლემა

ტიპი 2 დიაბეტი ხშირად ასოცირებულია ჭარბწონიანობასთან და უფრო ხშირად დიაგნოზირდება მოზრდილ ადამიანებში. ეს ტიპიუფრომეტადგავრცელებულიავიდრე ტიპი 1 დიაბეტი, რომელიც ვითარდება მაშინ როდესაც ორგანიზმი საერთოდ ვერ წარმოქმნის ინსულინს. დიაბეტით დაავადებულ ზრდასრული ადამიანების დაახლოებით 90%-ს აქვთ ტიპი 2 დიაბეტი. ააქ განხულულია მე2 ტიპის დიაბეტი. გაიგეთ მეტი ტიპი 1 დიაბეტის შესახებ.

რატომ არის საშიში ტიპი 2 დიაბეტი

მკურნალობის გარეშე, დიაბეტს შეუძლია გამოიწვიოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ბევრი სერიოზული პრობლემა. დიდი რაოდენობით გლუკოზას შეუძლია დააზიანოს სისხლძარღვები, ნერვები და ორგანოები. მაშინაც კი თუ გლუკოზა მცირედით არის მომატებული ისე რომ არ იწვევს არც ერთ სიმპტომებს, მათ შეიძლება საზიანო ეფექტი ჰქონდეთ.

დიაბეტი ყველაზე ხშირად იწვევს მხედველობის დაკარგვასა და სიბრმავესსამუშაო ასაკის ადამიანებში. ამის გამო დიაბეტით დაავადებულ 12 წელზე მეტი ასაკის ყველა ადამიანმა აუცილებლად ყოველწლიურად უნდა ჩაიტაროს დიაბეტური რეტინოპათიის სქრინინგი.

დიაბეტი ასევე პასუხისმგებელია თირკმლის უკმარისობის უმეტესობა შემთხვევებზე და ასევე ქვედა კიდურების ამპუტაციაზე.

დიაბეტით დაავადებული ადამიანები ხუთჯერ უფრო მეტი რისკის ქვეშ არიან კარდიოვასკულარული დაავადებების განვითარებაზე (როგორიცაა ინსულტი), ვიდრე სხვა ამ დაავადების არმქონე ადამიანები.

რა უნდა მოიმოქმედოთ

თუ ხართ მეორე ტიპის დიაბეტის განვითარების რისკის ჯგუფში, ცხოვრების სტილის ცვლილებით შეგიძლიათ მისი ჩამოყალიბების პრევენცია გააკეთოთ.

ასეთ შემთხვევაში უნდა:

  • იკვებოთ ჯანსაღი, ბალანსირებული დიეტით
  • დაიკლოთ წონაში (თუ ხართ ჭარბწონიანი) და შეინარჩუნოთ ჯანსაღი წონა
  • შეწყვიტოთ სიგარეტის მოწევა (თუ ხართ მწეველი)
  • შეზღუდოთ ალკოჰოლის რაოდენობა
  • ივარჯიშოთ რეგულარულად

თუ უკვე გაქვთ მე2 ტიპის დიაბეტი, შესაძლებელია გააკონტროლოთ სიმპტომები ზემოთ ჩამოთვლილი ცხოვრებისეული ცვლილებებით. ეს ცვლილებები ასევე მინიმუმამდე დაიყვანს გართულებების განვითარების რისკს. თქვენ უნდა გაუფრთხილდეთ თქვენს ჯანმრთელობას განსაკუთრებულად.

რადგან ტიპი 2 დიაბეტი ხშირ შემთხვევებში უფრო უარესდება, შესაძლებელია საჭირო გახდეს წამლების (ძირითადად აბების სახით) მიღებაც, რომ სისხლში გლუკოზის დონე ნორმალურ საზღვრებში შენარჩუნდეს.

 

ქვემოთ მოცემული დიაბეტის თვით-შეფასების ხელსაწყო დაგეხმარებათ გაიგოთ თქვენი რისკების შესახებ

კომენტარის დამატება