Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » ენკოპრეზი (ბავშვების მიერ ქვეშ ჩასვრა) / enkoprezi (bavshvebis mier qvesh chasvra)

ენკოპრეზი (ბავშვების მიერ ქვეშ ჩასვრა) / enkoprezi (bavshvebis mier qvesh chasvra)

285

ენკოპრეზი სამედიცინო ტერმინია, რომელიც ტუალეტ-დასწავლული ბავშვის მიერ (4 წლის ან უფრო მეტის) ტანსაცმელში ჩასვრას გულისხმობს. ჩვეულებრივ, ეს ეპიზოდი დღისით ვითარდება, როცა ბავშვი ფხიზელი და აქტიურია.

მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ამის გამო მშობლები იმედგაცრუებულები ან გაბრაზებული არიან, ენკოპრეზი ბავშვის უსაქციელობით იშვიათადაა გამოწვეული. ჩვეულებრივ ეს ბავშვისგან დამოუკიდებლად, უნებლიედ ხდება, ზოგიერთი მათგანი ვერც იაზრებს თუ რა მოხდა.

ასეთი პრობლემის მქონე ბავშვები თავს დამნაშავედ და შერცხვენილად გრძნობენ, ისინი იმედგაცრუებულები ან გაბრაზებულები არიან და ამ პრობლემის დამალვას ცდილობენ.

თუ თქვენი შვილი 4 წლის ან უფრო მეტისაა და ქვეშ ისვრის ან აქვს ყაბზობა (კუჭის შეკრულობა) და კუჭში გასვლა უჭირს, დახმარებისთვის ექიმს მიმართეთ.

მანამდე შეიგიძლიათ წაიკითხოთ და ამ პრობლემის სავარაუდო გამომწვევი მიზეზები გაიგოთ რათა თქვენს შვილს შეძლებისდაგვარად დაეხმაროთ.

რატომ აკეთებს ამას ბავშვი?

ბავშვების უმრავლესობას, რომლებიც ქვეშ ისვრიან, შეკრულობა აწუხებს.

მათ შესაძლოა კუჭში გასვლის მოთხოვნილებას ტკივილის თავიდან არიდების მიზნით ყურადღება არ მიაქცონ და შეკავება სცადონ. ეს ფეკალური მასების გამაგრებას იწვევს, რომლის დროსაც გამაგრებული მასა იჭედება სწორ ნაწლავში და იწყება მისი გარეშემომსაზღვრელი კუნთების კედლების დაჭიმვა და შესუსტება.შემდეგ კი, ამ დახშობის ადგილიდან იწყება თხელი განავლოვანი მასის გამოჟონვა.

თავდაპირველად, შეიძლება შვილის საცვალზე ლაქები შეამჩნიოთ და იფიქროთ, რომ ის უკანა ტანს კარგად არ იწმინდავს მოსაქმების შემდეგ, მაგრამ დროთა განმავლობაში მდგომარეობა მძიმდება და საბოლოოდ შესაძლოა მთელი ნაწლავის გარეთ გამოვარდნა გამოიწვიოს. ბავშვები, რომლებიც არ იღებენ საკმარისი რაოდენობით ბოჭკოებს და სითხეს შეკრულობის საფრთხის ქვეშ არიან. თუმცა, მხოლოდ ცუდი კვება იშვიათად იწვევს შეკრულობის.

შეკრულობა შესაძლოა ტუალეტის მოხმარების დაუსწავლელობას ან ნაადრევ დასწავლასთან იყოს დაკავშირებული.

ტუალეტში ყოფნისას ბავშვისთვის ხშირი ხელის შეშლა შფოთვას და თავშეკავებას იწვევს, რამაც შეიძლება პრობლემა დაამძიმოს. 

ყაბზობის გამომწვევი მიზეზების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის იხ.

შეკრულობის გამომწვევი მიზეზები.

როგორ დასვამს დიაგნოზს და უმკურნალებს ექიმი?

მკურნალი ექიმი შეამოწმებს ბავშვს აქვს თუ არა ფეკალური მასების გამაგრება. ამის გაგება მუცლის გასინჯვით ხდება.

ზოგჯერ ნაწლავებში განავლოვანი მასების ვიზუალიზაციისთვის შესაძლოა რენტგენისგადაღება გახდეს საჭირო, ამ დროს ექიმი იმასაც აფასებს, ამ მასების გამო ნაწლავი გაფართოებულია თუ არა.

თუ ბავშვს ნაწლავის სანათურში გამაგრებული ფეკალური მასა აქვს, მკურნალობის პირველი ნაბიჯი საფაღარათო საშუალების დანიშვნაა, რათა ნაწლავები მაგარი, შეკავებული განავლოვანი მასებისგან გათავისუფლდეს და მომავალში ყაბზობის ეპიზოდი ავიცილოთ თავიდან. ბავშვი დაბალანსებულ კვებაზე უნდა გყავდეთ და კუჭში რეგულარულად უნდა გადიოდეს.

მედიკამენტები

ექიმმა შეიძლება დანიშნოს ოსმოტური კუჭის ამშლელი, მაგალითად მაკროგოლი, რომელიც პაკეტში მოთავსებული ფხვნილის ფორმით გვხვდება და დასალევად წყალში უნდა გაიხსნას.

ეს ბავშვის ნაწლავებში წყლის შემცველობას გაზრდის და გამაგრებულ განავლოვან მასას დაარბილებს, რაც მათ გამოდევნას შეუწყობს ხელს.

ექიმი ან ექთანი აგიხსნით რამდენი პაკეტი უნდა მიიღოს ბავშვმა ყოველდღიურად და რა რაოდენობის წყალი უნდა დაამატოთ. ფხვნილის გახსნის შემდეგ, შეგიძლიათ გემოს გასაუმჯობესებლად მასში ხილის წვენი ან სიროფი დაამატოთ.

თავიდან ბავშვს მაღალი დოზა დაენიშნება, რათა ნაწლავის დაცლა მოხდეს, შემდგომ კი კუჭის რეგულარული მოქმედების უზრუნველყოფისთვის დოზას შეამცირებენ.

ექიმი გეტყვით როდის უნდა შეწყვიტოთ წამლის მიღება, მაგრამ ეს დოზის თანდათანობით შემცრების შემდეგ მოხდება.

თუ საფაღარათო საშუალების მიღებას ნაადრევად შეწყვეტთ ან შეწყვეტთ ექიმის რჩევამდე, შეიძლება ნაწლავებმა ნორმალური ზომა და ფუნქცია ვერ აღიდგინონ და ყაბზობა თავიდან განვითარდეს.

ზოგიერთი ბავშვი რამდენიმე წლიან მკურნალობას საჭიროებს, მცირე ნაწილს კი ყაბზობისგან სრულად განსაკურნად შეიძლება უფრო დიდი დრო დასჭირდეს.

მკურნალობამ, რომელიც გამაგრებული მასების დარბილებას იწვევს, საწყის ეტაპზე შეიძლება ჩასვრის გახშირება და მუცლის ხშირი ტკივილი გამოიწვიოს, მაგრამ მნიშვნელოვანია რომ ექიმის დანიშნულებას სწორად მიყვეთ.

არ არსებობს იმის დამამტკიცებელი საბუთი, რომ საფაღარათო საშუალების ხშირი გამოყენება „ნაწლავების გაზარმაცებას“იწვევს.

მოვიკოლისა და მისი გვერდითი ეფექტების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის იხ.მოვიკოლი.

დიეტის რჩევები

ბავშვისთვის აუცილებელია კარგად დაბალანსებული საკვები, რომელიც ბევრ ბოჭკოს შეიცავს; მაგალითად ხილი, ბოსტნეული და სრულ-მარცვლიან საკვები, როგორიცაა მთლიანი მარცვლის-ხორბლიანი (ცეხვილი) პური და პასტაა. ბავშვმა დიდი რაოდენობით სითხეც უნდა მიიღოს.

გაიგეთ მეტი დღეში ხუთი ულუფა ხილისა და ბოსტნეულის შესახებ თქვენი ოჯახისთვის.

ქრონიკული (გრძელვადიანი) ყაბზობის მქონე ბავშვების უმრავლესობას არაფერი სჭირს, მაგრამ პრობლემის გამოსწორებას შესაძლოა დრო დასჭირდეს, ამიტომ მომთმენი იყავით.

კუჭის ჯანსაღი მოქმედება

შეეცადეთ ტუალეტის მოხმარებასთან დაკავშირებული სტრესი ან კონფლიქტი შეამციროთ.

დაამყარეთ ნორმალური რუტინა, მაგალითად საუზმის შემდეგ ტუალეტზე 5-10 წუთით დაჯდომა, ასევე ვახშმის შემდეგ. იყავით პოზიტიური და წაახალისეთ ეს ჩვევა. ბავშვს მოთხოვნილების გაჩენის შემთხვევაში ტუალეტში შესვლისკენ მოუწოდეთ.

შესაძლოა კუჭის მოქმედების აღმწერი გრაფიკის შედგენა დაგეხმაროთ და ბავშვი ამის მიხედვით დააჯილდოოთ.

კომენტარის დამატება