Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » ენის ბორძიკი / enis bordziki

ენის ბორძიკი / enis bordziki

321

ენის ბორძიკი არის, მეტყველების შედარებით ხშირი პრობლემა ბავშვობაში, მაგრამ შეიძლება გაგრძელდეს ზრდასრულობაშიც.

ენის დაბმა ხასიათდება:

  • ბგერების ან მარცვლების ბევრჯერ გამეორებით (როგორიცაა „მა-მა-მა-მმმმა“)
  • რაიმე ბგერის ხანგრძლივად წარმოთქმა (მმმმმმმმმმმმმმა)
  • დაპაუზება ან შეწყვეტა (როდესაც სიტყვა საერთოდ ვეღარ გამოითქმება და ამიტომ პირი ჩუმდება).

ეს ძირითადად ხდება საუბრის დასაწყისში და ამიტომ ადამიანები ხშირად ერიდებიან კონკრეტული სიტყვების წარმოთქმას ან საუბრის წამოწყებას, რომ დამალონ თავიანთი ნაკლი.

ენის დაბმა განსხვავდება სხვადასხვა პიროვნებაში, ის ინდივიდუალურია. ადამიანი შეიძლება განიცდიდეს პერიოდებს როდესაც ენა ებმის, ეს პერიოდი შემდეგ შეიცვალოს გამართულად საუბრით.

ენის დაბმის ტიპები

ენის დაბმის ორი ძირითადი სახეობა არსებობს:

  • განვითარების პერიოდიდან ენის ბორძიკი, რომელიცარის ყველაზე გავრცელებული ტიპი. ის ვითარდება ბავშვობიდან მეტყველების დაწყების მომენტისთვის.
  • შეძენილი ანუ გვიანდელი ბორძიკი, კი მოზრდილ ბავშვებსა და ზრდასრულებში შეიძლება გამოვლინდეს თავის მძიმე დაზიანების, ინსულტის ან პროგრესული ნევროლოგიური დაავადების გამო (დაავადება, რომელიც გავლენას ახდენს ნერვულ სისტემაზე). ის ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს კონკრეტული წამლებისა და მედიკამენტებისგანაც, ან ფსიქოლოგიური და ემოციური ტრავმის მიზეზით.

ამ სტატიის დანნარჩენი ნაწილი ფოკუსირებას მოახდენს განვითარების პერიოდიდან ენის ბორძიკზე.

რა იწვევს ენის ბორძიკს?

ენის ბორძიკის ზუსტი გამომწვევი მიზეზი, ჯერ კიდევ არაა დადგენილი. თუმცა, მოიაზრება რომ ის გამოწვეული უნდა იყოს ტვინის იმ ნაწილების არასწორი შეერთებით, რომლებიც პასუხისმგებელია მეტყველებაზე.

კვლევებმა აჩვენა, რომ ტვინის სტრუქტურა და ფუნქციონირება განსხვავებულია იმ ადამიანებს შორის ვისაც ენა ებმის, ხვა დამაინებთან შედარებით.

პატარა ბავშვებში, ტვინის შემაერთებელი ნერვები, ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია და შეიძლება ეს იყოს მიზეზი იმისა, რომ ბავშვებს ხშირად ებმით ენა და რატომაც უფრო ადვილია ბავშვებისთვის, ამ პრობლემის გამოსწორება.

გენეტიკა ასევე მოიაზრება, ენის ბორძიკის შემთხვევებში მნიშვნელოვანი როლის შემსრულებლად, რადგან ტოველი სამი ადამიანიდან, ვისაც ეს პრობლემა აწუხებს, ორს აქვს ამ მდგომარეობის ოჯახური ისტორია.

კვლევებმა დაადგინა, რომ ენის ბორძიკი შეიძლება გამოიწვიოს რამდენიმე გენმა, რომელიც გენეტიკურად გადაეცემა გენეტიკურად. თუმცა, თუ როგორ იწვევენ ეს გენები ამ მდგომარეობას, დაზუსტებით არაა ცნობილი.

ვის ემართება ენის ბორძიკი?

ენის დაბმა გავრცელებულია პატარა ბავშვებში. მოსალოდნელია, რომ ის სკოლამდელი ასაკის ბავშვთა 5-8%-ში გამოვლინდება.

პატარა ბავშვებში, ყოველი ოთხი შემთხვევიდან სამში, ენის ბორძიკი გაივლის მკურნალობით ან მკურნალობის გარეშე. თუმცა, როდის გაივლის ეს მდგომარეობა, წინასწარ ამისი განსაზღვრა ძნელია და ზოგჯერ ბავშვს დასჭირდება სპეციალური მკურნალობა, რომ ეს პრობლემა აღარ დაბრუნდეს ზრდასრულობაში.

დაავადება უფრო გამოიხატება მამაკაცებში, ვიდრე ქალებში, სწორედ ამის გამო ოთხჯერ მეტ კაცში ვლინდება ის ქალებთან შედარებით. ამის მიზეზი უცნობია.

შეფასებულია, რომ ყოველი ასი ზრდასრული ადამიანიდან ერთს ექნება ენის ბორძიკი.

დახმარების მიღება

მიმართეთ ექიმს, თუ გაწუხებთ თქვენი შვილის მეტყველების განვითარების პრობლემები.

მკურნალობა ხშირად ძალიან ეფექტურია სკოლამდელი ასაკის ბავშვებში, განსაკუთრებით თუ ეს დაიწყება რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე. ამიტომ ექიმთან შეძლებისდაგვარად სწრაფად მიმართვა ძალიან მნიშვნელოვანია.

ენის ბორძიკის მკურნალობა

არსებობს მეტყველებისა და ენის სხვადასხვა თერაპიები მეტყველების უნარისა და კომუნიკაციური უნარების გასაუმჯობესებლად.

თერაპევტი მკურნალობას ნიშნავს ინდივიდუალურად, კონკრეტული ადამიანის მდგომარეობიდან გამომდინარე.

ეს შეიძლება მოიცავდეს:

  • ისეთი გარემო ფაქტორების შექმნას, სადაც ბავშვი უფრო მშვიდად იქნება და თავს უფრო დარწმუნებულად იგრძნობს თავის მეტყველებაში
  • გრძნობების კონტროლში, რომელიც ასოცირებულია ენის ბორძიკთან, როგორიცაა მაგალითად შიში ან ნერვიულობა
  • კომუნიკაციის უნარების და მეტყველების სისხარტის გასაუმჯობესებელ სტრატეგიებს.

ზოგიერთი ადამიანისთვის, ასევე კარგად მოქმედებს ენის ბორძიკის საწინააღმდეგო ელექტრონული ხელსაწყოები. ესენი ეხმარება ადამიანებს მეტყველების გაკონტროლებაში ვერბალური ინსტრუქციის საშუალებით.

კომენტარის დამატება