Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » ეგზოფთალმია (ამოზნექილი თვალები) / egzoftalmia (amozneqili tvalebi)

ეგზოფთალმია (ამოზნექილი თვალები) / egzoftalmia (amozneqili tvalebi)

186

ეგზოფთალმია არის ბერძნული სიტყვა, რომელიც ნიშნავს თვალის ერთ ან ორივე კაკლის ამოზნექვას თავისი ბუდიდან.

ზოგჯერ ასევე გამოიყენება ტერმინი პროპტოზი იმავე მდგოამრეობის აღსანიშნავად.

რა იწვევს ეგზოფთალმიას?

ეგზოფთალმია შეიძლება გამოწვეული იყოს ბევრი სხვადასხვა მდგომარეობით. მნიშვნელოვანია გამომწვევი მიზეზის დადგენა, რათა მოხდეს შესაბამისი მკურნალობა.

თვალის თიროიდული დაავადება

დიდ ბრიტანეთში ეგზოფთალმია ყველაზე ხშირად გამოწვეულია თვალის თიროიდული დაავადების შედეგად, მაგალითად გრეივსის დაავადების (გრეივსის ოფთალმოპათია) შემთხვევაში.

ეს ავტოიმუნური მდგომარეობაა, რომელიც ემართება ყოველ მესამე ადამიანს, რომლებსაც გრეივსის დაავადების შედეგად აქვთ ზედმეტად აქტიური ფარისებრი ჯირკვალი. ეს დაავადება განსაკუთრებით ხშირია 30-50 წლამდე ასაკის ქალებში და ასევე მწეველ ადამიანებში.

ავტოიმუნური მდგომარეობა არის იმუნური სისტემის (ორგანიზმის დაავადებებისგან და ინფექციებისგან დამცავი სისტემის) არასწორი მუშაობა, როდესაც იმუნური სისტემა შეცდომით ებრძვის ჯანსაღ ქსოვილებს.

თვალის თიროიდული დაავადების დროს იმუნური სისტემა ებრძვის თვალის გარშემო და უკანა ნაწილში მდებარე კუნთოვან და ცხიმოვან ქსოვილებს და იწვევს მათ ანთებას (შესაბამისად ხდება შესიება).

გრეივსის დაავადება ავტოიმუნური სისტემის პათოლოგიაა, როდესაც ფარისებრ ჯირკვალზე ხდება ზეწოლა, შედეგად ხდება ფარისებრი ჯირკვლიდან ჭარბი რაოდენობის ჰორმონების გამოყოფა სისხლში. არ არის სრულად ცნობილი თუ რატომ მოქმედებს ეს მდგომარეობა თვალზე, რადგან თვალის თიროიდული დაავადება ხანდახან გვხვდება ჰიპოაქტიური (დაბალაქტიური) ფარისებრი ჯირკვალით.

დაავადებულ პაციენტებშიც და ასევე იშვიათ შემთხვევებში ნომრალური ფარისებრი ჯირკვლის მქონე ადამიანებშიც.

სხვა გამომწვევი მიზეზები

ეგზოფთალმია შესაძლებელია გამოწვეული იყოს სხვა მიზეზებითაც, მაგრამ ეს შემთხვევები თვალის თიროიდულ დაავადებასთან შედარებით ძალიან იშვიათია.

სხვა მიზეზები შესაძლებელია მოიცავდეს:

  • თვალის მექანიკურ დაზიანებას
  • თვალის უკან სისხლდენას
  • თვალის უკან მდებარე სისხლძარღვების ანომალიურ ფორმას
  • თვალის ბუდის ქსოვილის ინფექციას
  • კიბოს - როგორიცაა ნეირობლასტომის ან რბილი ქსოვილის სარკომით გამოწვეულ სიმსივნეები.

ეგზოფთალმია შესაძლებელია დაემართოს ახალშობილსაც თუ დაიბადნენ ნორმალურზე უფრო წვრილი თვალის ფოსოებით.

ეგზოფთალმიასთან დაკავშირებული სხვა პრობლემები

იმისდამიხედვით თუ რა არის თვალის ამოზნექის მიზეზი, შესაძლებელია აღინიშნებოდეს დამატებითი სიმპტომებიც. მაგალითად, თუ ეგზოფთალმია გამოწვეულია თვალის თიროიდულ დაავადებასთან მაშინ თვალის ამოზნექვასთან ერთად შეიძლება გქონდეთ სხვა სიმპტომებიც, როგორიცაა:

  • ანთება, სიწითლე და ტკივილი
  • სიმშრალე და შეგრძნება თითქოს ქვიშა ჩაგეყარათ თვალში
  • ცრემლიანობა
  • სინათლეზე გაზრდილი მგრძნობელობა(ფოტოფობია).

შეიძლება გქონდეთ გაორმაგებული ხედვაც.

მწვავე შემთხვევებში შესაძლებელია გაგიჭირდეთ თვალის ბოლომდე დახუჭვაც. შედეგად შესაძლებელია დაზიანდეს თვალის რქოვანა (გამჭვირვალე ქსოვილი, რომელიც ფარავს თვალს გარედან) მისი გამოშრობის შედეგად.

თუ რქოვანა ზედმეტად გამოშრება, შესაძლებელია განვითარდეს წყლულები ან ინფექციებიდა ამან შესაძლებელია დააზიანოს მხედველობა თუ დროულად არ მოხდა მკურნალობა.

ეგზოფთალმიის დროს არსებობს ასევე ოპტიკური ნერვის (ნერვი რომელიც თვალიდან ტვინს გადასცემს სიგნალს) დაჭყლეტვის მცირე რისკი, რომელმაც სასწრაფო მკურნალობის გარეშე შესაძლოა გამოიწვიოს მხედველობის მუდმივი დაკარგვა.

ეგზოფთალმიის დიაგნოზი

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმ თუ შეატყობთ, თქვენი თვალი ამოიზნიქა უჩვეულოდ, რადგან მკურნალობა უფრო ეფექტურია დაავადების საწყის ეტაპზე დაწყების შემთხვევებში.

ექიმმა შეიძლება გაგაგზავნოთ ოფთალამოლოგთან (პროფესიონალი, რომელიც სპეციალიზებულია თვალის დიაგნოზირებასა და მკურნალობაში). ოფთალმოლოგი შეამოწმებს რამდენად კარგად შეგიძლიათ თვალების მოძრაობა. მათ შეიძლება ასევე გამოიყენონ ინსტრუმენტი - ეგზოფთალმომეტრი, რათა გაზომონ თქვენი თვალების ამოზნექილობა.

თუ ოფთალმოლოგს უნდა, რომ უფრო დეტალურად ნახოს თვალის ბუდის მდგომარეობა, შეიძლება დაგჭირდეთ კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ)  ან მაგნიტურ რეზონანსული კვლევა (მრკ).

შესაძლებელია ჩაგიტარდეთ სისხლის ანალიზი, რომ შეფასდეს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირება და შესაძლებელია გადაგამისამართონ ენდოკრინოლოგთანაც (ექიმი სპეციალისტი, რომელიც სპეციალიზირებულია ჯირკვლების და ჰორმონების ფუნქციონირებაში) თუ ფარისებრი ჯირკვლის მიერ გამოყოფილი ჰორმონების დონე არ იქნება ნორმის ფარგლებში.

ეგზოფთალმიის მკურნალობა

მკურნალობა დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე.

თუ იგი გამოწვეულია თვალის თიროიდული დაავადებით, შემდეგი მკურნალობის მეთოდები უმეტესწილად არის ეფექტური:

  • სისხლში თიროიდული ჰორმონების დასაბალანსებელი (ნორმაში მომყვანი) წამლები - შესაძლებელია ამ წამლებმა არ გააუმჯობესონ თვალის მდგომარეობა, მაგრამ სავარაუდოა რომ შეძლებენ შეაჩერონ გაუარესება
  • კორტიკოსტეროიდების გამოყენება(მედიკამენტი, რომელიც შეიცავს ხელოვნურად შექმნილ კორტიზოლს) ინტრავენურად (ვენაში ინექციის გაკეთებით) - შესაძლებელია დაგეხმაროთ თვალის მტკივნეული ანთებითი პროცესის შემცირებაში
  • ქირურგიული ოპერაცია - როდესაც ანთებითი პროცესი კონტროლს დაექვემდებარება კორექტიული ქირურგიული ჩარევით შესაძლებელია თვალისთვის შესახედაობის დაბრუნება.

სხვა სასარგებლო რცევები მოიცავს:

  • სიგარეტის მოწევის შეწყვეტას
  • ხელოვნური ცრემლების გამოყენებას - სიმშრალის და გაღიზიანების შესამცირებლად და
  • სპეციალური ლინზების ხმარებას, რომლებიც გაასწორებენ გაორებულ მხედველობას.

სხვა შემთხვევებში მკურნალობა დამოკიდებული იქნება გამომწვევ მიზეზებზე. მაგალითად იმ შემთხვევებში, როდესაც ეგზოფთალმია გამოწვეულია კიბოს მიერ, საჭიროა მკურნალობა, როგორიც არის რადიოთერაპია, ქიმიოთერაპია ან/და ქირურგიული ჩარევა. 

პერსპექტივა

ეგზოფთალმიის მკურნალობის პერსპექტივა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული.

თვალის თიროიდული დაავადების სიმპტომების დიდი რაოდენობა უმეტესწილად თავისით უმჯობესდება დროთა განმავლობაში. თუმცა ამას შესაძლებელია დასჭირდეს წლები და არსებობს შანსირ ომ თვალები გააგრძელებენ წინ წამოწევას თუ კორექტიული ქირურგიული ჩარევა არ ჩატარდა.

ეგზოფთალმიით დაავადებულ ზოგიერთ ადამიანს რჩება მხედველობის გრძელვადიანი პრობლემები, როგორიცაა გაორმაგებული მხედველობა, მაგრამ მხედველობის მუდმივი დაკარგვა ძალიან იშვიათია თუ მდგომარეობა დროულად იდენტიფიცირდა და დაინიშნა დროული მკურნალობა.

კომენტარის დამატება