Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » ვიტილიგო

ვიტილიგო

177

ვიტილიგო არის ხანგრძივი მდგომარეობა, რომელიც იწვევს ფერმკრთალი, თეთრი ლაქების განვითარებას კანზე, ეს გამოწვეულია მელანინის ნაკლებობით.

ვიტილიგომ შეიძლება დააზიანოს კანის ნებისმიერი ადგილი, მაგრამ ყველაზე ხშირად მზის სხივებისაგან დაუცველ ადგილებში ჩნდება, როგორებიცაა სახე, კისერი და ხელები.

მდგომარეობა განსხვავებულია ადამიანებში. ზოგიერთ ადამიანს უვითარდება მხოლოდ რამდენიმე მცირე ზომის თეთრი ლაქა, რომლებიც არ პროგრესირებს. სხვებს კი უვითარდებათ დიდი ლაქები, რომლებიც ერთმანეთს უერთდებიან და ფარავენ დიდ ნაწილს.

არ არსებობს გზა რომლითაც შეიძლება განსაზღვრო კანის რა ნაწილი დაზიანდება. თეთრი ლაქები როგორც წესი სამუდამოა.

რატომ ვითარდება ვიტილიგო?

ვიტილიგო ვითარდება კანის დაზიანებულ ადგილებში მელანინის ნაკლებობის შედეგად. მელანინი, რომელიც წარმოიქმნება კანის სპეციალური უჯრედების - მელანოციტების მიერ, აძლევს კანს თავის ფერს და იცავს მზისგან. ზუსტად არ არის ცნობილი რა იწვევს მელანინის ნაკლებობას, მაგრამ ეს უკავშირდება იმუნურ სისტემას (აუტოიმუნური მდგომარეობები) და კანში ნერვულ დაბოლოებებს.

გარკვეულ მიზეზებს შეუძლია გაზარდის ვიტილიგოს განვითარების რისკი, ეს არის ამ დაავადების ოჯახური ისტორია, ან სხვა აუტოიმუნური პრობლემა, როგორიცაა ჰიპერთიროიდიზმი (ზედმეტად აქტიური ფარისებრი ჯირკვალი).

ვიტილიტო არ არის გამოწვეული ინფექციით და თქვენ არ გადაგედებათ იგი ამ დაავადების მქონე პირებთან ურთიერთობით.

რამდენად ხშირია ვიტილიგო?

დიდ ბრიტანეთში 100-დან 1 ადამიანს უვითარდება ვიტილიგო. იგი როგორც წესი იწყება 20 წლის ასაკში, თუმცა შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ასაკში. მამაკაცები და ქალები ამ დაავადების განვითარების თანაბარი რისკის ქვეშ არიან, ისევე როგორც ნებისმიერი ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები.

დიაგნოზი

ვიტილიგოს იდენტიფიცირება ხდება ექიმის მიერ ფიზიკური გასინჯვის შემდეგ. თქვენ ასევე შეიძლება გკითხონ ოჯახის სადმეცინო ისტორიის შესახებ და მოქმედებს თუ არა თქვენს თვითშეფასებაზე დაავადება.

ზოგიერთ შემთხვევაში ულტრაიისფერი სანათური, რომელიც ცნობილია, როგორც “ვუდის ნათურა”, შეიძლება გამოიყენონ რათა გასინჯონ კანი უფრო დეტალურად და გამორიცხონ კანის სხვა დაავადებები.

დამატებით შესაძლებელია ჩაგიტარონ გამოკვლევები სხვა ავტოიმუნური დაავადებების შესახებ, როგორიცაა დიაბეტი. ზოგჯერ იღებენ სისხლის ანალიზს, რომ შემოწმდეს რამდენად ნორმალურად ფუნქციონირებს ფარისებრი ჯირკვალი.

როგორ მკურნალობენ ვიტილიგოს?

თეთრი ლაქები, რომელიც გამოწვეულია ვიტილიგოთი, როგორც წესი მუდმივია, თუმცა არსებობს მკურნალობის საშუალებები, რომლებიც აუმჯობესებენ მდგომარეობას.

თუ ლაქები პატარაა, გამოიყენება კანის დასაფარი სხვადასხვა კრემები მათ დასაფარავად.

ზოგადად, კომბინაციური მკურნალობა, როგორიცაა ფოტოთერაპია (სინათლით მკურნალობა) და წამლები იძლევა საუკეთესო შედეგს.

ზოგიერთ შემთხვევაში მკურნალობის შედეგად შესაძლებელია მოხდეს პიგმენტის (ფერის) აღდგენა დაზიანებულ აგილზე, მაგრამ როგორც წესი ეს დიდხანს არ გრძელდება.

მკურნალობა ვერ აჩერებს დაავადების გავრცელებას.

გართულებები

ვიტილიგოს ზოგიერთ შემთხვევაში შეუძლია გამოიწვიოს სხვა პრობლემებიც.

მელანინის ნაკლებობის გამო კანი უფრო მეტად მგრძნობიარე ხდება მზის სხივებისადმი. თუ არ მოხდა მათი დაფარვა მზის სხივებისაგან დამცავი ძლიერი კრემებით, იზრდება მზის დამწვრობის მიღების რისკები.

ვიტილიგომ ასევე შეიძლება გმოიწვიოს თვალში პიგმენტაციის დაკლება და ასევე სმენის ნაწილობრივი დაქვეითება (ჰიპოაკუზი).

ამ დაავადებით დაავადებულთათვის ძალიან ხშირია თავდაჯერებულობის და თვითშეფასების შემცირების პრობლემები, განსაკუთრებით კი თუ დაავადება გავრცელებულია გამოსაჩენ ადგილებზე, როგორებიცაა სახე, ხელები, კისერი და ა.შ.

კომენტარის დამატება