Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » ვარიკოზული ვენები

ვარიკოზული ვენები

174

ვარიკოზული ვენები არის გადიდებული და შესიებული ვენები, ჩვეულებრივ ლურჯ, ან მუქ მეწამულ ფერში, რომლებიც ძირითადად ჩნდება ფეხებზე. ისინი ასევე შეიძლება იყოს ბორცვის, გამობურცულობის ან გადაჯვარედინების სახის.

სხვა სიმპტომებია:

  • ქავილი, სიმძიმე და დისკომფორტი ქვემო კიდურებში
  • შეშუპებული ქვემო კიდურები და კოჭები
  • კუნთების უნებლიე შეკუმშვები ქვემო კიდურებზე
  • ქვედა კიდურებზე მშრალი კანი და შეცვლილი ფერი.

ექიმს შეუძლია ვარიკოზული ვენების დიაგნოზირება ამ სიმპტომების გათვალისწინებით, თუმცა შეიძლება დამატებითი გამოკვლევებიც გახდეს საჭირო.

რატომ ემართებათ ვარიკოზული ვენები?

ვარიკოზული ვენები ვითარდება მაშინ, როდესაც ვენებს შიგნით არსებული პატარა სარქველები ფუნქციას ვეღარ ასრულებენ. ჯანმრთელ ვენაში სისხლი მიემართება მხოლოდ გულისკენ. უკან მიდინებას ხელს უშლის პატარა სარქველები, რომლებიც იხსნება და იკეტება სისხლის მიდინების გასაკონტროლებლად. თუ სარქველები დასუსტდება ან დაზიანდება, სისხლი შეიძლება უკან გაედინოს და დაგროვდეს ვენებში, ეს კი გამოიწვევს მის შესიებას და გადიდებას (ვარიკოზი).

კონკრეტულ ფაქტორებს შეუძლია ვარიკოზული ვენების განვითარების შანსის გაზრდა, როგორებიცაა:

  • ორსულობა
  • ჭარბწონიანობა
  • ასაკი.

ვის ემართება?

ვარიკოზული ვენები გავრცელებული მდგომარეობაა, გამოვლენილია 10-დან 3 ზრდასრულში და ქალებში უფრო ხშირია, ვიდრე მამაკავებში.

ნებისმიერ ვენა შეიძლება გახდეს ვარიკოზული, მაგრამ ეს უფრო ხშირად ქვემო კიდურებსა და ტერფზე ხდება, განსაკუთრებით წვივებზე. ეს იმიტომ, რომ დგომა, ან სიარული დამატებით ზეწოლას ახდენს ქვედა ტანის ვენებზე.

ვარიკოზული ვენების მკურნალობა

ადამიანთა უმეტესობისთვის, ვარიკოზული ვენები არ წარმოადგენს სერიოზულ პრობლემას. მათ ექნებათ არასასიამოვნო შეხედულება, მაგრამ არ მოახდენს რაიმე ზეგავლენას ცირკულაციაზე და არ გამოიწვევს გულის პრობლემებს. ვარიკოზული ვენების უმეტესობას არ სჭირდება მკურნალობა.

თუ აუცილებელია მკურნალობა, ექიმი პირველადი რეკომენდაციის სახით გირჩევთ სპეციალური მაღალყელიანი კომპრესიის წინდების გამოყენებას ექვს თვემდე პერიოდით. ასევე დაგინიშნავთ დამატებით ვარჯიშებს და დასვენების დროს გირჩევთ დაზიანებული ადგილის ზემოთ აწევას.

თუ ამის შემდეგ, ვარიკოზული ვენები კიდევ იწვევს ტკივილს ან დისკომფორტს, ან იწვევენ რაიმე გართლებებს, მათი მკურნალობა შეიძლება რამდენიმე გზით, აქედან ყველაზე ხშირია:

  • ენდოთერმული აბლაცია - დაზიანებულ ვენების დასაკეტად სითბოთი მოქმედება
  • სკლეროთერაპია - იყენებს სპეციალურ ქაფს, რომელიც დაკეტავს დაზიანებულ ვენებს
  • ქირურგიული ჩარევით დაზიანებული ვენების ამოკვეთას.

ვარიკოზული ვენების თავიდან აცილება

ვარიკოზული ვენების გაუარესების, ან ახალი ვარიკოზების განვითარების თავიდან აცილების შესაძლებლობაზე ძალაინ მცირე რაოდენობის მტკიცებულებებია.

თუმცა, არსებობს სხვადასხვა გზა, უკვე არსებული ვარიკოზული ვენების სიმპტომების შესამსუბუქებლად, ესენია:

  • მოერიდეთ დიდი ხნით დგომას ან უმოძრაოდ ჯდომას, ეცადეთ, რომ იმოძრაოთ ყოველ 30 წუთში
  • დაისვენეთ რეგულარულად დღის განმავლობაში, ასწიეთ ფეხები ბალიშზე დასვენებისას დისკომფორტის მოსახსნელად
  • ივარჯიშეთ რეგულარულად, ამას შეუძლია დაგეხმაროთ ცირკულაციის გაუმჯობესებასა და ჯანსაღი წონის შენარჩუნებაში.

კომენტარის დამატება