Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » ვარიკოზული ეგზემა

ვარიკოზული ეგზემა

275

ვარიკოზული ეგზემა კანის ქრონიკული (გრძელ ვადიანი) დაავადებაა, რომელიც ეფექტს ახდენს ფეხის ქვედა ნააწილებზე და ხშირია ვარიკოზული ვენების მქონე ადამიანებში.

ის ასევე ცნობილია, როგორც ვენური ეგზემა, ან გრავიტაციული ეგზემა.

ნიშნები და სიმპტომები

ეგზემის ყველა ტიპის მსგავსად, ამ შემთხვევაშიც, კანი ხდება:

  • ქავილიანი
  • წითელი და შეშუპებული
  • მშრალი და დაშრევებული
  • ქერცლოვანი ან ქერქისმაგვარი.

ამ დაავადების ქონისას, შესაძლებელია იყოს პერიოდები, როდესაც ეს სიმპტომები გამოსწორდება, ან პირიქით უფრო დამძიმდება.

ფეხები შეიძლება შეშუპდეს, განსაკუთრებით დღის ბოლოს, ან დიდი ხნით ფეხზე დგომის შემთხვევებში. ვარიკოზული ვენები (შეშუპებული და გადიდებული ვენები), ხშირად ხილულია ფეხებზე.

ზოგიერთ ადამიანს დამატებით აღენიშნება სხვა სიმპტომებიც, როგორებიცაა:

  • კანის გაყავისფერება
  • წითელი, მგრძნობიარე და გადაჭიმული კანი, რომელიც შემთხვევით შეიძლება გამაგრდეს (ლიპოდერმატოსკლეროზი)
  • მცირე ზომის, თეთრი ნაირევების გაჩენა (ატროფიული ბლანში)
  • ტკივილი
  • ეგზემის სხეულის სხვა ადგილებში გამოვლინება.
  • მკურნალობის გარეშე დატოვებულმა ამ მდგომარეობამ, შეიძლება გამოიწვიოს ფეხის წყლულები. ეს წყლულები გრძელ-ვადიანი ჭრილობებია, რომლებიც ფორმირდება კანის დაზიანებულ ადგილზე.

როდის უნდა მიმართოთ სამედიცინო რჩევას

აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ გაგიჩნდათ ვარიკოზული ეგზემის სიმპტომები. ექიმს დიაგნოზის დასმა ხშირად შეეძლება კანზე უბრალო ვიზუალური დაკვირვებით.

რა იწვევს ვარიკოზულ ეგზემას?

ვარიკოზულ ეგზემას იწვევს ფეხის ვენებზე გაზრდილი წნევა.

როდესაც ვენების შიგნით არსებული პატარა სარქველები ვეღარ ფუნქციონირებენ სწორად, სისხლისთვის ძნელია მიზიდულობის ძალის გადალახვა და მის საწინააღმდეგოდ, ზემოთ მოძრაობა და შესაბამისად შეიძლება დაიწყოს ქვემოთ (საწინააღმდეგო მიმართულებით) მოძრაობა. ამ დროს იზრდება წნევა ვენებში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სითხის გარეშემომსაზღვრავ ქსოვილებში გადადინება. მოიაზრება, რომ ვარიკოზული ეგზემა შეიზლება განვითარდეს სწორედ ამ სითხის მიმართ ორგანიზმის იმუნური სისტემის რეაქციის შედეგად.

ვარიკოზული ეგზემა უფრო ხშირია ვარიკოზული ვენებით დაავადებულ ადამიანებში, რადგან ეს ხშირად იმის მაჩვენებელია, რომ ფეხის ვენები არ ფუნქციონირებენ ნორმალურად.

ვარიკოზული ეგზემის მკურნალობა

ვარიკოზული ეგზემა გრძელ-ვადიანი პრობლემაა. თუმცა, ამ მდგომარეობის გასაკონტროლებლად არსებობს სამკურნალო საშუალებები.

ადამიანთა უმეტესობისთვის, მკურნალობა მოიცავს შემდეგი საშუალებების კომბინაციებს:

  • თვით-დახმარების საშუალებებს - მათ შორის სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესების გზებს, როგორიცაა ფიზიკური აქტიურობა და ფეხების ხშირი აწევა
  • ემოლიენტები - კანის დამატენიანებელი საშუალებები, გამოშრობის საწინააღმდეგოდ
  • ზედაპიული კორტიკოსტეროიდები - კრემები და მალამოები, რომლებსაც ისვამენ კანზე ეგზემის სამკურნალოდ და სიმპტომების შესამსუბუქებლად
  • კომპრესეები - განსაკუთრებით მაღალყელიანი წინდების სახის კომპრესები, რომელიც გამოიყენება ყოველდღიურად და რომელიც უწერს ფეხებს, რომ დაეხმაროს სისხლის მიმოქცევას.

თუ, ეს სამკურნალო საშუალებები საკმარისი არ იქნება, გადაგამისამართებენ დერმატოლოგთან, რომ შემოწმდეს ხომ არ არის ეს სიმპტომები სხვა მდგომარეობით გამოწვეული, ან ხომ არ არის ეგზემის სხვა სახეობა, მაგალითად კონტაქტური დერმატიტი.

ვარიკოზული ვენების შემთხვევაში, შეიძლება გადაგამისამართონ ვასკულარულ სპეციალისტთან (ექიმთან, რომელიც სპეციალიზებულია ვენებთან დაკავშირებულ საკითხებში). მათ შეუძლიათ გამოიძიონ და უმკურნალონ გამომწვევ ვენურ პრობლემას.

ეგზემის სხვა სახეობები

ეგზემა არის კანის დაავადებათა ჯგუფის სახელწოდება, რაც იწვევს კანის გამოშრობასა და გაღიზიანებას. მისი სხვა სახეობებია:

  • ატოპიური ეგზემა (ასევე ცნობილი, როგორც ატოპიური დერმატიტი) - ეგზემის ყველაზე ხშირი სახეობა
  • კონტაქტური დერმატიტი - ეგზემის ტიპი, რომელიც კონკრეტულ ნივთიერებასთან შეხების შემდეგ ვლინდება
  • დისკოიდური ეგზემა - იწვევს ცირკულარული ან ოვალური ტიპის ეგზემას

კომენტარის დამატება