Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » ჰეპატიტი B

ჰეპატიტი B

208

ჰეპატიტი B არის ვირუსის ტიპი, რომელსაც შეუძლია ღვიძლის ინფიცირება.

სიმპტომები შესაძლოა იყოს:

  • გულისრევა
  • პირღებინება
  • მადის დაკარგვა
  • გრიპის მსგავსი სიმპტომები, როგორიცაა დაღლილობა, ზოგადი ტკივილი, თავის ტკივილი
  • კანისა და თვალების გაყვითლება (სიყვითლე).

თუმცა, ბევრი ადამიანი ვერ ამჩნევს, რომ არიან დაინფიცირებულები, რადგან სიმპტომები შეიძლება არ გამოვლინდეს მაშინვე, ან შესაძლოა საერთოდ არ გამოიხატოს.

ამ დაავადების სიმპტომების განვითარებას, ვირუსით დაინფიცირების შემდეგ 40-დან 160 დღემდე სჭირდება, გამოსავლენად.

როგორ ვრცელდება  ჰეპატიტი B?

ჰეპატიტი B შეიძლება გავრცელდეს სისხლისა და სხეულის სითხეების საშუალებით, როგორიცაა სპერმა და საშოს სითხე, ასე რომ ის შეიძლება დაგვემართოს:

  • დაუცველი  სქესობრივი კავშირის დროს, ასევე ანალური და ორალური სქესობრივი კავშირისას
  • ნემსის  გაზიარებით ისეთი წამლის გასაკეთებლად, როგორიცაა ნარკოტიკული საშუალებები.

ჰეპატიტი B ორსულობისას

დედას შეუძლია  გადასცეს ეს ინფექცია თავის ახალშობილს, მაგრამ ინფიფირების პრევენცია შესაძლებელია ბავშვის დაბადებისთანავე აცრით.

ინგლისში, ადამიანებს,  რომლებიც არიან რისკის ქვეშ, მიეკუთვნებიან ის ადამიანები, რომლებიც:

  • იკეთებენ  ინექციურ წამლებს
  • ხშირად  იცვლის სქესობრივ პარტნიორს.

როგორ ხდება დიაგნოზირება?

ჰეპატიტი B-ს დიაგნოზირება ხდება სისხლის ანალიზის საშუალებით, რომელიც აჩვენებს ამ ვირუსის ზედაპირულ ანტიგენზე პოზიტიურ ტესტს (ვირუსის გარეთა ზედაპირი, რომელიც  ჩართავს იმუნური სისტემის რეაქციას).

პოზიტიური ტესტი მიგვანიშნებს იმას,  რომ ღვიძლი გამოყოფს B ჰეპატიტის ცილას სისხლში, რომელიც ნიშნავს ქრონიკულ ინფექციას.

ექიმმა შეიძლება მოითხოვოს ღვიძლის ფუნქციის შესამოწმებელი ტესტიც. ის არის სისხლის ანალიზი, რომელიც ზომავს სისხლის მიმოქცევაში არსებულ ფერმენტებსა და ცილებს,  ეს კი მიანიშნებს არის თუ არა ღვიძლი დაზიანებული. B ჰეპატიტით დაინფიცირების შემთხვევაში ეს ტესტი ხშირად მომატებულ რაოდენობას აჩვენებს.

ინფექციის სტადიები

შემთხვევათა უმეტესობაში, ჰეპატიტი B-ს ვირუსი დარჩება მხოლოდ ერთიდან სამ თვემდე. ეს პერიოდი ცნობილია, როგორც მწვავე ჰეპატიტი B.

ზრდასრულებში, 20-დან დაახლოებით 1 შემთხვევაში ვირუსი დარჩება ექვსი თვის, ან მეტი დროის განმავლობაში, შეუმჩნეველი სიმპტომებით. ამ  მდგომარეობას უწოდებენ ქრონიკულ ჰეპატიტ B-ს.

ქრონიკული ჰეპატიტი B განსაკუთრებით გავრცელებულია ჩვილებში და პატარა ბავშვებში: 10-დან 9 ბავშვს, რომელიც დაინფიცირებულია დაბადებისას, და 5-დან 1 ბავშვს, რომელიც ადრეულ ბავშვობაში დაინფიცირდა, დიდი ალბათობაა განუვითარდეს  ხანგრძლივი ტიპის, ანუ ქრონიკული ინფექცია.

ქრონიკული ჰეპატიტი B-ს მქონე ადამიანებს, მიუხედავად იმისა, რომ სიმპტომები შეიძლება არ ჰქონდეთ გამოხატული, მაინც შეუძლიათ ვირუსის  სხვებისთვის გადადება.

ქრონიკული ჰეპატიტი B-ს მქონეთა დაახლოებით 20%-ს განუვითარდება ღვიძლის დანაწევრება (ციროზი), რომლის განვითარებასაც 10-დან 20 წლამდე  დასჭირდება, და 10-დან 1 ადამიანს, რომელსაც აქვს ციროზი, განუვითარდება ღვიძლის სიმსივნე.

როგორ ხდება  მკურნალობა?

არ არსებობს სპეციფიკური მკურნალობა მწვავე ჰეპატიტი  B-სი, მაგრამ სიმპტომების მოსახსნელად გამოიყენება ტკივილგამაყუჩებლები.

ქრონიკული ჰეპატიტი B-ს  მკურნალობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენადაა დაზიანებული ღვიძლი. მისი მკურნალობა შესაძლებელია მედიკამენტების საშუალებით, რომლებიც შეანელებენ ვირუსის გამრავლებას და აგვაცილებენ თავიდან ღვიძლის დაზიანებას.

შესაძლებელია  მისი პრევენცია?

არსებობს ვაქცინა, რომელიც მიჩნეულია,  რომ არის 95%-იანი ეფექტური ჰეპატიტი B-ს პრევენციისთვის.

ვაქცინაცია რეკომენდირებულია მხოლოდ მაღალი რისკის მქონე ადამიანებისთვის, რომლებიც:

  • იკეთებენ ინექციურ წამლებს, ან აქვთ სქესობრივი კავშირი ინექციური წამლების გამომყენებელ პირთან
  • იცვლიან ხშირად სქესობრივ პარტნიორებს
  • მოგზაურობენ მსოფლიოს ისეთ ადგილებში, სადაც გავრცელებულია ჰეპატიტი B
  • სამედიცინო პერსონალისთვის, რომლებიც შეიძლება იყვნენ დაავადებულებთან ახლო კონტაქტში.

ორსული ქალებისთვის  შესაძლებელია სკრინინგი, ჰეპატიტი B-ს აღმოსაჩენად. თუ აღმოჩნდებიან დაინფიცირებულები, მათ ახალშობილს დაბადების შემდეგ უმოკლეს დროშივე უნდა გაუკეთდეს ვაქცინაცია, ინფიცირების პრევენციისთვის.

ვის ემართება?

ჰეპატიტი B არის იშვიათი ინგლისში, შემთხვევათა უმეტესობა კი ფიქსირდება ისეთ რისკ-ჯგუფებში, როგორიცაა ინექციური წამლის გამომყენებლები, მამაკაცები, რომელთაც სქესობრივი კავშირი აქვთ სხვა მამაკაცებთან და კონკრეტული ეთნიკური წარმომადგენლები (მაგალითად სამხრეთ აზიელი, აფრიკელი და ჩინელი). 2011 წელს, ინგლისში დაფიქსირდა 5,478 ახალი შემთხვევა.

მსოფლიოს  სხვა ადგილებში ის ბევრად გავრცელებულია, მაგალითად აღმოსავლეთ აზიაში და აფრიკის საჰარის უდაბნოს ქვემოთ არსებულ ტერიტორიებზე. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თანახმად, წელიწადის განმავლობაში მთელს მსოფლიოში 600,000 ადამიანი იღუპება ამ ინფექციის გამო.

პერსპექტივები

ჰეპატიტი B-თი ინფიცირებულ ადამიანთა უმრავლესობა ახერხებს ვირუსის დამარცხებას და სრულად გამოჯანმრთელებას ერთი-ორი თვის განმავლობაში.

ქრონიკული ჰეპატიტი B-ს მქონე პაციენტების უმრავლესობას, ძალიან მცირედით უზიანდებათ ღვიძლი. კიდევ უფრო მცირე რაოდენობას უვითარდება ციროზი და ზოგიერთ შემთხვევაში ღვიძლის კიბო.

ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ვაქცინაციის ჩატარება, თუ აღმოჩნდებით მაღალი რისკის მქონე ადამიანთა სიაში.

ღვიძლი

ღვიძლი წარმოადგენს ორგანიზმის “ქარხანას”, რომელიც ასრულებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ასეულობით საქმეს, მათ შორის:

  • ინახავს გლიკოგენს, ნახშირწყალს რომელიც გამოყოფს მოკლე-ვადიან ენერგიას
  • წარმოქმნის ნაღველს,  რომელიც ორგანიზმს ეხმარება ცხიმების მონელებაში
  • წარმოქმნის ნივთიერებებს, რომლებიც ადედებს სისხლს
  • ამუშავებს და ორგანიზმიდან გამოაქვს ალკოჰოლი, ტოქსინები და წამლები.

ადამიანს მხოლოდ ერთი ღვიძლი აქვს,  მაგრამ ის საკმაოდ ძლიერია. ის აგრძელებს მუშაობას მაშინაც კი, როდესაც ძლიერ დაზიანებულია და მუდმივად ცდილობს თავისი თავის აღდგენას, იქამდე სანამ ძალიან ძლიერად არ დაზიანდება.

კომენტარის დამატება