Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » თვალის კიბო

თვალის კიბო

607

თვალის ავთვისებიანი სიმსივნე (კიბო), ცნობილი როგორც ოკულარული კიბო,არის იშვიათი დაავადება, ყოველწლიურად დიდ ბრიტანეთში დაახლოებით 430 შემთხვევა გვხვდება.

არსებობს რამდენიმე სხვადასხვა ტიპის თვალის სიმსივნე. ესენი მოიცავს:

  • თვალის მელანომა - ეს შეიძლება იყოს ინტრაოკულარული, კონუქტივის ან კანის მელანომა
  • ბაზალური უჯრედის კარცინომა
  • ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა
  • ლიმფომა
  • ცხიმოვანი უჯრედის კარცინომა
  • რეტინობლასტომა - თვალის კიბო ბავშვებში.

სიმსივნე ზოგჯერ ვითარდება თვალის გარშემო არსებულ ქსოვილში, როგორიც არის ქუთუთო, ფოსო,ან საცრემლე ჯირკვალი. ის ასევე შეიძლება გავრცელდეს თვალში სხეულის სხვა ადგილებიდან და ცნობილია, როგორც მეორადი სიმსივნე ანუ მეტასტაზი.

მელანომა არის თვალის ყველაზე ხშირი ინტრაოკულარული სიმსივნე, და ეს სტატიაც განიხილავს თვალის სწორედ ამ ტიპის სიმსივნეს.დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ინგლისში არსებული სიმსივნის კვლევის ცენტრის  საიტი, ასევე ინფორმაცია თვალის სხვა ტიპის სიმსივნეების შესახებ.

თვალის სიმსივნის სიმპტომები

არსებობს უამრავი სიმპტომი, რაც დამახასიათებელია თვალის სიმსივნისთვის, ისინი მოიცავს:

  • ერთი თვალის ამოზნექვა (პროპტოზი)
  • მხედველობის ნაწილობრივი ან სრული დაკარგვა, ან ბუნდოვანი მხედველობა
  • ტკივილი თვალის გარშემო, თუმცა იგი იშვიათია
  • თვალის ან მის გარშემო არსებული ქსოვილის გარეგნული ცვლილება

ასევე შეიძლება გქონდეთ:

  • სინათლის გაელვებას, წერტილებს, ლაქების, ან ხაზების აღქმა თვალის წინ
  • ამობურცული ნაწილი ქუთუთოზე ან თვალში, რომელიც იზრდება ზომაში

ამ სიმპტომების უმეტესობა ასევე დამახასიათებელია თვალის სხვა დაავადებებისთვისაც და ამ ნიშნების ქონა აუცილებლად არ ნიშნავს სიმსივნეს.

თუმცა, ძალზედ მნიშვნელოვანია ექიმმა შეისწავლოს თქვენი სიმპტომები რაც შეიძლება დროულად. რაც უფრო ადრეულ ეტაპზე დაისმება სიმსივნის დიაგნოზი, მით უფრო მარტივი და შედეგიანი იქნება მისი მკურნალობა.

თვალის მელანომა

მელანომა არის სიმსივნე, რომელიც ვითარდება პიგმენტის წარმომქმნელ უჯრედებში - მელანოციტებში. მელანომების უმეტესობა ვითარდება კანში, მაგრამ ასევე შესაძლებელია გამოვლინდეს სხეულის სხვა ნაწილებში, მაგალითად თვალში.

ოკულარული მელანომაძირითადად იწყება თვალის კაკალში, თუმცა შემთხვევით ის შეიძლება დაიწყოს ქუთუთოზე, ან კონუქტივაზე (თხელი ლორწოვანი მემბრანა, რომელიც ფარავს თვალის წინა გარსს).

ოკულარული მელანომის სიმპტომები მოიცავს მხედველობის უეცარ დაქვეითებასა და ჩრდილებისა და არარსებული სინათლის გაელვების ხედვას. ზოგჯერ იგი არ იწვევს არანაირ სიმპტომს, და მისი აღმოჩენა ხდება თვალის რუტინული ტესტის  საშუალებით.

თქვენ უნდა მიმართოთ ექიმს თუ გაქვთ თვალის ეს სიმპტომები, რადგან საჭიროა მათი შემდგომი გამოკვლევები.

მელანომის განვითარების რისკი იზრდება ასაკის მატებასთან ერთად, უმეტესობა შემთხვევები დიაგნოზირდება 50 წლის ასაკში.

რა იწვევს თვალის მელანომას?

ჩამოთვლილი ფაქტორები ზრდიან მელანომის განვითარების რისკს:

  • თვალის ღია ფერი- თუ თქვენ გაქვთ ლურჯი, ნაცრისფერი, ან მწვანე თვალები, თქვენ გაქვთ მელანომის განვითარების უფრო მაღალი რისკი ვიდრე ყავისფერი თვალის მქონე ადამიანებს.
  • უჩვეულო ხალები- თუ თქვენ გაქვთ არალეგულარული ფორმის, უჩვეულო ფერის ხალები, თქვენ კანის სიმსივნისა და თვალის მელანომის განვითარების უფრო მაღალი რისკის ქვეშ ხართ
  • მზის სხივების ზედმეტი ზემოქმედება- იგი არის კანის სიმსივნის ცნობილი რისკ ფაქტორი. იგი ასევე შეიძლება თვალის მელანომის გამომწვევი ფაქტორიც იყოს (თუმცა ჯერჯერობით არ არსებობს ამის დამადასტურებელი მეცნიერული სამხილები)
  • ულტრაიისფერი რადიაცია - არსებობს საბუთი იმისა, რომ ეს რადიაცია წარმოადგენს თვალის მელანომის რისკს იმ ადამიანებში, რომლებიც მუშაობენდადუღებაზე

იხილეთ მეტი თემაზე: თვალის სხვა ტიპის სიმსივნის რისკ ფაქტორები. 

თვალის მელანომის დიაგნოზირება

ოფთალმოლოგი (თვალის დაავადებების დიაგნოზირებასა და მკურნალობაში სპეციალიზებული ექიმი) გამოიკვლევს თქვენს თვალებს.

თუ იგი ეჭვობს, რომ თქვენ გაქვთ მელანომა, გადაგამისამართებენ თვალის კიბოს ცენტრში. დიდ ბრიტანეთში არსებობს ასეთი ოთხი ცენტრი, რომელიც მდებარეობს:

  • ლონდონში
  • შეფილდში
  • ლივერპულში
  • გლაზგოში

ცენტრში მისვლისას, თქვენ ჩაგიტარებენ უამრავ სხვადასხვა გამოკვლევას. ხელახლა კვლავ ჩაგიტარებენ ოფთალმოლოგიურ შემოწმებას, რათა უფრო დეტალურად შეამოწმონ თვალის სტრუქტურები და აღმოაჩინონ ანომალიები.

 შეიძლება გამოიყენონ თვალის წვეთები, რომელიც დროებით იმოქმედებს თქვენს მხედველობაზე. უმჯობესია სთხოვოთ მეგობარს ან ნათესავს, რომ მოგიყვანოთ კონსულტაციაზე,მის შემდეგ კი სახლში წაგიყვანოთ.

ასევე შეიძლება თვალზე ჩაგიტარდეთ ულტრაბგერითი კვლევა. ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებას ჩაგაწვეთებენ თვალში. პატარა პრობას მოათავსებენ დახუჭულ თვალზე ლუბრიკანტთან ერთად, რათა გახადონ კვლევა უფრო კომფორტული. პრობა გამოიყენება სიმსივნის მდებარეობისა და ზომის  შესატყობად. პროცედურა არ არის მტკივნეული, მაგრამ შეიძლება არაკომფორტული იყოს.

თქვენ ასევე შეიძლება ჩაგიტარდეთფლურესცენიული ანგიოგრამა.ამ დროს სავარაუდო სიმსივნეს იღებენ სპეციალური კამერით. მხარში შეიყვანენ სპეციალურ საღებავს (ფლუორესცენციულ ნივთიერებას), რომელიც იმოძრავებს თვალის სისხლძარღვებში.ეს საღებავი გამოჩნდება გამოსახულებაზე და მოგვაწვდის ინფორმაციას სიმსივნის შესახებ.

ციტოგენური ტესტირება არის კიდევ ერთი მეთოდი, რომელიც შეიძლება გამოიყენონ. ამ დროს სიმსივნიდან იღებენ უჯრედების პატარა ნიმუშს (ბიოფსია),რათა შეამოწმონ ხომ არ არის ქრომოსომული ცვლილებები. ეს ინფორმაცია შეიძლება გამოიყენონ მელანომის ხარისხის გასასაზღვრად და პროგნოზირებისთვის.

თვალის სიმსივნის მკურნალობა

რადიოთერაპია, ქიმიოთერაპია და ქირურგიაარის მკურნალობის სამი ძირითადი მეთოდი თვალის სიმსივნის დროს. მკურნალობის მეთოდის შერჩევა დამოკიდებულია:

  • თვალის სიმსივნის ტიპზე
  • სიმსივნის ზომასა და მისი გავრცელებაზე
  • ასაკსა და ზოგად ჯანმრთელობაზე

თქვენ გიმკურნალებთ თვალის სიმსივნის ცენტრის სპეციალისტი.შესაძლებელია გჭირდებოდეთ მხოლოდ ერთი ტიპის მკურნალობა, ან რამდენიმეს კომბინაცია. თქვენი მკურნალი ჯგუფი განგიმარტავთ მკურნალობის თითოეულ მეთოდს დაწვრილებით, მოგახსენებენ მკურნალობის ეფექტურობასა და გართულებებს.

თვალის მელანომის მკურნალობა

მკურნალობა დამოკიდებულია თვალის შიგნით არსებული სიმსივნის ზომასა და ლოკალიზაციაზე.

თუ სიმსივნე არის ძალიან დიდი, თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ თვალის ამოღება (ენუკლეაცია). ეს ოპერაცია ასევე შეიძლება გახდეს საჭირო მაშინ, როდესაც თვალი არის წითელი, მტკივნეული და გაზრდილია თვალშიდა წნევა.

ოკულარული მელანომის შორსწასულ შემთხვევებში სიმსივნე შეიძლება გავრცელდეს თვალის გარეთაც. მას ექსტრაოკულარული მელანომა ეწოდება. ამ შემთხვევაში თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ თვალის ამოღება, ასევე შემდგომი ქირურგიული ოპერაცია თვალის ბუდეზე, რათა გამოირიცხოს სიმსივნური წარმონაქმნების არსებობა. შესაძლოა საჭირო იყოს რადიოთერაპიაც.

თუ კიდევ გაქვთ მხედველობა თვალში, თქვენმა ექიმმა შეიძლება შეგინარჩუნოთ თვალი და მოკვეთოს მხოლოდ სიმსივნე (ლოკალური რეზექცია), ან ჩატარდეს რადიოთერაპია.

ადამიანთა დაახლოებით ორ მესამედს, რომელთაც აქვთ ოკულარული მელანომა, უტარდებათ რადიოთერაპიული მკურნალობა. რადიოთერაპიული მკურნალობა ხშირად მოიცავს:

  • დისკოს ბრაქითერაპია
  • პროტონის სხივით რადიოთერაპიას
  • სტერიოტაქტიკურ რადიოქირურგიას

თუ მელანომა მოიცავს ფერად გარსს (თვალის ფერადი ნაწილი), შეიძლება ჩატარდეს ლოკალური რეზექცია, დისკოს ბრაქითერაპია ან რადიოთერაპია პროტონული სხივებით. ყველაზე კარგი პროგნოზი მხოლოდ ფერად გარსში არსებულ მელანობას აქვს.

თქვენ შეგიძლიათ იხილოთ მეტი თემაზე: თვალის სიმსივნის მკურნალობის მეთოდები და თვალის სიმსივნის ქირურგიული ოპერაციის სხვადასხვა ტიპები საიტზე ინგლისში არსებული სიმსივნის კვლევის ცენტრის საიტზე.

თვალის მელანომის პროგნოზი

ოკულარული მელანომის პროგნოზიდამოკიდებულია სიმსივნის ხარისხზე და იმაზე, თუ თვალის რომელ ნაწილშია ლოკალიზებული.

ხუთი წლის განმავლობაში სიცოცხლის უნარი მელანომის სხვადასხვა სტადიასთან შემდეგ შესაბამისობაშია:

  • ადრეული სტადიის პატარა მელანომა- დაახლოებით 84 / 100 (84%) ადამიანი ცოცხლობს დიაგნოზის დასმის შემდეგ სულ მცირე ხუთი წელიწადის განმავლობაში
  • საშუალო სტადიის თვალის მელანომა- დაახლოებით 68 / 100 (68%) ადამიანი ცოცხლობს დიაგნოზის დასმის შემდეგ სულ მცირე ხუთი წელიწადის განმავლობაში
  • თვალის მელანომის დიდი სიმვივნე- დაახლოებით 47 / 100 (47%) ადამიანი ცოცხლობს დიაგნოზის დასმის შემდეგ სულ მცირე ხუთი წელიწადის განმავლობაში.

იხილეთ მეტი თემაზე: ოკულარული მელანომის სხვადასხვა სტადიები.

ვის ემართება თვალის კიბო?

თვალის კიბო მამაკაცებში და ქალებში თანაბრად ვითარდება, თუმცა ინტრაოკულარული მელანომა და ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა მამაკაცებში ცოტა უფრო ხშირად გვხვდება.

თვალის მელანომის განვითარების რისკი მატულობს ასაკის მატებასთან ერთად და ყველაზე ხშირად დიაგნოზირდება 50-იანი წლების ასაკში. ასევე ის უფრო ხშირია თეთრკანიან ადამიანებში.

კომენტარის დამატება