Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » თავის ტილები

თავის ტილები

312

თავის ტილები არიან პატარა უფრთო მწერები, რომლებიც ცხოვრობენ ადამიანის თმებში. ისინი საკმაოდ ხშირია, განსაკუთრებით ბავშვებში.

თავის ტილი მოყავისფრო-მოშავო შეფერილობისაა. გამოჩეკისას ქინძისთავის ზომისაა, ხოლო გაზრდილი სეზამის მარცვლის ხელა.

მათ არ შეუძლიათ ფრენა, ხტუნვა ან ცურვა და გადაეცემა თავის თავთან კონტაქტით, ანუ ცოცდება დაინფიცირებული ადამიანის თმიდან სხვა ადამიანის თმაზე.

თავის ტილების ქონა არაა გამოწვეული ბინძური თმით ან ცუდი ჰიგიენით. თავის ტილი ნებისმიერი ტიპის თმას შესაძლოა შეესიოს, დამოუკიდებლად თმის სიგრძისა და მდგომარეობისა.

თავის ტილები გავრცელებულია მხოლოდ ადამიანებში და არ გადადიან ცხოველებზე, ასევე არ გადადის ცხოველიდან ადამიანზე.

ქავილი

თავის ტილები ხშირად იწვევენ თავის ქალის ქავილს. ეს ქავილი არ არის გამოწვეული ტილების კბენით, არამედ ტილებზე ალერგიით. თუმცა, ყველა ადამიანი არ არის ტილებზე ალერგიული, ამიტომ ბავშვმა ტილების ქონა შეიძლება ვერც იგრძნოს.

იმ ადამიანებშიც კი ვინც ალერგიულია ტილების მიმართ, ქავილი შეიძლება არ განვითარდეს სამი თვის განმავლობაშიც კი.

ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება განვითარდეს გამონაყარი კისერზე, რასაც იწვევს ტილების განავალზე რეაქცია.

თავის ტილების ცხოვრების ციკლი

მდედრი ტილი თავის კვერცხებს ამაგრებს თმაზე (ხშირად თმის ძირთან ახლოს, სადაც ისინი თბილად ინახებიან ავის ქალის ტემპერატურის შედეგად. კვერცხები ქინძისთავის ზომის არიან და ძნელად დასანახია. 7-10 დღის შემდეგ ხდება მათი გამოჩეკვა და ცარიელი კვერცხის ნაჭუჭები რჩება ადგილზე. ამ ნარჩენებს უწოდებენწილებს. წილები ელვარებს თეთრად და უფრო შესამჩნევი ხდება მაშინ, როცა თმა იზრდება და შორდება ქალას.

თავის ტილები კბენენ ქალას და იკვებებიან სისხლით. მათ სრულ გაზრდამდე სჭირდებათ 9-10 დღე. მომწიფების შემდგომ უკვე შეუძლიათ გადაცოცდნენ თავიდან სხვა ადამიანის თავზე.

მდედრ ტილს კვერცხების დაყრა გამოჩეკიდან უკვე ცხრა დღის შემდეგ შეუძლია. ამიტომ გამრავლების ციკლის დასარღვევად და გავრცელების შესაჩერებლად საჭიროა მათი მოშორება გამოჩეკიდან ცხრა დღემდე ინტერვალში.

როგორ ამოვიცნოთ თავის ტილები

თავის ტილების დანახვა შეიძება ძნელი იყოს, თავის საფუძვიანად დათვალიერებითაც კი.

გამოუჩეკავი კვერცხები ან წილები (ცარიელი ნაჭუჭები) არ არის საკმარისი თავის ტილების დიაგნოზის დასასმელად, იმიტომ, რომ კვერცხების და წილების  და ცოცხლები არიან თუ მკვდრები ამის გარჩევა შეიძლება საკმაოდ ძნელი იყოს. წილები წარმატებული მკურნალობის შემდეგაც კი დიდი ხნის განმავლობაში რჩება თმაზე მიწებებული.

აქტიური ტილების დიაგნოზის დასადასტურებლად საჭიროა ტილის პოვნა სანდო და ზუსტი მეთოდით, როგორიცაა ამომცნობი სავარცხელი.

ეს სპეციალური სავარცხელი წარმოადგენს წვრილი კბილების შემცველ სავარცხელს, რომელსაც კბილები დაშორებული აქვს 0.2-0.3 მმ-ით. ამ დაშორებაში მცირე ზომის ტილიც კი იჭედება და შესაძლებელია თმიდან ტილების ჩამოწმენდა. მისი გამოყენება უმჯობესია სველ თმაზე, თუმცა შეიძლება მშრალი თმის შემთხვევაშიც.

თავის ტილების მკურნალობა

როგორც წესი, ტილებს მკურნალობენ სამკურნალო ლოსიოონებით ან სპრეით, რომლებიც კლავს ტილებს, ან სპეციალური სავარცხლით სველი თმის დავარცხნით.

სველი თმის დავარცხნით წამლების გარეშეც შესაძლებელია ტილების მოშორება, მაგრამ ეს უნდა იყოს რეგულარული და სავარაუდოდ დასჭირდება უფრო დიდი დრო.

სამედიცინო ლოსიონი ან სპრეი არის ალტერნატივა. თუმცა არც ერთი წამლით მკურნალობა არაა 100%-ით ეფექტური. თქვენი ფარმაცევტი გირჩევთ რომელი ლოსიონი თუ სპრეია უკეთესი.

ტილების თავიდან აცილება

ძნელია თავიდან აიცილო  ტილებით დაინფიცირება. რეგულარული თმის ვარცხნა სპეციალური სავარცხლით-მაგალითად კვირაში ერთხელ- არის საუკეთესო საშუალება, რომ მალე აღმოაჩინო ტილები. სამკურნალო ლოსიონები ან სპრეი დაინფიცირების პრევენციას ვერ გააკეთებს და მათი გამოყენება შეიძლება მხოლოდ მაშინ, როცა თქვენ ან თქვენ შვილს აღმოგაჩნდათ ცოცხალი ტილები.

კომენტარის დამატება