Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » იქთიოზი (იხტიოზი)

იქთიოზი (იხტიოზი)

477

იქთიოზი (იხტიოზი) არის მდგომარეობაა, რომლის დროსაც კანი პერსისტიულად სქელდება, შრება და თევზის ქერცლის მსგავსი შრით იფარება.

იქთიოზის 20-ზე მეტი სხვადასხვა სახეობა არსებობს. ზოგიერთი სახეობა მემკვიდრეობითია და ჩნდება დაბადებიდანვე, ზოგიერთი კი შეძენილი და ვითარდება ზრდასრულ ასაკში.

ამ მდგომარეობისთვის წამალი არ არსებობს, თუმცა სიმპტომები როგორც წესი მსუბუქი და  მართვადია ყოველდღიური კანის მოვლით.

რა იწვევს იქთიოზს?

იქთიოზის უმეტესობა შემთხვევები მემკვიდრეობითია და ჩნდება მშობლის მიერ კონკრეტული დაზიანებული გენის მიღებით. ამ სახეობის იქთიოზის სიმპტომები და ნიშნები ჩნდება დაბადებისთანავე, ან სიცოცხლის პირველი წლის განმავლობაში.

დაზიანებული გენი მოქმედებს კანის რეგენერაციის სიხშირეზე და ან ძალიან ანელებსკანის ბებერი უჯრედების ჩამოცვენას, ან ისე აჩქარებს კანის რეგენერაციას, რომ ბებერი უჯრედები ვერ ასწრებენ ჩამოცვენას. ორივე შემთხვევაში კანზე გროვდება უხეში და ქერცლიანი კანი.

ვულგარული იქთიოზი (თანდაყოლილი უნივერსალური ჰიპერკერატოზი, ან მარტივი იხტიოზი)

იქთიოზის ყველაზე ხშირი სახეობა არის ვულგარული იქთიოზი, რომელსაც ასევე უწოდებენ თანდაყოლილ უნივერსალურ ჰიპერკერატოზს, ან უბრალოდ მარტივ იხტიოზს. ეს სახეობა გვხვდება 250-1000 ადამიანიდან დაახლოებით 1-ში და მისი ნიშნები და სიმპტომები შეიძლება იყოს:

  • კანი, რომელიც ნორმალური ჩანს დაბადებისას
  • კანი თანდათანობით შრება, უხეშდება და იქერცლება, ძირითადად 1 წლამდე ასაკის მიღწევამდე
  • მდგომარეობა ძირითადად არ აზიანებს სახეს, იდაყვებს და მუხლებს
  • კიდურებზე შეიძლება განვითარდეს ღია ნაცრისფერი ქერცლი
  • ხელისა და ფეხი გულების კანზე შეიძლება აღინიშნებოდეს უფრო მეტი ხაზები და იყოს გასქელებული
  • ბავშვს ხშირად ასევე აქვს ეგზემა
  • სიმპტომები ხშირად უარესდება სიცივეში და სიმშრალეში და უმჯობესდება თბილ, ტენიან პირობებში - ეს ნიშნავს, რომ ეს მდგომარეობა უფრო შესამჩნევი ხდება ზამთარში.

თანდაყოლილი იქთიოზის სხვა სახეობები

თანდაყოლილი იქთიოზის სხვა სახეობები ძალიან იშვიათია და მოიცავს:

  • X-თან დაკავშირებულ იქთიოზს - ეს ემართებათ მხოლოდ მამაკაცებს და ასევე მოიცავს ზოგად აქერცვლას, განსაკუთრებით კიდურების ზემოთ და სხეულზე
  • თანდაყოლილ იქთიოზურ ერითროდერმას (congenital ichtyosiform erythroderma)
  • არლეკინის იქთიოზს (harlequin ichthyosis) – ეს ძალიან იშვიათი, მაგრამ მძიმე შემთხვევაა, რომელიც იწვევს ძლიერ აქერცვლას და საჭიროებს ინტენსიურ მზრუნველობას დაბადებისას
  • სინდრომებს, რომლებიც მოიცავს იქთიოზს -როგორებიცაა ნეზერტონის სინდრომი (Netherton’s syndrome)ან შოგრენ-ლარსონის სინდრომი (Sjogren-Larsson syndrome).

თანდაყოლილი იქთიოზური ერითროდერმა

იქთიოზი შეიძლება განვითარდეს, თუ ბავშვი დაიბადება პრიალა ყვითელი მემბრანით (კოლოდიუმის მემბრანით), რომელიც ჩამოცვივდება პირველივე კვირაში.

მემბრანის ჩამოცვენისთანავე შეიძლება განვითარდეს იქთიოზის შემდეგი სახეობებიდან ერთ-ერთი:

  • არა-ბულეზური იქთიოზური ერითროდერმა - ანთებითი, ქერცლოვანი კანი, რომელიც ვითარდება კანის მთლიან ზედაპირზე
  • ბულეზური იქთიოზური ერითროდერმა - ანთებითი, ქერცლოვანი კანი, სითხით სავსე წყლულებით, რომლებიც შეიძლება დაინფიცირდეს და წარმოქმნას ცუდი სუნი კანზე
  • ლამელარული (ფენივანი) იქთიოზი - როდესაც კანი არ არის ისეთი წითელი, მაგრამ ქერცლი არის უფრო ფართო და უფრო მიკრული კანზე.

თანდაყოლილი იქთიოზური ერითროდერმას მძიმე შემთხვევებში ბავშვს შეიძლება ასევე აღენიშნებოდეს თვალის ქვედა გუგის დაშვება (ჩამოკიდება), ასევე მსუბუქი სახის თმის ცვენა და თითებზე მჭიდრო კანი.

შეძენილი იქთიოზი

შეძენილი იქთიოზი ვითარდება მოზრდილებში და არ არის მემკვიდრეობითი. ის, როგორ წესი დაკავშირებულია სხვა დაავბადებებთან, როგორიცაა:

  • ჰიპოთირეოზი
  • თირკმლის დაავადება
  • სარკოიდოზი (sarcoidosisიშვიათი დაავადება, რომელიც იწვევს ორგანოებში წითელი, შეშუპებული ქსოვილების უჯრედების გროვის ჩამოყალიბებას)
  • ჰოჯკინის ლიმფომა (იშვიათი სახეობის სიმსივნის ტიპი)
  • აივ-ინფექცია (HIV infection) 

ზოგიერთმა მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს იქთიოზი, მათ შორის კიბოს საწინააღმდეგო მედიკამენტებმა, როგორებიცაა ვემურაფენიბი (vemurafenib)და პროტეინ კინაზის ინჰიბიტორები.

მკურნალობა და გამოსავალი

არ არსებობს იქთიოზის სამკურნალო წამალი, მაგრამ კანის ყოველდღიური დატენიანება ხელს შეუშლის გამოშრობას, აქერცვლას და კანის უჯრედების დაგროვებას.

კანის მოვლა

ექიმი გირჩევთ შესაბამის დამატენიანებელ საშუალებას, რომელიც შეიძლება იყოს კრემის, მალამოს, ლოსიონის ან შხაპის ზეთის სახით.

მკურნალობა გულისხმობს კანის დატენიანებასა და პილინგს ყოველდღიურად, სიმშრალის, დაბზარვისა და კანის უჯრედების გაზრდის პრევენციისათვის.

შესაძლოა გამოგადგეთ შემდგომი რჩევები:

  • ლოსიონი და კრემი დაიტანეთ სველ კანზე ტენიანობის შესანარჩუნებლად
  • ფრთხილად დაამუშავეთ სველი კანი პემზის ქვით, გასქელებული კანის ჩამოსაშორებლად
  • დაივარცხნეთ დაბანილი თმა, სკალპიდან ქერცლების მოსაშორებლად.

სხვა გამოსადეგი საშუალებები შეიძლება იყოს ლანილინის კრემები, რომლებიც შეიცავენ შარდმჟავას (urea), პროპილენ გლიკოლს (propylene glycol), რძემჟავას (lactic acid)და სხვა ალფა ჰიდროქსიდ მჟავებს.

დერმატოლოგმა ასევე შეიძლება გირჩიოთ პილინგის კრემები, როგორებიცაა სალიცინის მჟავა, თუმცა ზოგიერთ ადამიანში ეს პროდუქტები აღიზიანებენ კანს.

კანის ინფექციების სამკურნალოდ შეიძლება გამოწერონ ასევე ანტიბიოტიკები ან ანტისეპტიკები.

სტეროიდული კრემები არ არის ეფექტური იქთიოზის სამკურნალოდ.

მძიმე შემთხვევები

მძიმე იქთიოზის მქონე ადამიანებს შესაძლოა დასჭირდეთ დღეში რამდენიმე საათი, კანის მოსავლელად. ისინი შეიძლება შეაწუხონ შემდეგმა პრობლემებმა:

  • გადახურება ოფლიანობის შემცირებული უნარის გამო
  • შეზღუდული მოძრაობები, რამდენადაც მშრალი კანი სხეულის გარკვეული ნაწილების მოძრაობას ძალიან მტკივნეულს ხდის
  • კანის დაბზარვისა და დაყოფის შედეგად ინფექციის განვითარება
  • სმენის ან მხედველობის დაზიანება, იმ შემთხვევაში, თუ კანის უჯრედები გამრავლდება ყურზე ან თვალათან.

მძიმე იქთიოზის მქონე ადამიანებს შეიძლება გამოუწერონ რეტინოიდული ტაბლეტები (სინთეტური ვიტამინი A), რომლებიც ამცირებენ აქერცვლადი კანის ზრდას, თუმცა არ ამცირებენ ანთებას ან სიწითლეს. ასევე შეიძლება გამოწერონ ვიტამინ D-ს დანამატები.

პროგნოზი

მსუბუქი იქთიოზის მქონე ადამიანებს აქვთ ნორმალური ცხოვრება, თუმცა მძიმე თანდაყოლილი სახეობების უუმეტესობა შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში აღმოჩნდეს.

თანდაყოლილი იქთიოზი გრძელდება მთელი სიცოცხლის განმავლობაში. შეძენილი იქთიოზი კი შეიძლება გაუმჯობესდეს, თუ მოიძებნა მისი გამომწვევი მიზეზი და მოხდა შესაბამისი მკურნალობა.

კომენტარის დამატება