Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » იმპოტენცია

იმპოტენცია

146

ერექციული დისფუნქცია, ცნობილი როგორც იმპოტენცია, არის ერექციის დაწყების და შენარჩუნების უუნარობა.

ერექციული დისფუნქცია ძალიან ხშირი მდგომარეობაა, განსაკუთრებით ასაკოვან ადამიანებში. დადგენილია რომ 40 და 70 წელს შორის მყოფ მამაკაცთა ნახევარს აქვს ერექციული დისფუნქციის გარკვეული ხარისხი.

როდის მივმართოთ ექიმს?

აუცილებლად მიდით ექიმთან თუ იმპოტენცია გრძელდება რამოდენიმე კვირაზე მეტს. ექიმი შეგიმოწმებთ ზოგად ჯამრთელობას, რადგან ეს შეიძლება გამოიწვიოს სხვა უფრო სერიოზულმა დაავადებებმა, მაგალითად გულის დაავადებამ (როდესაც გულისკენ მიმავალი სისხლის დინება იბლოკება ან ფერხდება).

რა იწვევს იმპოტენციას?

ერექციული დისფუნქციის გამომწვევი შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური ასევე ფსიქოლოგიური ფაქტორები. ფიზიკურ ფაქტორებში შედის:

  • პენისის სისხლძარღვების შევიწროვება - დაკავშირებულია ჰიპერტენზიასთან (სისხლის მაღალ წნევასთან), ქოლესტერინის მაღალ დონესთან ან დიაბეტთან.
  • ჰორმონული პრობლემები
  • ქირურგია ან ტრავმა.

ფსიქოლოგიური ფაქტორებია:

  • ნერვული აშლილობა/შფოთვა (anxiety)
  • დეპრესია (depression)
  • ურთიერთობის პრობლემები.

ზოგჯერ ერექციული დისფუნქცია ხდება მხოლოდ კონკრეტულ სიტუაციებში. მაგალითად მამაკაცს ერექცია შეიძლება ჰქონდეს მასტურბაციის დროს, ან ზოგჯერ დილას იღვიძებდეს ერექციით (ამდგარი), მაგრამ არ ჰქონდეს ერექცია (არ უდგებოდეს) სქესობრივ პარტნიორთან ან მეუღლესთან.

ასეთ შემთხვევაში ერექციული დისფუნქციის მიზეზი დიდი ალბათობით იქნება ფსიქოლოგიური ფაქტორებით (სტრესით) გამოწვეული. თუ ერექცია საერთოდ არ ხდება (არანაირშემთხვევაში), მაშინ იმპოტენცია დიდი ალბათობით ფიზიკური მიზეზებით იქნება გამოწვეული.

ერექციული დისფუნქცია ასევე შეიძლება იყოს რომელიმე მედიკამენტისგვერდითი ეფექტის შედეგი.

წაიკითხეთ მეტი ერექციული დისფუნქციის გამომწვევი მიზეზების შესახებ.

დიაგნოზირება

მიუხედავად იმისა, რომ ამ პრობლემის გამო შეიძლება იყოთ შეშფოთებული ან შეშინებული, ძალიან მნიშვნელოვანია დიაგნოზის დასმა და იმის გარკვევა თუ რისგან არის ეს პრობლემა გამოწვეული.

დიაგნოზირება პირად ექიმთან კონსულტაციის შედეგად ხდება. ამ დროს შეგეკითხებიან რამოდენიმე კითხვას, ფიზიკურად გაგსინჯავენ და ჩაგიტარებენ მარტივ ტესტებს.

წაიკითხეთ მეტი ერექციული დისფუნქციის დიაგნოზირების შესახებ.

როგორ ინკურნება ერექციული დისფუნქცია?

ერექციული დისკუნქციის მკურნალობა ხდება გამომწვევი მიზეზის გამოსწორებით, ეს შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური ასევე ფსიქოლოგიური ფაქტორი.

არტერიების შევიწროება (ათეროსკლეროზი) არის ერექციული დისფუნქციის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზი. ამ შემთხვევაში ექიმი გირჩევით ცხოვრების სტილის ცვლილებას, როგორიცაა წონის დაკლება და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკის შემცირება. ეს დაგეხმარებათ სიმპტომების შემსუბუქებაში და ზოგადი ჯამრთელობის გაუმჯობესებაში.

თქვენ ასევე შეიძლება ათეროსკლეროზის სამკურნალოდ მოგცენ ქოლესტერინის დონის დამწევი სტატინები (statins) და მედიკამენტები, რომლებიც ამცირებენ სისხლის წნევას.

არსებობს მკურნალობის რამდენიმე ხერხი, რომელიც წარმატებით მოქმედებს ერექციული დისფუნქციის დროს. მედიკამენტი სილდენაფილი (ვიაგრა) წარმატებით გამოიყენება კაცების 2/3-ში. ვაკუუმის ტუმბოები იწვევენ სისხლის პენისში მიდინებას, რაც იწვევს ერექციას შემთხვევათა 90%-ში.

ფსიქოლოგიურ მკურნალობაში შედის კოგნიტიურ ქცევითი (კქთ) და სექს თერაპია (cognitive behavioural therapy).

ზოგადად ერექციის დისფუნქციის მკურნალობა ბოლო წლებში საგრძნობლად გაუმჯობესდა. დღესდღეობით ბევრ ადამიანს შეუძლია სექსუალური აქტის დამყარება.

წაიკითხეთ მეტი ერექციული დისფუნქციის მკურნალობის შესახებ.

კომენტარის დამატება