Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » იმპეტიგო

იმპეტიგო

308

იმპეტიგო ხშირი და ძლიერ გადამდები კანის ინფექციაა, რომელიც იწვევს წყლულებისა და ბუშტუკების წარმოქმნას. ეს მდგომარეობა ჩვეულებრივ არაა სერიოზული და ხშირად მკურნალობის გარეშე, თავისით გადის ერთი კვირის განმავლობაში.

არსებობს ორი სახის იმპეტიგო

  • არა-ბულოზური იმპეტიგო, რომელიც ძირითადად ვლინდება ცხვირისა და პირის გარშემო კანზე და იწვევს წყლულებს, რომლებიც სწრაფად სკდება და ტოვებს მოყვითალო-მოყავისფრო ქერქს (იხილეთ სურათი მარჯვნივ)
  • ბულოზური იმპეტიგო, რომელიც ძირითადად ვლინდება სხეულის შუა ნაწილზე (წელიდან კისრამდე) და იწვევს წყლულებს (სითხით სავსე გამონაყარს), რომლებიც რამდენიმე დღის შემდეგ სკდება და ტოვებს მოყვითალო ქერქს.

ორივე ტიპის იმპეტიგომ შეიძლება დატოვოს წითელი ლაქები, როდესაც ქერქი გაიწმინდება, მაგრამ ეს ჩვეულებრივ უმჯობესდება რამდენიმე დღეში ან რამდენიმე კვირის განმავლობაში.

როდის უნდა მივმართოთ ექიმს?

მიმართეთ ექიმს, თუ თქვენ, ან თქვენს ბავშვს გაქვთ იმპეტიგოს სიმპტომები. იმპეტიგო ჩვეულებრივ არ არის სერიოზული, თუმცა ზოგჯერ ერევათ კანის სხვა მდგომარეობებში, როგორიცაა ცელულიტი (კანის შიდა ფენების ინფექცია), კონტაქტური დერმატიტი (contact dermatitis) და მწერის ნაკბენი (insect bites), ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სწორი დიაგნოზის დასმა.

ექიმმა ასევე შეიძლება დანიშნოს წამლებით მკურნალობა, რომელიც დაეხმარება ინფექციის უფრო სწრაფად გავლას.

რა იწვევს იმპეტიგოს?

იმპეტიგოს იწვევს ბაქტერია, რომელიც აინფიცირებს კანის გარეთა ფენებს.

ბაქტერიამ კანი შეიძლება დააინფიციროს ორი გზით:

  • კანის დაზიანებით, როგორიცაა გაჭრა, გაკაწვრა, მწერის ნაკბენი ან სხვა სახის დაზიანება
  • კანის დაზიანებით, რომელიც გამოწვეულია ჯანმრთელობის სხვა მდგომარეობით, როგორიცაა ეგზემა, ან მუნი.

ინფექციის გავრცელება შეიძლება მოხდეს დაინფიცირებულ ადამიანთან ახლო კონტაქტით, როგორიცაა შეხება ან პირსახოცების და ტანსაცმლის გაზიარება.

ვის ემართება?

იმპეტიგო შეიძლება დაემართოს ნებისმიერი ასაკის ადამიანს, მაგრამ ის უფრო გავრცელებულია ბავშვებში. ამის მიზეზია შეიძლება იყოს სკოლა და საბვშვო ბაღი, სადაც ინფექცია ადვილად ვრცელდება.

იმპეტიგო ასევე შეიძლება დაემართოს მოზრდილებსაც, განსაკუთრებით, თუ ადამიანები ცხოვრობენ შემოფარგლულ გარემოში, როგორიცაა ჯარის ყაზარმა.

არაბულოზური იმპეტიგო ყველაზე ხშირი სახეობაა, რომელიც გვხვდება იმპეტიგოს შემთხვევების 70%-ზე მეტში. ბულოზული იმპეტიგო უფრო გავრცელებულია ჩვილ ბავშვებში, თუმცა ის შეიძლება დაემართოს დიდ ბავშვებსაც და უფროსებსაც.

იმპეტიგოს მკურნალობა

იმპეტიგო ჩვეულებრივ თავისით, მკურნალობის გარეშე, უმჯობესდება 2-3 კვირის განმავლობაში. თუმცა ხშირად რეკომენდირებულია მკურნალობა, რადგან ამან შეიძლება შეამციროს დაავადების ხანგძლივობა დაახლობით 7-10 დღემდე და ასევე შეამციროს ინფექციის სხვებზე გავრცელების რისკი.

მისი ძირითადი სამკურნალო საშუალება არის ანტიბიოტიკური კრემები ან აბები და ისინი ძირითადად ინიშნება დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში.

ადამიანთა უმრავლესობა აღარ არის გადამდები მკურნალობის დაწყებიდან 48 საათის შემდეგ, ან როცა მათი წყლულები გაშრება და შეხორცდება.

მკურნალობის პერიოდში, ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხოების ზომების მიღება, რომ შემცირდეს მისი გავრცელების რისკი სხვა ადამიანებძე, ან სხეულის სხვა ნაწილებზე. რისკის შესამცირებლად გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:

  • არ შეეხოთ წყლულებს
  • რეგულარულად დაიბანეთ ხელები 
  • არ გაიზიაროთ თეთრეული, ზეწარი, ან პირსახოცი
  • ბავშვები წყლულების გამოშრობამდეა, მკურნალობის დაწყებიდან 48 საათის განმავლობაში მოარიდეთ საბავშვო ბაღებში, სათამაშო მოედნებს, ან სკოლებს.

შესაძლო გართულებები

იმპეტიგო იშვითადაა ზერიოზული, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში ინფექცია შეიძლება გავრცელდეს სხეულის სხვა ადგილებზეც და გამოიწვიოს პრობლემები, როგორიცაა ცელულიტი და ქუნთრუშა.

ძალიან იშვიათ შემთხვევებში იმპეტიგომ შეიძლება დატოვოს ნაიარევი, განსაკუთრებით თუ მოხდა წყლულების, ქერქის, ან ჭრილობების მოფხეკა.

კომენტარის დამატება