Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » ფრჩხილის ჩაბრუნება

ფრჩხილის ჩაბრუნება

55

ჩაზრდილი ფრჩხილი ვითარდება, როდესაც ფეხის  ფრჩხილის გვერდითა ნაწილები  ჩაიზრდება ირგვლივ მდებარე კანში.

ეს მდგომარეობა ყველაზე ვლინდება ფეხის ცერა თითზე, ერთ ან ორივე მხარეს. ფრჩხილი იხვევა და იჭრება კანში, რომელიც წითლდება, შუპდება და ხდება მგრძნობიარე.  თითი ასევე მტკივნეულია, მასზე დაწოლისას.

სხვა შესაძლო სიმპტომები მოიცავს:

  • თითის ბოლოში კანის ანთებას
  • თითის გარშემო სითხის დაგროვებას (ოედემა)
  • დაზიანებული თითის გარშემო კანის ზედმეტად გაზრდას (ჰიპერტროფია)
  • სისხლდენას
  • დაზიანებული ადგილიდან თეთრი ან ყვითელი ჩირქის გამოდენას

როდის უნდა მიმართოთ ექიმს?

მიმართეთ ექიმს, ან პოდიატრს (ფეხის მოვლის სპეციალისტი), თუ ფრჩხილის ჩაბრუნების ადგილას არის ძლიერი ანთებაა, სისხლდენა ან გამოდის ჩირქი, რადგან ამ დროს შეიძლება მიმდინარეობდეს ინფექცია.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ექიმთან ვიზიტი, თუ გაქვთ დიაბეტი და ჩაზრდილი ფრჩხილი, რადგან დიაბეტი, განსაკუთრებუთ თუ ცუდად კონტროლირებადია, შეაფერხებს მისი შეხორცების პროცესს,

ფეხის მოვლა და დიაბეტი

რა იწვევს ფრჩხილის ჩაზრდას?

ფრჩხილის ჩაზრდა ბევრმა ფაქტორმა შეიძლება გამოიწვიოს, მათ შორის:

  • არასწორად მოჭრილი ფრჩხილი - ფრჩხილის ძალიან მოკლედ მოჭრა, ან გვერდების მოჭრა კანს მისცემს საშუალებას, რომ გადმოეფაროს ფრჩხილს და შემდეგ  ფრჩხილი გაიზრდება კანში
  • მჭიდროდ მოჭერილი ფეხსაცმელები,წინდები ან კოლგოტები - ეს იწვევს ზეწოლას ფრჩხილის გარშემო არსებულ კანზე, რის შედეგადაც შეიძლება ფრჩხილმა გაჭრას კანი და შეიჭრას მასში
  • ფეხის ოფლიანობა - თუ ფეხის თითის გარშემო არსებული კანი რბილია, ფრჩხილს უადვილდება მასში შეჭრა და შეზრდა
  • დაზიანება - მაგალითადთითის  მიჭყლეტამ ზოგჯერ შეიძლება გამოიწვიოს ფრჩხილის ჩაზრდის განვითარება
  • ფრჩხილის ბუნებრივი ფორმა - გვერდებში მოღუნული ან მოგრეხილი ფრჩხილები უფრო მიდრეკილია ჩაზრდისკენ, რადგან მეტია ალბათობა, რომ მიაწვეს ფრჩხილის შემომსაზღვრელ კანს.

ფრჩხილის სოკოვან ინფექციას შეუძლია გამოიწვიოს ფრჩხილის გასქელება და გაფართოება და შედეგად შეიძლება გამოიწვიოს ფრჩხილის  ჩაზრდაც.

ჩაზრდილი ფრჩხილის მკურნალობა

მკურნალობის გარეშე დატოვებულმა ამ მდგომარეობას შეიძლება გამოიწვიოს ინფიცირება ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია შემდეგი რჩევების გათვალისწინება:

  • დაიცავით ფეხის კარგი  ჰიგიენა, ფეხებზე ზრუნვით და მათი რეგულარული დაბანით საპნისა და წყლის გამოყენებით
  • რეგულარულად გამოიცვალეთ წინდები
  • მოიჭეით ფრჩხილი სწორად, ისე, რომ პრევენცია გაუკეთოთ მის ჩაზრდას ირგვლივ მდებარე კანში
  • ფრთხილად გადაწიეთ კანი  ფრჩხილიდან ბამბის ჩხირის გამოყენებით (ეს გაგიადვილდებათ, თუ კანს დაარბილებთ ზეითუნის ზეთით)
  • ატარეთ კომფორტული ფეხსაცმელები, რომლებიც არ არის ძალიან მოჭერილი და სივრცეს ტოვებს თითებს ირგვლივ

ქირურგიული ჩარევა შეიძლება იყოს  რეკომენდირებული თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა.ამ შემთხვევაში სიმპტომების მიხედვით პროცედურა შეიძლება მოიცავდეს დაზიანებული ფრჩხილის ნაწილის, ან მთლიანი ფრჩხილის მოშორებას.

ფრჩხილის ნაწილობრივი ამოძრობა

ფრჩხილის ნაწილობრივი ამოძრობა, ჩაზრდილი ფრჩხილის  მკურნალობაში ყველაზე გავრცელებული ქირურგიული პროცედურაა. ის დაახლოებით 98%-ით ეფექტურია.

პროცეურა ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით (ტკივილგამაღუჩებელი მედიკამენტები), რომლის ინექციაც ხდება თითის ბაზაზე. ფრჩხილის კიდეები იჭრება, ფრჩხილი ვიწროვდება და ეძლევა სწორი კიდეები. შედეგად ის ნაკლებად მიდრეკილი ხდება ირგვლივ არსებულ კანში ჩაზრდისადმი.

კიდეების მოჭრის შემდეგ, დაზიანებულ არეზე უსვამენ ქიმიურ ნივთიერებას, სახელად ფენოლს, რაც პრევენციას უკეთებს ფრჩხილის უკან გაზრდას და მომავალში ფრჩხილის ჩაზრდასაც აჩერებს.

თუ ცრჩხილი ინფიცირებულია პაციენტს შეიძლება დაუნიშნონ ანტიბიოტიკების კურსიც და ასევე მოხდებს ჩირქის დრენირება და გაწმენდაც.

ფრჩხილის  მთლიანად ამოძრობა

ფრჩხილის მთლიანად ამოძრობისას სრულად იღებენ ფრჩხილს, მომავალში მისი ჩაბრუნების რისკის შემცირებისათვის..

ეს პროცედურა შეიძლება იყოს აუცილებელი, თუ ფჩხილი სქელია და აწვება ირგვლივ არსებულ კანს. ფრჩხილის ნაწილობრივი ამოძრობის მსგავსად, მთლიანი ფრჩხილის ამოძრობის ოპერაციაც ტარდება ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ.

პროცედურის დროს ფრჩხილს სრულად აშორებენ და  მის ადგილზე რჩება ჩაღრმავება. ფრჩხილის საერთოდ არ ქონა უსაფრთხოა და თითი ჩვეულებრივ განაგრძობს ფუნქციონირებას.

ფრჩხილზე  ოპერაციის შემდეგ

ფრჩხილის ოპერაციის შემდეგ, თითს გაახვევენ სტერილურ ნახვევში. ეს დაეხმარება სისხლდენის შეჩერებასა და ინფექციისგან პრევენციაში. ოპერაციის შემდეგ, აუცილებელია ფეხის დასვენება და ერთი ან ორი დღის განმავლობაში აწეულ მდგომარეობაში შენარჩუნება.

ანესთეტიკის მოქმედების გასვლის შემდეგ, თითი შეიძლება გახდეს მტკივნეული და მგრძნობიარე. ტკივილის შესამცირებლად შეიძლება დაგჭრიდეთ ტკივილგამაყუჩებელი, როგორცაა პარაცეტამოლი. ატარეთ რბილი ფეხსაცმელი, ან ღია თითების მქონე სანდლები ქირურგიული ჩარევის შემდეგ,  პირველი რაომდენიმე დღე.

ფრჩხილის  ჩაზრდის პრევენცია

არსებობს გარკვეული ზომები, რომლის მიღებაც შეგიძლიათ ფეხის ჯანსაღად შესანარჩუნებლად და პრობლემების განვითარების პრევენციისათვის.

მაგალითად, მოიჭერით ფრჩხილები სწორად და არა კუთხით, ან კიდის ქვემოთ. ყოველთვის დაიცავით ფეხის ჰიგიენა, დაიბანეთ ყოველდღიურად, გაიმშრალეთ საფუძვლიანად და გამოიყენეთ კანის დამატენიანებლები. გამაგრებული ან მკვდარი კანის მოსაშორებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური სახეხი ან სახეხი ქვა (პემზა).

ასევე მნიშვნელოვანია ფესაცმელი მოგერგოთ ზუსტად და იყოს კომფორტული, რაც დაგეხმარებათ ფეხების სიჯანსაღის შენარჩუნებაში.მნიშვნელოვანია ასევე წინდების ყოველდღიურად შეცვლა.

თუ გაგივითარდათ ფეხის პრობლემები მიმართეთ ექიმს რაც შეიძლება სწრაფად.

კომენტარები 0

კომენტარის დამატება