Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » კბილების დაცვა კარიესისგან - ანუ რა არის ფტორი?

კბილების დაცვა კარიესისგან - ანუ რა არის ფტორი?

210

ფტორი არის ბუნებრივი მინერალი, რომელიც სხვადასხვა რაოდენობით გვხვდება წყალში.

ფტორიის სასარგებლო თვისება არის ის, რომ ამცირებს კარიესის რისკს, ამიტომაც ის დამატებულია სხვადასხვა ფირმის კბილის პასტაში, და ზოგიერთ ადგილებში წყალშიც, ამ პროცესს ეწოდება ფტორიზაცია (იხილეთ ქვემოთ).

კბილის კარიესი

კარიესი ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა მსოფლიოში, მათ შორიც დიდ ბრიტანეთშიც.

მიუხედავად იმისა, რომ კარიესის პრევენცია შესაძლებელია, ის მაინც გავრცელებულია როგორც მოზრდილებში ასევე ბავშვებში.

კარიესი არის კბილის ქსოვილის დაშლა, რასაც იწვევს კბილის ნადებში არსებული ბაქტერიების მიერ გამომუშავებული მჟავა. კბილის ნადები, წებოვანი ფირფიტაა, რომელიც მუდმივად ფორმირდება კბილებზე. ყოველთვის როდესაც ვჭამთ, ან ვსვამთ ტკბილ საჭმელს და სასმელს, ბაქტერია წარმოქმნის მჟავას, რომელიც აზიანებს კბილს.

თუ ტკბილ სასმელს და საჭმელს დღის განმავლობაში, ხშირად იღებთ, უფრო მეტი მჟავა წარმოიქმნება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კარიესი. ამ დროს კი წარმოიქმნება კბილში ღრღმულები და ინფექციები, რის გამოც შეიძლება საჭირო გახდეს კბილის ამოღება.

როგორ იცავს ფტორი კბილებს?

ფტორი ხელს უშის კარიესის წარმოქმნას იმით, რომ:

  • ცვლის განვითარებადი ემალის სტრუქტურას, ხდის მას უფრო გამძლეს მჟავის მიმართ - ეს სტრუქტურული ცვლილებები ხდება მაშინ, როცა ბავში იმ პერიოდში იღებს ფტორს, როცა ემალი ყალიბდება (ძირითადათ შვიდ წლამდე)
  • ხელს უწყობს უკეთესი ხარისხის ემალის წარმოქმნას, რომელიც უფრო გამძლე იქნება მჟავის მიმართ
  • ამცირებს ბაქტერიის მიერ მჟავის წარმოქმნის უნარს, რის გამოც ხდება კარიესის წარმოქმნა.

ფტორის შემცველი კბილის პასტები

კბილის კარიესისგან თავის დასაცავად ყველაზე ეფექტური საშუალებაა ფტორის შემცველი კბილის პასტით, რეგულარული და საფუძვლიანი კბილების გახეხვაა.

კბილის პასტები ფტორს სხვადასხვა რაოდენობით შეიცავს. ამ რაოდენობების ნახვა შესაძლებელია კბილის პასტის შეფუთვაზე და იზომება PPM-ით (parts per million), მაგალითად Fluoride 1300ppm.

მოზრდილი ადამიანებისთვის ყველაზე ეფექტურია კბილის პასტები, რომლებიც შეიცავენ Fluoride 1350-1500ppm. თუ თქვენ, ან თქვენი ბავშვი უფრო მიდრეკილია კარიესის განვითარებისკენ, თქვენმა ექიმმა შეიძლება გირჩიოთ უფრო მაღალი შემცველობის კბილის პასტების გამოყენება.

  • სამ წლამდე ბავშვებმა კბილები უნდა გამოიხეხონ დღეში ორჯერ, კბილის ჯაგრისზე ოდნავ წაცხებული (მცირე რაოდენობით) კბილის პასტით, რომელიც შეიცავს არანაკლებ 1000ppm ფტორს (Fluoride)
  • სამიდან ექვს წლამდე ბავშვებმა კბილები უნდა გამოიხეხონ დღეში მინიმუმ ორჯერ, კბილის ჯაგრისზე დადებული ბარდის მარცვლის ზომის კბილის პასტით, რომელიც შეიცავს არანაკლებ 1000ppm ფტორს
  • მოზრდილმა ადამიანებმა კბილები უნდა გამოიხეხონ, დღეში მინიმუმ ორჯერ, კბილის პასტით, რომელიც შეიცავს 1350-1500-მდე ppm ფტორს.

კბილების გამოხეხვასთან ერთად არ გამოიყენოთ პირის სავლები. სავლების გამოყენება შეიძლება სხვა დროს, მაგრამ არა გახეხვის შემდეგ, რადგან ის ჩამორეცხავს კბილებზე დარჩენილ ფტორსაც.

ფტორით სამკურნალო საშუალებები

ფტორის შემცველი სავლებები

ფტორის შემცველი სავლებების გამოყენება შეიძლება გამოწეროს ექიმმა უფროსებისთვის და 8 წელზე უფროსი ბავშვებისთვის, ვისაც აქვს კარიესი. ეს სავლებები უნდა გამოიყენონ ყოველდღიურად. თუმცა ამასთანავე ჩვეულებრივად უნდა გააგრძელონ კბილების გამოხეხვაც, ფტორის (მინიმუმ 1350ppm-ის) შემცველი კბილის პასტით.

კბილის სავლები უნდა გამოიყენოთ სხვა დროს, არ შეიძლება მისი გამოვლება კბილების გახეხვის შემდეგ, რადგან ის ჩამორეცხავს კბილზე დარცენილ ფტორს.

ფტორის ლაქი

ფტორის ლაქი არის კიდევ ერთი სამკურნალო საშუალება კარიესისგან თავდასაცავად. ლაქი არის ფტორის მაღალი შემცველობის და მისი წასმა ხდება  როგორც ბავშვების, ასევე მოზრდილების კბილის ზედაპირზე სტომატოლოგის მიერ. ეს შესაძლებელია წაისვათ ყოველ ექვს თვეში ერთხელ, კარიესის პრევენციისთვის. ლაქი აძლიერებს ემალს და ხდის უფრო გამძლეს კარიესის მიმართ.

ლაქის წასმა შესაძლებელია სამი წლის ზემოთ ასაკი ბავშვებისთვისაც, წელიწადში ორჯერ.

წყლის რეზერვუარების ფტორიზაცია

ფტორის სარგებელის აღმოჩენის შემდეგ, განვითარებულ ქვეყნებში დაიწყო წყლის ფტორიზაციის გეგმები. მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს გეგმა შემუშავდა 1945 წელს და დაიწყო აშშ-ს მასშტაბით სასმელ წყალში ფტორის დამატება. დიდ ბრიტანეთში პირველი პროგრამა განხორციელდა 1964 წელს ბირმინგემში. ამ მეთოდმა მნიშვნელოვნად შეამცირა კარიესის შემთხვევები.

ამ პროგრამის ფარგლებში სასმელ წყალში (წყლის რეზერვუარებში) ხელოვნურად ემატება ფტორი, ყოველ ლიტრ სასმელ წყალზე დაახლოებით 1მგ რაოდენობით. ეს რაოდენობა მიჩნეულია, რომ არის საკმარისი კარიესის შესამცირებლად.

უსაფრთხოება და რისკები

არსებობს ეჭვები, რომ ფლუორიდმა შესაძლოა გამოიწვიოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. რისკების განხილვამ არ დაადასტურა ეს ეჭვები. საერთო დასკვნა არის ის, რომ წყალი რომელიც შეიცავს სწორი რაოდენობის ფტორს, ასევე ფტორის შემცველ კბილის პასტებს აქვთ მნიშვნელოვანი სარგებელი კარიესის რისკის შემცირებაში. თუმცა, შესაძლებელია  განვითარდეს კბილის ფლუორიზი, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ბავშვის განვითარებადი კბილები იღებენ დიდი რაოდენობით ფტორს. მცირე ფლუორიზი ჩანს წვრილ, თეთრ ხაზებად ან ლაქებად კბილებზე. ზოგჯერ ამ დიაგნოზის დასმა მხოლოდ გამოცდილ სტომატოლოგს შეუძლია, რადგან სხვა დაავადებებსაც აქვთ მსგავსი შესახედაობა. მძიმე ფორმის ფლუორიზიემალს ხდის ორმოებიანს და ფერშეცვლილს. დიდ ბრიტანეთში ფლუორიზი იშიათია, რადგან ფტორის დონე როგორც ბუნებრივის, ასევე დანამატის სახით, გულმოდგინედ მოწმდება და საჭიროების შემთხვევაში წესრიგდება.

კომენტარის დამატება