Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » კანის კიბო (არა-მელანომური)

კანის კიბო (არა-მელანომური)

139

კანის კიბო არის კიბოს ერთ-ერთი ყველაზე ხშირი სახეობა. არამელანომური კანის სიმსივნე არის ნელა მზარდი სიმსივნე, რომელიც ვითარდება კანის ზედა ფენებში.

ტერმინი არამელანომური, კიბოს ამ ხშირ სახეობას განასხვავებს სხვა შედარებით იშვიათი სახეობის კანის კიბოსგან, რომელსაც მელანომა ეწოდება დარომელიც უფრო სწრაფად ვრცელდება მთელს ორგანიზმში.

არამელანომური სიმსივნის პირველი ნიშანი არის კანზე წარმოქმნილი წანაზარდი ან ლაქა, რომელიც არ გაქრება რამდენიმე კვირაში.

ძირითადად, სიმსივნური გამონაზარდები წითელი შეფერილობისაა და მაგარი, სიმსივნური ლაქები კი ხშირად ბრტყელია და ქერცლიანი.

მიმართეთ ექიმს კანის ნებისმიერი ტიპის სახეცვლილებისას, რომელიც არ გამოსწორდება ოთხი კვირის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ ეს დიდი ალბათობით არ იქნება სიმსივნე, მაინც უმჯობესია ამაში დარწმუნება.

კანის არამელანომური სიმსივნის სახეობები

არამელანომური კანის სიმსივნე ძირითადად ვითარდება კანის ზედა ფენებში და მისი სახელწოდება მოდის, იმისდა მიხედვით თუ რა ტიპის უჯრედიდანაა განვითარებული. არსებობს კანის სიმსივნეების ორი მთავარი სახეობა:

  • ბაზალურ უჯრედოვანი კარცინომა - რომელიც ვითარდება ეპიდერმისის ქვეშ არსებული უჯრედებიდან და მოიცავს კანის სიმსივნეების 75%-ს
  • ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა - რომელიც ვითარდება ეპიდერმისის ზედა შრიდან და მოიცავს სიმსივნეების 20%-ს.
  • მიუხედავად იმისა, რომ აქტინიურ კერატოზს ნდა ბოუენის დაავადებას არ თვლიან კანის არა-მელანომურ სიმსივნეებად, ეს დაავადებები მკურნალობის გარეშე დატოვების შემთხვევაში, ზოგჯერ შეიძლება გადაიზაროდოს ბრტყელუჯრედოვან კიბოდ.

რატომ ხდება ეს?

კანის არა-მელანომურ კიბოს ძირითადად იწვევს ულტრაიისფერი გამოსხივების ჭარბი რაოდენობით მიღება. ულტრაიისფერ გამოსხივებას გამოყოფს მზე, ასევე გასარუჯი აპარატები სოლარიუმებში და გასარუჯი ნათურები.

ჭარბი ულტრაიისფერი სხივების მიღება ზრდის კანის სიმსივნეების განვითარების რისკს. თუმცა დამატებით ასევე არსებობს სხვა რისკ ფაქტორებიც:

  • ამ დაავადების ოჯახური ისტორია
  • ია ფერის კანი, რომელიც ადვილად “იწვება”
  • დიდი რაოდენობით ხალები ან ჭორფლი.

ვის ემართება?

არამელანომური კანის სიმსივნე მსოფლიოში კიბოს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კიბოს სახეობაა.

დიდ ბრიტანეთში ყოველწლიურად კანის არა-მელანომური სიმსივნის დაახლოებით 100,000 ახალი შემთხვევა ფიქსირდება.

არა-მელანომური კანის სიმსივნე შედარებით უფრო ხშირია მამაკაცში, ვიდრე ქალებში.

დიაგნოზის დასმა

ექიმი კანის სიმსივნის ნიშნების სანახავად შეამოწმებს კანს. თუ არ იქნება დარწმუნებული დიაგნოზში, ან იეჭვებს კანის კიბოს არსებობის შესახებ, პაციენტი შესაძლოა მიმართოს დერმატოლოგთან ან პლასტიკურ ქირურგთან.

სპეციალისტი შეამოწმებს კანს და დიაგნოზის დასადასტურებლად გააკეთებს ბიოფსიას.

ბიოფსია არის პროცედურა, რომლის დროსაც დაზიანებული კანის ნაწილის სინჯს იღებენ და იკვლევენ მიკროსკოპის საშუალებით.

არამელანომური კანის სიმსივნის მკურნალობა

კანის არა-მელანომური სიმსივნის სამკურნალოდ ძირითადი მეთოდია ქირურგიული ოპერაცია.

ეს პროცესი მოიცავს სიმსივნური ქსოვილის და მისი მიმდებარე ადგილების ამოკვეთას

სიმსივნური მკურნალობის სხვა მეთოდებს მოიცავს კრიოთერაპია, კრემები, რადიოთერაპია, ქიმიოთერაპია, და ფოტოდინამიური თერაპია.

არამელანომური ტიპის სიმსივნის მკურნალობა, სხვა სიმსივნეებისგან განსხვავებით, ძირითადად წარმატებულია, რადგანაც მისი სხეულის სხვა ნაწილებში გავრცელების რისკი მნიშვნელოვნად დაბალია.

შეფასებულია, რომ ბაზალურ უჯრედოვანი კარცინომის 0.5%-ზე ნაკლებ შემთხვევებში ვრცელდება სხეულის სხვა ნაწილებში. რისკი ოდნავ მაღალია ბრტყელუჯრედოვანი კარცინომის შემთხვევებში, რომლის დროსაც სიმსივნე სხვა ნაწილებში ვრცელდება შემთხვევების 2-5%-ში.

კანის არა-მელანომური სიმსივნეების მთლიანად წარმატებულად განკურნების შანსი დაახლოებით 90%-ია.

გართულებები

თუ წარსულში გქონდათ კანის არა-მელანომური სიმსივნე, არსებობს მისი განმეორების შანსი. ეს შანსი იზრდება თუ წინა სიმსივნე იყო გავრცელებული და მძიმე ფორმაში.

თუ, მკურნალი ექიმი ფიქრობს, რომ კანის არა-მელანომური სიმსივნის დაბრუნების რისკი მაღალია, აუცილებელი იქნება ხშირი რეგულარული შემოწმებები, რომ ნებისმიერი სიმსივნურ წანაზარდები დროულად იდენტიფიცირდეს და უმკურნალონ.

პრევენცია

კანის არა-მელანომური სიმსივნის პრევენცია ხშირად შეუძლებელია, მაგრამ თავი უნდა მოარიდოთ დიდი რაოდენობით ულტრაიისფერი სხივებით დასხივებას.

მზისგან დაცვა შეგიძლიათ, კრემებით ან შესაბამისი ჩაცმულობით, ასევე მზეზე ყოფნის დროის მაქსიმალურად შემცირებით. ასევე მნიშვნელოვანია სოლარიუმებისგან და გასარუჯი ნათურებისგან თავის არიდება.

კანის რეგულარული შემოწმება პრევენციის ერთ-ერთი მეთოდია, რაც უფრო ადრეულ სტადიაზე დაადგენთ სიმსივნეს მით უფრო მარტივად დაამარცხებთ მას.

კომენტარის დამატება