Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » კანის გამონაყარი ბავშვებში

კანის გამონაყარი ბავშვებში

796

ბავშვებში კანზე გამონაყარი ძალიან ხშირია და ხშირ შემთხვევაში უსაფრთხოა. გამონაყართა უმრავლესობა უსაფრთხოა და თავისით გაივლის.

თუმცა, თუ თქვენს შვილს აქვს გამონაყარი და ნერვიულობთ ამასთან დაკავშირებით მიმართეთ ექიმს მიზეზის დადგენისთვის და შესაბამისი მკურნალობის ჩასატარებლად.

აქ განხილული ინფორმაცია დაგეხმარებათ, რომ წარმოდგენა შეგექმნათ გამონაყართან დაკავშირებით, მაგრამ არასდროს გამოიტანოთ დასკვნები დამოუკიდებლად და დიაგნოზისთვის ყოველთვის მიმართეთ ექიმს.

ეს სტატია მოიცავს ყველაზე ხშირ გამონაყარებს რომლებიც ბავშვებში გვხდება, ესენია:

  • ჩუტყვავილა
  • ეგზემა
  • იმპეტიგო
  • რგოლოვანი ჭიები
  • ნასიცხი გამონაყარი
  • მულტიფორმული ერითემა
  • პილარული კერატოზი („ქათმის კანი“)
  • ხელის, ფეხის და პირის დაავადებები
  • კონტაგიოზური მოლუსკი
  • ვარდისფერი პიტირიაზი
  • მუნი
  • ჭინჭრის ციება
  • ინფექციური ერითემა ან იგივე “მეხუთე დაავადება”, რომელსაც იწვევს პარვოვირუსი
  • ფსორიაზი
  • ცელულიტი
  • წითელა
  • ქუნთრუშა.

საიტზე - ჩვილებში კანის გამონაყარის შესახებ სტატია ცალკეა მოცემული.

ჩუტყვავილა 

ჩუტყვავილა არის მსუბუქი და საკმაოდ ხშირი ვირუსული დაავადება, რომელიც ადრე თუ გვიან თითქმის ყველა ბავშვს შეხვდება. ეს იწვევს წითელ გამონაყარს რომელიც იწვევს ქავილის შეგრძნებას და გადადის სითხით სავსე ბუშტუკის მდგომარეობაში.ზოგიერთ ბავშვს აქვს მხოლოდ რამოდენიმე გამონაყარი, მაგრამ გამონაყარმა შეიძლება მთელი ტანი დაფაროს.

იხილეთ მეტი ჩუტყვავილას სიმპტომების შესახებ.

ეგზემა

ეგზემა არის ხანგძლივი მდგომარეობა რომლის დროსაც კანი ხდება მოწითალო, მშრალი და იწვევს ქავილის შეგრძნებას, ყველაზე ხშირი მდგომარეობა არის ატოპიური ეგზემა, რომელიც ძირითადად ბავშვებში გვხვდება, მაგრამ შეიძლება გაგრძელდეს ზრდასრულობის ასაკშიც.

ატოპიური ეგზემა ზირითადად გვხვდება მუხლის უკან ან იდაყვების წინ. ეგზემა არ არის საშიში დაავადება, მაგრამ თუ ბავშვი დაინფიცირდება ჰერპესის ვირუსით, ეს გამოიწვევს ეგზემის გართულებას და ვითარდება ჰერპეტიკულური ეგზემა, რომელიც იწვევს სიცხეს. დიდ ბრიტანეთში ყოველ მეხუთე ბავშვს აქვს ამ ტიპის ეგზემა და ეს უვითარდებათ პირველ დაბადების დღემდე. 

წაიკითხეთ მეტი, თუ როგორ უნდა მართოთ თქვენი შვილის ეგზემა.

იმპეტიგო

იმპეტიგო არის ბაქტერიული დაავადება, რომელიც იწვევს კანის ზედაპირზე კოჟრების და მტკივნეული ნაწიბურების წარმოქმნას. ხშირ შემთხვევაში არ ახასიათებს სერიოზული გართულებები.

იმპეტიგოს ორი სახეობა არსებობს:

  • ბულოზური იმპეტიგო - რომელიც იწვევს დიდ, უმტკივნეულო სითხით სავსე კოჟრებს
  • არა ბულოზური იმპეტიგო - რომელიც იწვევს მტკივნეულ ადგილებს და ტოვებს მოყვითალო-მოყავისფრო შეფერილობას. იმპეტიგოს ეს სახეობა უფრო გადამდებია.

თუ ფიქრობთ რომ ბავშვს აქვს იმპეტიგო, მიმართეთ ექიმს რათა დაგინიშნოთ ანტიბიოტიკური კრემი, რომელიც ინფექციას განკურნავს 7- 10 დღეში.

რგოლოვანი ჭიები

რგოლოვანი ჭიები არის საკმაოდ ხშირი კანის სოკოვანი ინფექცია, რომელიც იწვევს მრგვალ მოწითალო გამონაყარს კანზე. გამონაყარი შესაძლოა განვითარდეს ყველგან, განსაკუთრებით ხშირად გვხვდება სკალპზე, ფეხებზე და ბოქვენზე.

რგოლოვანი ჭიები არ არის სერიოზული და მისი მკურნალობა კრემებით, რომლებიც ხელმისაწვდომია აფთიაქებში. სკალპზე არსებული რგოლოვანმა ჭიებმა შეიძლება გამოიწვიოს ადგილობრივი თმის ცვენა და იკურნება სოკოს საწინააღმდეგო აბებით, რომელიც ხშირად ინიშნება სოკოს საწინააღმდეგო შამპუნთან ერთად კომბინაციაში.

ნასიცხი გამონაყარი

ნასიცხი გამონაყარი შესაძლოა განვითარდეს, თუ ბავშვი ოფლიანობს, მაგალითად თუ აცვია ზედმეტი ტანსაცმელი და ამ დროს ხდება მეტისმეტად გადახურება, ასევე შეიძლება ეს გამოწვეული იყოს გარემო ფაქტორებით, მაგალითად თუ ძალიან ცხელი და ტენიანი გარემოა.

გამონაყარი ვითარდება, როგორც პატარა გამობურცულობები, რომლებიც საკმაოდ მალე თავისთავად ქრება.

მულტიფორმული ერითემა 

მულტიფორმული ერითემა არის კანის რეაქცია (ძირითადად მსუბუქი ფორმის), რომელიც გამოწვეულია ან ბაქტერიული ინფექციით, ან ჰერპესის ვირუსით.

სანამ გამონაყარი გავრცელდება მთელს სხეულზე, წითელი ლაქები ჩნდება ხელებზე ან ფეხებზე. ბავშვი ამ დროს თავს გრძნობს ცუდად და ასევე შეიძლება ჰქონდეს სიცხეც, მაგრამ სიმპტომების შემსუბუქება შესაძლებელია ურეცეპტოდ გაცემული წამლებით. მდგომარეობის გაუმჯობესებას შეიძლება ორიდან ექვს კვირამდე დასჭირდეს.

იშვიათ შემთხვევებში, მულტიფორმული ერითემა შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმის რეაქციამ წამლების მიმართ, როგორიცაა ანტიბიოტიკები ან ანტიკოაგულანტები. ასეთი შემთხვევები გაცილებით უფრო მძიმეა და შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის საშიშიც.

აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ ბავშვზე შენიშნავთ რაიმე სახის გამონაყარს და ბავშვი თავს გრძნობს ცუდად.

პილარული კერატოზი ("ქატმისკანი")

პილარული კერატოზი, იგივე “ქათმის კანი” არის ხშირი უმტკივნეულო მდგომარეობა, რა დროსაც კანი ხდება მკვრივი, გამობურცული და ხორკლიანი. იშვიათად ეს მდგომარეობა ვლინდება ბარძაყებზე ან ლოყებზეც.

ძირითადად იწყება ბავშვობაში და რთულდება მომწიფების ასაკში, ზოგჯერ ეს შემთხვევა ასაკის მატებასთან ერთად ქრება. ამ დაავადების მკურნალობა არ არსებობს.

ხელის, ფეხის და პირის დაავადება

ხელის, ფეხის და პირის დაავადება არის ხშირი, მსუბუქი დაავადება, რომელიც გამოწვეულია ვირუსებით. ის იწვევს გამონაყარს, რომელიც არ იწვევს ქავილის შეგრძნებას და ვითარდება ხელისა და ფეხის გულებზე, ასევე შესაძლოა განვითარდეს პირის ღრუს წყლულები და ზოგადად ცუდად ყოფნის შეგრძნება.

მკურნალობა ძირითადად საჭირო არაა, რადგანაც ბავშვის იმუნური სისტემა თავისით აგვარებს ამ პრობლემას და სრულიად კურნავს დაახლოებით 10 დღეში. ხელის, ფეხისა და პირის დაავადება საკმაოდ გადამდებია.

კონტაგიოზური მოლუსკი

კონტაგიოზური მოლუსკი არის კანის ვირუსული ინფექცია, რომელიც იწვევს პატარა წანაზარდებს კანზე (იხილეთ სურათი მარჯვნივ).

ეს ძირითადად აინფიცირებს ბავშვებს ერთიდან ხუთ წლამდე, რომელიც ამ დაავადებას ღებულობს სხვა ინფიცირებულ ბავშვთან ახლო კონტაქტით.

ეს მდგომარეობა ძირითადად უმტკივნეულოა, თუმცა შესაძლოა ზოგიერთ ბავშვს აღენიშნებოდეს ქავილი. ეს მდგომარეობა თავისით გადის დაახლოებით 18 თვეში და არ საჭიროებს მკურნალობას.

კონტაგიოზური მოლუსკი არის ძალიან ინფექციური. თუმცა, ზრდასრულთა უმეტესობა რეზისტენტულია დაავადებისადმი. ეს ნიშნავს, რომ მათ არ დაემართებათ ეს დაავადება, თუ ისინი შევლენ კონტაქტში ინფიცირებულთან.

ვარდისფერი პიტირიაზი

ვარდისფერი პიტირიაზი არის საკმაოდ ხშირი კანის დაავადება, რომელიც იწვევს კანზე გამონაყარს, აქვს წითელი შეფერილობა და ვრცელდება მთელს სხეულზე. შემთხვევათა უმეტესობა გვხვდება მოზრდილებში 10 იდან 35 წლამდე ასაკში.

ვარდისფერი პიტირიაზი, ძირითადად თავისით რჩება, დაახლოებით 2-იდან 12 კვირაში.

იხილეთ მეტი ინფორმაცია საიტზე ვარდისფერი პიტირიაზის სიმპტომები.

მუნი

მუნი არის კანის ინფექციური დაავადება, რომელიც გამოწვეულია პატარა ტკიპებით რომელიც ბინადრობენ კანზე. ეს იწვევს ძალიან ძლიერ ქავილს.

ბავშვები ამ დაავადებას ღებულობენ სხვა ინფიცირებულთან ფიზიკური კონტაქტით -მაგალითად, თამაშის, ჩხუბის ან ჩახუტებისას.

ტკიპები ბინადრობენ კანის თბილ ადგილზე. ისინი ტოვებენ წითელ წერტილებს და ვერცხლისფერ ხაზებს კანზე, რომელიც შეიძლება შეგვხვდეს ხელისა და ფეხის გულებზე. ახალდაბადებულებში განსაკუთრებით ხშირია ამ სიმპტომების გამოვლენა ფეხის გულზე.

მიმართეთ ექიმს მკურნალობისთვის, თუ ფიქრობთ, რომ თქვენს შვილს აქვს მუნი.

გაიგეთ მეტი მუნის სიმპტომების შესახებ.

ჭინჭრის ციება

ჭინჭრის ციება (ცნობილი როგორც ურტიკარია) არის მოზრდილი, წითელი გამონაყარი კანზე. ეს ხდება როდესაც ცილა ჰისტამინი გროვდება კანზე. ჰისტამინი იწვევს სიწითლეს, შესიებას და ქავილის შეგრძნებას.

ჭინჭრის ციება შეიძლება გადაგვედოს ბევრი რამით, ალერგენების ჩათვლით, წამლებით ან რაიმე ფიზიკური ფაქტორით, როგორიცაა ვარჯიში ან გადახურება. ხშირ შემთხვევაში გამომწვევი მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება.

ეს არის ხშირი კანის რეაქცია, რომელიც ვლინდება ბავშვებში. გამონაყარი ძირითადად ხანმოკლეა და არ იწვევს გართულებებს, მისი მკურნალობა ხდება ანტიჰისტამინური საშუალებებით.

ინფექციური ერითემა

ინფექციური ერითემა (ცნობილია როგორც მეხუთე დაავადება) არის გავრცელებული ბავშვთა ვირუსული დაავადება, რომელიც იწვევს ნათელ, წითელ ლაქებს ორივე ლოყაზე. ძირითადად გავრცელებულია ბავშვებში 6-იდან 10 წლამდე.

უმეტეს შემთხვევაში მკურნალობა არაა საჭირო, რადგან ეს მდგომარეობა ჩვეულებრივ მსუბუქ ფორმაში მიმდინარეობს და თავისით გაივლის რამოდენიმე დღეში. იშვიათ შემთხვევებში, ეს მდგომარეობა შეიძლება გაგრძელდეს ოთხ ან ხუთ კვირამდეც.

ფსორიაზი

ფსორიაზი არის კანის დაავადება რომელიც იწვევს წითელ გამაგრებულ გამონაზარდებს კანზე, რომელიც დაფარულია ვერცხლისფერი ქერცლით.

ზოგიერთ ბავშვში ეს შეიძლება მსუბუქი გაღიზიანება იყოს, მაგრამ სხვებში შეიძლება მოახდინოს მნიშვნელოვანი ცვლილებები ცხოვრების ხარისხზე.

ფსორიაზის მკურნალობა არ არსებობს, მაგრამ სხვადასხვა ტიპის მკურნალობებით შეიძლება გამოსწორდეს სიმპტომები და კანის ვიზუალური მდგომარეობა.

გაიგეთ მეტი ფსორიაზის სიმპტომების შესახებ.

ცელულიტი

ცელულიტი არის ბაქტერიული ინფექცია რომელიც ვითარდება კანის ღრმა ფენებში და მის ქვეშ არსებულ ქსოვილებზე. დაინფიცირებული ადგილი არის წითელი, შესიებული, და მტკივნეული. ბავშვს შეიძლება ჰქონდეს სიცხე.

აუცილებლად სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს, თუ ბავშვის კანი უეცრად გაწითლდა და არის ცხელი და მგრძნობიარე შეხებაზე.

ცელულიტი ჩვეულებრივ საკმაოდ კარგად რეაგირებს ანტიბიოტიკებით მკურნალობაზე.

გაიგეთ მეტი ცელულიტის სიმპტომების შესახებ.

წითელა

წითელა არის ძალიან ინფექციური ვირუსული დაავადება. ნებისმიერი შეიძლება დაინფიცირდეს, თუ ის არ არის აცრილი, მაგრამ განსაკუთრებით ხშირია ბავშვებში ერთიდან ოთხ წლამდე.

ეს დაავადება იწვევს მოწითალო-მოყავისფრო ლაქებს, რომლებიც თავიდან ჩნდება ყურების უკან და ვრცელდება თავზე, კისერზე, ფეხებზე და მთელ სხეულზე. ბავშვს ასევე შეიძლება აღენიშნებოდეს გაციების მსგავსი სიმპტომები და ასევე სიცხე.

ბავშვების გამონაყარების უმეტესობა არ არის წითელა, მაგრამ აუცილებლად მიმართეთ ექიმს თუ შენიშნავთ ამ ნიშნებს.

გაიგეთ მეტი წითელას სიმპტომების შესახებ.

ქუნთრუშა

ქუნთრუშა ძალიან გადამდები ბაქტერიული დაავადებაა, რომელიც ძირითადად ემართებათ 2-დან 8 წლამდე ასაკის ბავშვებს. ეს მდგომარეობა იწვევს გამორჩეულ მოწითალო-მოვარდისფრო გამონაყარს, რომელიც ხელის წასმის დროს ისეთ შეგრძნებას ტოვებს, თუთქოს ზუმფარის ქაღალდს ეხებით და შესახედაობით თოვებს მზისგან დამწვრობის შთაბეჭდილებას.

დაავადება ხშირად იწყება ყელის ტკივილით, თავის ტკივილით და სიცხით, გამონაყარი კი ვლინდება მოგვიანებით - 12-48 საათის შემდეგ.

აუცილებლად, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ ფიქრობთ, რომ ბავშვს შეიძლება ჰქონდეს ქუნთრუშა. ეს მდგომარეობა ადვილად იკურნება ანტიბიოტიკებით და დამატებითი პრობლემები ნაკლებად სავარაუდოა.

გაიგეთ მეტი ქუნთრუშას შესახებ.

მენინგიტის გამაფრთხილებელი ნიშნები

ბავშვებში, მენინგიტის გამაფრთხილებელი ნიშნები შეიძლება მოიცავდეს:

  • მოთენთილობას და ურეაქციობას, ან გაშეშებას უნებლიე მოძრაობებით
  • გაღიზიანებას და ასევე არ ექნება შეხების სურვილი
  • უჩვეულო ტირილს
  • ღებინებას და საკვებზე უარის თქმას
  • ღია და ლაქებით დაფარულ კანს
  • მადის დაკარგვას
  • გაშტერებულ მგამომეტყველებას
  • ძალიან მოძალებულ ძილიანობას
  • სიცხეს
  • წითელი ან იისფერი წერტილების გამონაყარს, რომლებიც არ ღიავდება, როდესაც დააწვებით (მაგალითად, როდესაც დააწვებით გამჭვირვალე მინით).

მიენდეთ თქვენს ინსტინქტებს. თუ ფიქრობთ, რომ ბავშვს შეიძლება ჰქონდეს მენინგიტი, აუცილებლად, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.

კომენტარის დამატება