Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » კანის გავლითი ნერვის ელექტრო სტიმულატორები

კანის გავლითი ნერვის ელექტრო სტიმულატორები

167

კანის გავლით ნერვის ელექტრულად სტიმულაცია (Transcutaneous electrical nerve stimulation - TENS) არის მეთოდი, რომლითაც ხანგძლივი ტკვილის მქონე პაციენტებს უმსუბუქდებებათ მდგომარეობა. 

ეს არის პატარა დანადგარი, რომელიც მუშაობს ბატარეაზე, და მიერთებულია ელექტროდებზე.

ელექტროდებს ათავსებენ კანზე სპეციალური მისაწებებლით, როდესაც დანადგარს ჩართავთ ელექტრული იმპულსები დაზიანებული ადგილზე გადადის, რაც ტოვებს ჩხვლეტის მსგავს შეგრძნებას.

ელექტრული იმპულსები ბლოკავენ ტკვილის გადამცემ სიგნალებს ზურგისა და თავის ტვინში, რაც ამცირებს ტკივილს.

ასევე ელექტრული იმპულსები ხელს უწყობენ ენდორფინების გამოყოფას, რომლებიც არიან ორგანიზმის ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებლები.

როდის გამოიყენება კანის გავლითი ნერვის ელექტრო სტიმულატორები

ამ მეთოდმა შესაძლოა მოხსნას ტკივილები და კუნთის სპაზმები, რომლებიც გამოწვეულია სხვადასხვა ტიპის მდგომარეობებით, მათ შორის:

  • ართრიტით
  • ზურგის ტკივილით
  • სპორტული დაზიანებებით
  • ქალების პერიოდული (მენსტრუალური) ტკივილი
  • მუხლის ტკივილი
  • კისრის ტკივილი

ასევე ზოგჯერ გამოიყენება როგორც, ტკივილის შესამსუბუქებელი მშობიარობის დროს.

უმეტესობისთვის ეს მეთოდი უსაფრთხოა და არ აქვს გვერდითი ეფექტები. ამ მეთოდის ეფექტურობა დამოკიდებულია ინდივიდზე.

მუშაობს თუ არა ეს მეთოდი?

არ არსებობს მეცნიერული დასტური იმისა, რომ დარწმუნებით ითქვას, რამდენად საიმედოდაა ეფექტური ტკივილის გასაყუჩებლად და ამიტომ მიმდინარეობს სამეცნიერო კვლევები.

კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა რომ ეს მეთოდი ეფექტურია ზოგიერთი ადამიანისთვის, მაგრამ ეს დამოკიდებულია ინდივიდზე,  ეს მეთოდი არ ამოიყენება სამკურნალოდ და ეფექტურია ტკივილის მოკლევადიანი პერიოდით მოხსნაზე. თუმცა, მკურნალობისთვის ეს მეთოდი ძალიან უსაფრთხოა და ამიტომ ცდა შეიძლება ღირდეს, ასევე შეიძლება გამოყენებული იყოს სხვა მკურნალობის მეთოდებთან ერთადაც.

სტიმულატორების გამოყენება

თუ ფიქრობთ ამ მეთოდის გამოყენებას, აუცილებელია გაითვალისწინოთ რომ, პერიოდულად მიიღოთ მედიკამენტები, ასევე საჭიროა რეგულარული ვარჯიში და სარელაქსაციო ტექნიკები. სტიმულატორებიარ არის ეფექტური ცხოვრების წესის შეცვლის გარეშე.

ამ პროცედურის ჩატარება შეგიძლიათ დამოუკიდებლადაც, ფიზიოთერაპევტის გარეშე, მაგრამ ექიმი მოგცემთ რჩევებს და აგიხსნით თუ როგორ გამოიყენოთ ეს დანადგარი სწორად.

ფიზიოთერაპევთი მოგთხოვთ აღწეროთ მდგომერობა პროცედურისას, აუცილებელია რომ თქვათ სიმართლე, თუ რას გრძნობთ ამ დროს, ასეთ შემთხვევაში შედეგი გაცილებით ეფექტური იქნება. შედეგი განსხვავებული იქნება სხვადასხვა ადამიანში. მას შემდეგ რაც თავს კომფორტულად იგრძნობთ გააგრძელეთ პროცედურა.

თუ თქვენთვის ეს პროცედურა ეფექტურია, შეგიძლიათ ეს დანადგარი შეიძინოთ ნებისმიერ აფთიაქში. ძვირიანი დანადგარი არ ნიშნავს რომ ეფექტურია.

როგორ გამოვიყენოთ TENS

ქვემოთ მოცემული ინფორმაცია არის ზოგადი ინსტრუქცია, აუცილებელია ყოველთვის ყურადღებით გაეცნოთ მწარმოებლის ინსტრუქციებს და გამოყენების რეკომენდაციებს.

რადგანაც ეს მოწყობილობა მცირე ზომისაა, შეგიძლიათ ის გამოიყენოთ მოძრაობისას ან რაიმე სამუშაოს შესრულებისას, შეგიძლიათ მოწყობილობა ჩაიდოთ ჯიბეში ან დაიმაგროთ ქმარზე.

მიიწებეთ ელექტროდები დაზიანებულ ადგილზე, და აუცილებლად დარწმუნდით რომ დანადგარი გამორთულია, სანამ ელექტროდებს მოათავსებთ კანზე.

არასდროს მოათავსოთ ელექტროდები:

  • კისრის წინ ან გვერდზე (რადგანაც აქ გადის საძილე არტერიები, რომლებიც ტვინის მთავარი მომმარაგებელი სისხლძარღვებია)
  • საფეთქლებზე
  • პირზე ან თვალებზეე
  • გულზე (მკერდის მარცხნივ)
  • დაზიანებულ კანზე
  • ვარიკოზულ ვენებზე 
  • დაბუჯებულ ადგილებზე

როდესაც ჩართავთ დანადგარს იგრძნობთ ჩხვლეტის შეგრძნებას, დანადგარი შეგიძლიათ აკონტროლოთ თქვენი სურვილისამებრ, მოუმატოთ ან შეამციროთ ძაბვა.

დაიწყეთ მსუბუქით და მოუმატეთ ნელა, თუ ჩხვლეტის შეგრძნება არაკომფორტული იქნება შეამცირეთ ძაბვა.

შესაძლოა ძაბვას მიეჩვიოთ, და ამ შემთხვევაი, გაზარდეთ ოდნავ, აუცილებელია ყოველთვის იყოს ძლიერი, მაგრამ კომფორტული სტიმული

მოხმარების შემდეგ გამორთეთ დანადგარი და მოიცილეთ ელექტროდები კანიდან. ამ დანადგარის გამოყენება შეგიძლიათ დღეში იმდენჯერ, რამდენჯერაც მოგესურვებათ.

რისკები და გვერდითი ეფექტები

ადამიანთა უმეტესობისთვის ეს მეთოდი უსაფრთხოა და არ გააჩნია გვერდითი ეფექტები.

თუმცა, ზოგიერთი ადამიანი შეიძლება იყოს ალერგიული ელექტროდებზე და მათი კანი შეიძლება გაღიზიანდეს ან გაწითლდეს, მაგრამ ასეთი ხალხისთვის არესბობს სპეციალური არაალერგიული ელექტროდებიც.

სტიულატორების გამოყენება არ არის ყველასთვის უსაფრთხო. ექიმთან კონსულტაციის გარეშე არასოდეს გამოიყენოთ ის, თუ:

  • გაქვთ ჩადგმული გულის რითმის სარეგულირო მოწყობილობა, ან სხეულში ნებისმიერი სახის ელექტრული ან ლითონის იმპლანტი
  • ხართ ორსულად, ან არის შანსი, რომ იყოთ ორსულად
  • გაქვთ ეპილეფსია ან გულის რითმის პრობლემები (არითმია).

კომენტარის დამატება