Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » ლისტერიოზი

ლისტერიოზი

138

ლისტერიოზი არის ინფექცია, რომელიც ძირითადად ვითარდება ლისტერიის ბაქტერიით დაბინძურებული საკვების მიღების შედეგად.

ადამიანების უმეტესობაში ლისტერიოზი მიმდინარეობს მსუბუქ ფორმაში და იწვევს მაღალ ტემპერატურას, ღებინებას და დიარეას. როგორც წესი ეს სიმპტომები მკურნალობის გარეშე ქრება 3 დღის განმავლობაში. თუმცა, იშვიათ შემთხვევებში ინფექცია შესაძლებელია უფრო მძიმე ფორმაში წარიმართოს და გავრცელდეს სხეულის სხვა ნაწილებში, რაც გამოიწვევს სერიოზულ გართულებებს, როგორიცაა მაგალითად მენინგიტი. მძიმე ლისტერიოზის ზოგადი ნიშნები მოიცავს კისრის გაშეშებას, მწვავე თავის ტკივილი და კანკალი.

ფეხმძიმეები არიან ლისტერიოზის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ.

წაიკითხეთ მეტი ლისტერიოზის სიმპტომების შესახებ.

სად გვხვდება ლისტერია?

ლისტერია არის ბაქტერია, რომელიც გვხვდება სხვადასხვა სახის გაყინულ, ან გაციებულ მზა პროდუქტებში, ესენია:

  • შეფუთული სენდვიჩები
  • პაშტეტი
  • კარაქი
  • რბილი ყველი, როგორიცაა ბრი ან ჩამემბერტი, ან მსგავსი სახეობის ყველი
  • რბილი ლურჯი ყველი
  • შემწვარი დაჭრილი ხორცი
  • მომზადებული დაჭრილი ხორცი
  • შებოლილი ორაგული

ბაქტერია ასევე შესაძლებელია გავრცელდეს ლისტერიოზით დასნებოვნებული ცხოველის ან ადამიანის განავალთან შეხებით.

წაიკითხეთ მეტი ლისტერიოზის გამომწვევის შესახებ.

როდის მივმართოთ სამედიცინო დახმარებას

თუ თქვენ ხართ ფეხმძიმე და გაქვთ ლისტერიოზის ნიშნები ან გყავთ პატარა, რომელსაც აღენიშნება დაავადების ნიშნები, აუცილებლად დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

თუ თქვენ არ ხართ ორსულად და ზოგადად ხართ ჯანმრთელი ზრდასრული ადამიანი უნდა მიმართოთ სამედიცინო დახმარებას თუ თქვენი სიმპტომები გამწვავდა.

ლისტერიოზის დიაგნოზი ძირითადად ხდება სისხლის ანალიზის მეშვეობით. თუ ფიქრობენ რომ ინფექცია გავრცელდა ნერვულ სისტემაში, მაშინ საჭირო იქნება დამატებითი ტესტების გაკეთება რომელიც შესაძლოა მოიცავდეს ლუმბალური პუნქციის და მრი ტესტის გაკეთებას.

ლისტერიოზის მსუბუქ შემთხვევებში როგორც წესი მკურნალობა არ არის საჭირო. თუმცა, ინფექციის ნერვულ სისტემაში გავრცელების შემთხვევაში საჭიროა ანტიბიოტიკებით მკურნალობა ჰოსპიტალში რამდენიმე კვირის განმავლობაში.

წაიკითხეთ მეტი ლისტერიოზის მკურნალობის შესახებ.

ლისტერიოზის პრევენცია

ლისტერიოზის განვითარების შანსის შესამცირებლად საუკეთეზო გზა არის საკვების ჰიგიენის ნორმების დაცვა. მაგალითად:

  • არ უნდა მიიღოთ ვადაგასული საკვები
  • სწორედ შეინახეთ პროდუქტები, შენახვის პირობების გთვალისწინებით, რომლებიც მოცემულია შეფუთვაზე
  • დარწმუნდით რომ მაცივრის ტემპერატურა არის 0-დან 5C გრადუსამდე.
  • ხარისხიანად მოამზადეთ საკვები

თუ თქვენ ხართ ლისტერიოზის მაღალ რისკ ჯგუფში - მაგალითად თუ ხართ ფეხმძიმედ ან გაქვთ შესუსტებული იმუნური სისტემა, უნდა მოერიდოთ ზოგიერთი საკვების მიღებას, როგორებიცაა მაგალითად პაშტეტი ან რბილი ფორმის ყველი.

წაიკითხეთ მეტი ლისტერიოზის პრევენციის შესახებ.

რისკ-ჯგუფები

ზოგიერთი ადამიანი განსაკუთრებულად მგრძნობიარეა მძიმე ლისტერიოზის მიმართ, ესენი არიან:

  • 60 წელს ასაკს გადაცილებული ადამიანები
  • ფეხმძიმე ქალები და მათი ნაყოფი
  • ბავშვი, რომლის ასაკი არის ერთ თვეზე ნაკლები
  • ადამიანები ვისაც აქვთ სუსტი იმუნური სისტემა, მაგალითად შიდსით/აივ-ით დაავადებული, ან პაციენტები რომლებიც გადიან ქიმიოთერაპიით მკურნალობის კურსს.

ლისტერიოზი და ფეხმძიმობა

ორსულ ქალებში არსებობს ლსიტერიოზის განვითარების განსაკუთრებული რისკი, რადგან ამ დროს იმუნიტეტი ამ ბაქტერიის წინააღმდეგ არის დაქვეითებული.

ფეხმძიმობის დროს თითქმის 20-ჯერ იზრდება ლისტეროზის განვითარების რისკი.

ლისტერიის ინფექცია ძირითადად არ იწვევს სერიოზულ პრობლემებს ორსული ქალის ჯანმრთელობისთვის, თუმცა შესაძლებელია გამოიწვიოს ორსულობისა და მშობიარობის გართულებები და შეიძლება გამოიწვიოს მუცლის მოშლა.

კომენტარის დამატება