Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » ლიმფედემა

ლიმფედემა

152

ლიმფედემა ქრონიკული (ხანგრძლივი) მდგომარეობაა, რომელიც იწვევს ორგანიზმის ქსოვილების შეშუპებას და ტკივილს. ის სხეულის ნებისმიერ ადგილზე შეიძლება განვითარდეს, მაგრამ ძირითადად გვხვდება ხელებზე ან ფეხებში.

ლიმფედემამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს გამოვლენის ადგილზე სიმძიმის შეგრძნება და მოძრაობის გაძნელება. მკურნალობის გარეშე, შეიძლება გაუარესდეს, ამიტომ თუ ფიქრობთ, რომ შეიძლება გქონდეთ ეს მდგომარეობა, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

რა იწვევს ლიმფედემას?

ლიმფედემას იწვევს ლიმფური სისტემის დაზიანება ან დარღვევა. ლიმფური სისტემა წარმოადგენს სხეულში განთავსებული ჯირკვლების და ძარღვების ქსელს, რომლის მთავარი ფუნქციააინფექციებთან ბრძოლა და ასევე ქსოვილებიდან ჭარბი სითხის გამოტანა. თუ ეს სისტემა დარღვეული ან დაზიანებულია, კარგავს ამ უნარს და ჭარბი სითხე იწვევს ქსოვილის შეშუპებას.

არსებობს ლიმფედემის ორი ძირითადი ტიპი:

  • პირველადი ლიმფედემა - ვითარდება დაბადებისას, ან მომწიფების ასაკის (puberty) შემდეგ მალევე და გამოწვეულია დეფექტური გენებით.
  • მეორადი ლიმფედემა - ხშირად გამოწვეულია ინფექციის, ტრავმის, სიმსივნის მკურნალობის, კიდურის ანთების ან კიდურის უმოძრაობის შედეგად, ლიმფური სისტემის დაზიანებით.

ვის ემართება?

დადგენილია, რომ 6,000 ადამიანიდან 1-ს ემართება პირველადი ლიმფედემა.

მეორადი ლიმფედემა ვითარდება მკერდის კიბოს (breast cancer) მკურნალობის გვერდითი ეფექტის სახით ქალების 20%-ში.

ლიმფედემის მკურნალობა

ლიმფედემის განკურნება არ ხდება, მაგრამ შესაძლებელია სიმპტომების კონტროლი სხვადასხვა ტექნიკების კომბინაციით, როგორიცაა მასაჟი და მოჭერილი ტანსაცმელი.

ასევე შეგიძლიათ გარკვეული მეთოდებით ხელი შეუშალოთ მდგომარეობის გაუარესებას. ეს გულისხმობს კანის მოვლას, ინფექციის თავიდან ასაცილებლად და ჯანსაღ კვებასა და ცხოვრების წესს.

გართულებები

ლიმფედემის მქონე ადამიანები მგრძნობიარე არიას ინფექციის მიმართ, რადგანაც ინფექციასთან მებრძოლი სისხლის თეთრი უჯრედები, სახელად ლიმფოციტები, რომლებიც მოძრაობენ ლიმფურ სისტემაში, ვეღარ ახერხებენ სხეულის იმ ნაწილამდე მიღწევას, სადაც ისინი საჭირონი არიან.

კანის ბაქტერიული ინფექცია, სახელად ცელულიტი, ლიმფედემას მქონე ადამიანებში ყველაზე ხშირად აღნიშნული ინფექციაა

კომენტარის დამატება