Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » კისრის დაჭიმვა

კისრის დაჭიმვა

86

კისრის დაჭიმვა/დაზიანება ხშირად ხდება თავის წინ, უკან ან გვერდით უეცარი მოძრაობის შედეგად. 

ის ხშირად ვითარდება ავტოსაგზაო შემთხვევების დროს შეჯახებისას. თავის მკვეთრი გამოძრავება აზიანებს კისრის მყესებსა და იოგებს.

მყესი არის მაგარი ბოჭკოვანი წარმონაქმნი, რომლითაც კუნთი ემაგრება ძვალს. იოგი არის ბოჭკოვანი შემაერთებელი ქსოვილი, რომელიც ორ ძვალს აკავშირებს ერთმანეთთან სახსარში.

კისრის დაზიანების საერთო სიმპტომები:

  • კისრის ტკივილი და გაშეშება
  • კისრის კუნთებში მომატებული მგძნობელობა
  • კისრის შეზღუდული და მტკივნეული მოძრაობა
  • თავის ტკივილი

ავარიის შემდეგ ვიფლეშის კისრის დაზიანების სიმპტომების განვითარებას შეიძლება 6-12 საათი დასჭირდეს.

ტკივილი და დაჭიმულობა კისრის არეში ხშირად იწყება ტრავმის მიღების დღეს და უარესდება რამოდენიმე დღეში.

კისრის დაზიანების გამომწვევი მიზეზები

კისრის დაზიანების ძირითადი მიზეზი ავტოსაგზაო შემთხვევებია, მაგრამ შეიძლება შემდეგი სიტუაციების დროსაც განვითარდეს:

  • უცაბედი დარტყმისას თავის არეში. მაგალითად ისეთი კონტაქტური სპორტის დროს, როგორიცაა რაგბი და ბოქსი.
  • ასრიალების ან დავადრნისას, როცა თავი უეცრად და ძლიერად შეირხევა
  • თავში მძიმე ან რაიმე მყარი სხეულის მოხვედრისას

კისრის დაზიანების დიაგნოზირება

კისრის დაზიანების დიაგნოზი, ჩვეულებრივ, სიმპტომების საფუძველზე დაისმება. როგორც წესი, ანალიზები და სკანირებები საჭირო არ არის.

მიაკითხეთ ოჯახის ექიმს, თუ ავტოსაგზაო შემთხვევის ან სხვა რაიმე შეჯახების შემდეგ განიცდით ტკივილს და დაჭიმულობას კისრის არეში.

ოჯახის ექიმი შეგეკითხებათ სიმპტომებს და დეტალებს თქვენი დაზიანების შესახებ. მათ შეიძლება გასინჯონ კისერი ისეთი ნიშნების აღმოსაჩენად, როგორებიცაა კუნთების სპაზმი, მაღალი მგრძნობელობა და შეაფასონ კისრის მოძრაობის დიაპაზონი.

რენტგენი და სკანირებები, როგორებიცაა კომპიუტერული ტომოგრაფია, ან მაგნიტურ რეზონანსული გამოკვლევა, რეკომნდირებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მოტეხილობაზე ან რაიმე სხვა პრობლემაზე მიიტანენ ეჭვს.

კისრის დაზიანების მკურნალობა

კისრის დაზიანება უმეტესად ისეთი მდგომარეობაა, როდესაც პროცესი, საბოლოოდ, ალაგდება ჩარევის გარეშე ან რაიმე მარტივი მკურნალობის შედეგად.

კისრის დაზიანების დროს უმჯობესია კისერი ამოძრავოთ, ვიდრე იყოს დაფიქსირებული რაიმე ქამრით ან საყელოთი. შეიძლება კისერი მტკივნეული იყოს, მაგრამ საწყის სტადიაზევე მისი მობილობა გააუმჯობესებს ფუნქიონიერებას და დააჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს.

ტკივილგამაყუჩებლები, როგორებიცაა პარაცეტამოლი და ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული წამლები, მაგალითად: იბუპროფენი შეიძლება გამოყენებული იყოს ტკივილის შესამსუბუქებლად. 

კისრის დაზიანებას, რომელიც გრძელდება ექვსი ან მეტი თვის მანძილზე, ეწოდება ქრონიკული ან გვიანი კისრის დაზიანების სინდრომი.

მკურნალობის მეთოდი უნდა იყო დაფუძნებული სიმპტომებზე. აუტანელი ტკივილის შემთხვევაში ოჯახის ექიმმა შეიძლება გამოწეროს უფრო ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი ან გირჩიოთ ფიზიოთერაპია.

გართულებები

უმეტეს შემთხვევაში  კისრის დაზიანება საბოლოოდ, ალაგდება ყველანაირი გახანგრძლივებული დაზიანების გარეშე. თუმცა, იშვიათად ტკივილი გრძელდება ექვსი ან მეტი თვე (ქრონიკული კისრის დაზიანება).

თუ განიცდით გახანგრძლივებულ ტკივილს, შეიძლება შეგეზღუდოთ ყოველდღიური აქტივობები და ვერ მოისვენოთ. ასევე შესაძლოა პრობლემები შეგექმნათ სამსახურში და დაგეწყოთ შფოთვისა და დეპრესიის ეპიზოდები.

მიაკითხეთ ოჯახის ექიმს, თუ ქრონიკული ტკივილის გამო აღინიშნება შრომისუნარიანობის დაქვეითება და ყოველდღიური საქმიანობისას განიცდით დისკომფორტს. 

კომენტარები 0

კომენტარის დამატება