Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » ლაპარასკოპია

ლაპარასკოპია

236

ლაპარასკოპია ქირურგიული ოპერაციის ტიპია, რომელის დროსაც ქირურგს მუცლისა და მენჯის ღრუში შესასვლელად კანზე დიდი განაკვეთების გაკეთება არ უწევს.

 

პროცედურას მინიმალურად ივნაზიურ ოპერაციასაც უწოდებენ

დიდი განაკვეთებისგან თავიდან ასაცილებლად ქირურგი ინსტრუმენტს - ლაპარასკოპს იყენებს. ამ პატარა მილის ერთ ბოლოში ნათურა და კამერაა დამაგრებული, რომელიც სხეულის გარეთ მდებარე მონიტორზე აჩვენებს მუცლისა და მენჯის ღრუს.

ღია ოპერაციასთან შედარებით, ლაპარასკოპიის უპირატესობა მოიცავს:

  • საავადმყოფოში გატარებულ ნაკლებ დროს და უფრო სწრაფ მომჯობინების პერიოდს
  • ოპერაციის შემდგომ ნაკლები ტკივილსა და სისხლდენას
  • შედარებით პატარა ზომის ნაწიბურებს

როგორ კეთდება ლაპარასკოპიული ოპერაცია

ლაპარასკოპიას ზოგადი ანესთეზიით ატარებენ, ამიტომ პროცედურის დროს პაციენტი ვერანაირ ტკივილს და დისკომფორტს ვერ იგრძნობს. პროცედურის დროს, ქირურგი მუცელზე ერთ ან რამდენიმე პატარა განაკვეთს გააკეთებს, რაც მას საშუალებას მისცემს განაკვეთში ინსტუმენტები და პატარა მილი გაატიოს, რომლის საშუალებითაც მუცელს გაზით გაბერავენ - ეს ქირურგს სამუშაოდ უფრო მეტ სივრცეს აძლევს.

პროცედურის შემდეგ გაზს მუცლიდან გარეთ უშვებენ, განაკვეთებს კერავენ და ნაკერს გარედან სპეციალურად ამუშავებენ.

პაციენტს სახლში წასვლა იმავე ან შემდეგ დღეს შეეძლება.

როდის გამოიყენება ლაპარასკოპია

ლაპარასკოპია მუცლისა და მენჯის ღრუს დაავადებების სადიაგნოსტიკოდაც გამოიყენება. მას ისეთი ოპერაციებისთვისაც იყენებენ, როგორიცაა დაზიანებულ და დაავადებული ორგანოს ამოკვეთა, შიდა ორგანოს ქსოვილის ნიმუშის აღება (ბიოფსია).

ლაპარასკოპიას ყველა ხშირად გინეკოლოგები, გასტროენტეროლოგები (მომნელებელი სისტემის სპეციალისტები) დან უროლოგები (საშარდე სისტემის სპეციალისტები) მიმართავენ.

უსაფრთხოება

ლაპარასკოპიას ძალიან ხშირად ატარებენ და სერიოზული გართულებები იშვიათია.

მსუბუქი გართულებები

მსუბუქი გართულებები შეფასებულია, რომ ხდება ყოველი 100 ოპერაციიდან ერთ ან ორ შემთხვევაში. ესენი მოიცავს:

  • ინფექციას
  • განაკვეთის ადგილას მცირეოდენ სისხლდენას და დალურჯებას
  • გულისრევის შეგრძნებას და ღებინებას

მძიმე გართულებები

მძიმე გართულებები ძალიან იშვიათია და ხდება ყოველი 1000 ოპერაციიდან ერთ შემთხვევაში. ეს გართულებები მოიცავს:

  • ორგანოების დაზიანებას, მაგალითად ნაწლავის ან შარდის ბუშტის დაზიანებას, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ორგანოს ფუნქციის დაკარგვა
  • მთავარი არტერიის დაზიანებას
  • ოპერაციის დროს ნახშირორჟანგის გამოყენებით გამოწვეულ გართულებებს, როგორიცაა აირის ბუშტუკების შესვლა ვენებში ან არტერიებში
  • ზოგადი ანესთეზიისადმი მწვავე ალერგიული რეაქცია
  • ვენაში სისხლის კოლტის წარმოქმდა, რაც ძირითადად ერთ-ერთ ფეხში ხდება (ღრმა ვენების თრომბოზი) და რაც შეიძლება შემდეგ მოწყდეს და დაბლოკოს სისხლის მომარაგება ფილტვებში (პულმონარული ემბოლია)

 

ამ გართულებების სამკურნალოდ ხშირად დამატებითი ოპერაციის ჩატარება ხდება საჭირო

კომენტარის დამატება